მასაჟი ინსულტის შემდეგ და სპეციალური მასაჟორები

მასაჟი ინსულტის შემდეგ და სპეციალური მასაჟორები

  • მასაჟი ინსულტის შემდეგ
  • მასაჟის მიდგომების სწორი ორგანიზება
  • ინსულტის შემდგომი მასაჟის მიზანი
  • საერთო რეკომენდაციები
  • უსაფრთხოების ზომები
  • სპაზმების საფრთხე
  • ფეხის მასაჟი ინსულტის შემდეგ
  • ხელების მასაჟი ინსულტის შემდეგ
  • დახმარება დამოუკიდებლად

მასაჟი ინსულტის შემდეგ

ინსულტის შემდეგ განვითარებულ გართულებებს შორის მეტად გავრცელებული პრობლემაა დამბლა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. წარმოიდგინეთ, ადამიანმა თავიდან უნდა აითვისოს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი და მაშინვე ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ეს გარეგანი დახმარების გარეშე – არა. მოსამზადებელი ეტაპის სახით და ასევე ინსულტის დროს აუცილებელი დახმარებისათვის მიმართავენ ორგანიზმის სხვადასხვა დაზიანებული ნაწილის მასაჟს.

დამბლების შემთხვევათა 90% -ში აღინიშნება ცალმხრივი დარღვევები, ხელის ან ფეხის დამბლა; ამიტომ საპირისპირო კიდურების შენახული ფუნქციების დროს და მანუალური მასაჟის დახმარებით არსებობს გამოჯანმრთელების იმედი.

უპირატესობა რომელიც გააჩნია ინტენსიურ მასაჟს არის სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ქსოვილის რეაბილიტაცია იმ მიდამოში, რომელშიც დიდხანს არ მუშაობდა კუნთი.

მასაჟი აუცილებელია გამოწერის შემდეგ პირველ დღეებში წოლითი რეჟიმის პერიოდშიც. რეკომენდირებულია ექიმის რჩევით სპეციალური მასაჟორის შეძენა და ინდივიდუალური პროგრამის შედგენა. მასაჟის ტექნიკა მუდმივად შეიცვლება, ის დამოკიდებულია ფიზიოლოგიური და ფსიქო-ემოციური მხრივ მიღწეულ შედეგებზე.

-,,ამაზონის” თერაპიული მასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

მასაჟის მიდგომების სწორი ორგანიზება

მასაჟორის დამოუკიდებლად შეძენა და მისი გამოყენების შესწავლა არ მოგცემთ 100% შედეგს. ამიტომ მასაჟის მეთოდები და წესები უნდა დადგინდეს სპეციალურ სამედიცინო ცენტრში და დამუშავდეს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად. გარდა ამისა, არსებობს რამოდენიმე წინაპირობა პროგრამის შესამუშავებლად:

  • ნევროლოგის და რეაბილიტოლოგის მუდმივი დაკვირვება ინსულტის შემდეგ მინიმუმ 1 წელი.
  • სრული ჩამონათვალი იმ უკუჩვენებების და საფრთხეების, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მასაჟის დროს.
  • კიდურების (ხელების, ფეხების) კუნთების დაძაბულობისა და მოდუნების კონტროლი მასაჟის შემდეგ.
  • იმ ადამიანმა, რომელმაც სახლის პირობებში უნდა გააკეთოს მასაჟი, საფუძვლიანად უნდა იცოდეს მასაჟის ტექნიკა.
  • ავადმყოფის სწორად მოთავსება საწოლში.

ხანგრძლივმა წოლამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შეფერხება და ქსოვილების სიკვდილი. აუცილებელია ავადმყოფის მდებარეობის შეცვლა ყოველ 2-3 საათში.

 ინსულტის შემდგომი მასაჟის მიზანი

პრობლემები, რომელთა გადაჭრაც უნდა მკურნალ ექიმს, მთლიანად უნდა აღმოიფხვრას მასაჟის შემდეგ, ესენია:

  • სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება ორგანიზმში, განსაკუთრებით ხელებისა და ფეხების არეში.
  • ხელებისა და ფეხების ფუნქციების რეაბილიტაცია: მარტივი მოძრაობიდან ტაცების რეფლექსამდე და სხვ.
  • კონტრაქტურების (კუნთების უნებლიე შეკუმშვების) თავიდან აცილება.
  • ხელების და ფეხების სპაზმების შემცირება.
  • ტკივილის და არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილება, კუნთების ტონუსში მოყვანა.
  • მორალური მხარდაჭერა, კუნთების მოდუნება.
  • ნაწოლების განვითარების თავიდან აცილება.

საერთო რეკომენდაციები

იმის მიუხედავად, საჭიროა ხელის თუ მთლიანად სხეულის მასაჟი, მთავარია რომ იყოს რეგულარული. უნდა დაიწყოთ ინსულტის შემდეგ მეორე დღესვე, თუკი პაციენტი გონებაზეა და ექიმმა არ აღნიშნა რაიმე უკუჩვენება.

მნიშვნელოვანია: იშემიური ინსულტის შემთხვევაში კიდურების მასაჟი შეიძლება დაინიშნოს 2-4 დღე; ჰემორაგიული ინსულტის დროს კი სისხლის მიმოქცევის აღსადგენად საჭიროა მეტი დრო – 6-8 დღე.

მასაჟის პირველი სეანსები უნდა იყოს ხანგრძლივი, რადგან პაციენტი ეგუება ახალ მეთოდს.  დაიწყეთ 5 წთ-დან, შემდეგ თანდათან მოუმატეთ 5წთ-იანი ინტერვალები და მე-2 კვირის ბოლოს სეანსები უნდა იყოს 30 წთ-იანი. თუმცა ეს პირობაც დამოკიდებულია მასაჟის ინდივიდუალურობაზე და იმაზე, თუ როგორი შედეგები ექნება ხელებისა და ფეხების მუშაობას სეანსის შემდეგ.

ჩვეულებრივ,  მასაჟის კურსი მოიცავს 20-30 პროცედურას, შემდეგ ხდება შესვენება 1.5-2 თვით, შემდეგ კი უნდა მიმართოთ გამამხნევებელ პორცედურებს. მოქმედებები უნდა დაიწყოთ  კიდურების ზედა სახსრებზე მოქმედებით: მხარი ან ბარძაყი, შემდეგ თანდათან გადადით ხელისა და ფეხის სხვა ნაწილებზე, შემდეგ კი გულმკერდისა და წელის, ტერფებისა და მაჯის არეებზე.

 უსაფრთხოების ზომები

უნდა გახსოვდეთ, რომ ინსულტის შემდეგ ავადმყოფის წელის მასაჟი ხდება ჯანმრთელ მხარეს. მუცელზე დაწვენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს არ აღენიშნება შინაგანი ორგანოების მოქმედების დარღვევა, გულის დაავადებები და ისიც მასაჟორული თერაპიის ბოლო ეტაპზე.

გარდა ამისა, სანამ პაციენტს აქვს წოლითი რეჟიმი, სასურველია მასაჟს ატარებდეს გამოცდილი სპეციალისტი ან ტარდებოდეს მისი ზედამხედველობის ქვეშ.

იმისათვის, რომ მიაღწიოთ ეფექტურ შედეგს და შეამციროთ ტკივილის შემდეგ ტკივილის შეგრძნება, რეკომენდირებულია მასაჟის დროს დამხმარე ნივთიერებების დამატება:

  • მასაჟორი უხეში ძირით ან ვიბრო-რელაქსაციური მასაჟორი ინსულტის შემდეგ აღსადგენად.
  • მარილოვანი სათბურები (ე.წ. „გრელკები“) ან მარილის აბაზანები.
  • აპლიკატორები პარაფინის, ფუტკრის ცვილის საფუძველზე.
  • აუცილებლად – ზეთი მასაჟისთვის ან  სხვა ცხიმიანი საფუძველი, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაცრეცვა.
  • მასაჟის შემდეგ ავადმყოფი უნდა შეიფუთოს თბილი საბანში.

მასაჟის პროცედურამდე რეკომენდირებულია კიდურების გათბობა ხელების წრიული მოძრაობით. თუკი ინსულტის შემდეგ უპირატესად აღინიშნება ფეხების დამბლა, ყველაზე მეტად ზიანდება გულმკერდის კუნთი. მასაჟისტის ხელები უნდა მოძრაობდეს ლიმფის დინების მიმართულებით.

სპაზმების საფრთხე

ინსულტის დროს მასაჟორული მოძრაობების ქვეშ იგულისხმება მანიპულაციების სხვადსხვა სახეები – მოფერებითი მოძრაობიდან მსუბუქ ვიბრაციამდე. აკრძალულია ძლიერი დარტყმები ან მკვეთრი მოძრაობები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სპაზმები. ყველაზე ხშირად აქ წარმოიშვება უსიამოვნო ტკივილის შეგრძნება:

  1. წვივის უკანა ზედაპირი
  2. მუხლის და ბარძაყის გამშლელი კუნთები (ოთხთავა, კვადრატული)
  3. გულმკერდის კუნთები დაზიანებულ მხარეს
  4. მხრის და წინამხრის კუნთების ჯგუფი

არ შეიძლება ინსულტის შემდეგ ავადმყოფის ზედმეტი დატვირთვა, მნიშვნელოვანია, რომ მასაჟმა გამოიწვიოს საერთო მოდუნება და არა ტკივილის შეგრძნება. ამიტომ, რეკომენდირებულია მასაჟის დაწყება დაზიანებული კიდურის ჯანმრთელი არიდან.

იმისათვის, რომ შეამოწმოთ რამდენად მოდუნებულია კუნთები, აწიეთ ჯანმრთელი ხელი ან ფეხი მაღლა და გაუშვით ხელი; ვარდნა უნდა იყოს თავისუფალი.

 ფეხების მასაჟი ინსულტის შემდეგ

მასაჟის გაკეთებამდე ავადმყოფი სწორად უნდა მოვათავსოთ: კისრის და მუხლის ქვეშ მოათავსეთ ლილვაკები, თავი უნდა იდოს ბალიშზე. ძირითადი პრინციპები:

  • ავადმყოფი უნდა იწვეს ჯანმრთელ მხარეს, თუ მასაჟი მოიცავს ბარძაყის და წვივის გარეთა მხარეს.
  • ავადმყოფი უნდა იწვეს მუცელზე, თუ მასაჟი მოიცავს ბარძაყის და წვივის უკანა ზედაპირს. ამასთანავე, მუცლის ქვეშ უნდა დავუდოთ ბალიში, რომ არ განვითარდეს სპაზმი წელის არეში.
  • არ მოიშიშვლოთ ფეხი მთლიანად, მხოლოდ მასაჟისთვის განკუთვნილი არე.
  • ისევე როგორც ხელების მასაჟის დროს, კურსი დაიწყეთ დიდი კუნთების გახურებით, თანდათან ჩართეთ მცირე კუნთები, შემდეგ გადადით თითებზე.

ბარძაყი – მასაჟს იწყებენ მოდუნებით, მუხლიდან საზარდულისკენ. შემდეგ იწყებენ წრიულ მოძრაობას ზემოდან ქვევით, შედეგად უნდა მოხდეს კუნთების მოდუნება, შემდეგ კი ვამატებთ მოძრაობას ხელისგულებით, მაგრამ არა ძლიერი დარტყმებით.

დუნდულები – მოძრაობას იწყებენ კუდუსუნიდან მენჯ-ბარძაყის სახსრის მიმართულებით.

წვივები – ფეხის ამ ნაწილში დაშვებულია მეტ-ნაკლებად უხეში მოძრაობები. ჯერ კეთდება ენერგიული გვერდული სრესვითი, შემდეგ კი სიგრძივი მოფერებითი მოძრაობები თითებითა და ხელისგულებით.

ტერფი – მასირება ხდება ფიქსირებულ მდგომარეობაში, ტერფი უნდა ეყრდნობოდეს სპეციალისტის  ხელისგულს, თითები კი მიმართული უნდა იყოს ზევით. მასაჟორი ან სპეციალისტის თითები ახდენს გამახურებელ მოქმედებას უკანა ბორცვების და ჩაღრმავებების მხრიდან, განსაკუთრებით დიდ და დანარაჩენ თითებს შორის.

-,,ამაზონის” აღმდგენი მასაჟორი ფეხებისათვის განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” ფეხების მასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” ფეხების ცირკულაციისათვის განკუთვნილი მასაჟორების განყოფილებაზე  გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” ფეხების ვიბრომასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” ფეხების ელექტრული მასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

 ხელების მასაჟი ინსულტის შემდეგ

ამ დროს პაციენტი წევს ზურგზე. მჯდომარე პოზაში პარალიზებული ხელი უნდა იყოს დაფიქსირებული.

მხარი – დელტისებური  და ტრაპეციული კუნთებისთვის დაშვებულია ინტენსიური მასირება. მოძრაობის მიმართულება არის ხერხემლიდან მხრისკენ. პირველ რიგში ახურებენ სამთავა კუნთს, იდაყვიდან მხრის სახსრის მიმართულებით, შემდეგ გადადიან ორთავა კუნთზე. უნდა გავითვალისწინოთ მომატებული სპასტიურობა და აგრეთვე ის, რომ აქ გადის მხრის არტერია და ნერვული ბოჭკოები.

წინამხარი – მასაჟი ხორციელდება ტალღისებური მოფერებითი მოძრაობით ან მასაჟორით. მოძრაობის მიმართულება – სხივ-მაჯის სახსრიდან იდაყვისკენ.

მტევანი – განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელისგულებს, რომელთაც უნდა დაუბრუნდეთ არა მხოლოდ მამოძრავებელი, არამედ ტაქტილური ფუნქციაც.

მკერდისდიდი კუნთი – იმის გამო, რომ ის განიცდის ყველაზე მეტ ჰიპერტონუსს დამბლის დროს, მასაჟის დროს მოძრაობა უნდა იყოს წრიული, ზედაპირული; დაშვებულია მსუბუქი ვიბრაცია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მასაჟორმა.

-,,ამაზონის” აღმდგენი მასაჟორები ხელებისათვის განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” ხელების გასავარჯიშებელი მასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

-,,ამაზონის” თითების ვიბრომასაჟორების განყოფილებაზე გასასვლელად დააკლიკეთ აქ>>>

 დახმარება დამოუკიდებლად

არის შემთხვევები, როდესაც ინსულტის შემდეგ პაციენტს მაშინვე შეუძლია თვითონვე გაიკეთოს მასაჟორული მოძრაობები. მას ამაში დაეხმარება მასაჟორი. ისეთი მოძრაობებიც კი, როგორიცაა მოხრა და გაშლა ითვლება მასაჟორულად და დადებითად მოქმედებს კუნთის რეაბილიტაციაზე.

დამოუკიდებლად მასაჟისთვის გამოყავით დღეში 30 წთ, ყოველ 5 წთ-ში დაისვენეთ. ხელების მასაჟისთვის გამოდგება პატარა ბურთი, თითებისთვის კარგია ღილების ეკვრა და გახსნა. შესაფერის მასაჟორული მოძრაობების პროგრამას შეარჩევს მკურნალი ექიმი.

_______________________________

გადასვლა >>>> ნერვული სისტემის დაავადებები

..