ბავშვის აქტიური დასვენება – ველოსიპედი, გორგოლაჭები, თვითმგორავი…

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვისთვის ველოსიპედები, გორგოლაჭები, თვითმგორავები, სკუტერები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

ზამფხული, არდადეგები – ბავშვებისათვის სწორედ ის დროა, რომ ისწავლონ ველოსიპედის ტარება, გორგოლაჭებზე, თვითმგორავზე  სრიალი, .. და კიდევ  სხვა გასართობი აქტიური დასვენებისათვის…

ველოსიპედი

ველოსიპედის შეძენა ბავშვისთვის რეკომენდებულია დაახლოებით 2 – 4 წლის ასაკიდან, – ანუ როცა მან უკვე იცის, თუ  როგორ შეიძლება ველოსიპედით  გადაადგილება.

ველოსიპედით სეირნობა ხელს უწყობს ბავშვის კოორდინაციის, წონასწორობის, ამტანობის,  ფეხის კუნთების  განვითარებას, ამაგრებს მუცლის, ზურგისა და მხრების კუნთებს. ველოსიპედის ტარების დროს ძირითადად დატვირთულია იგივე კუნთები, რაც სიარულის, ან სირბილის დროს. ამასთან, ველოსიპედი ბრტყელტერფიანობის ერთგვარი პროფილაქტიკაცაა.

იმისათვის, რომ ბავშვისთვის ველოსიპედის ტარება მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, აუცილებელია ველოსიპედის სკამის სწორი რეგულირება, კერძოდ,  –  ჯდომის დროს, როცა პედალი ქვევითაა დაწეული, ბავშვს ფეხი გასწორებული უნდა ჰქონდეს.  ასწავლეთ ბავშვს, რომ პედალზე ფეხი დადოს ტერფის წინა ნაწილით – სწორედ ეს არის  ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა.

6 – 7 წლის ბავშვისათვის შეარჩიეთ მაქსიმალურად მყარი და მარტივი ველოსიპედი, – უმჯობესია ფეხის მუხრუჭით, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვს ხელები  ჯერ კიდევ სუსტი აქვს; ასევე საჭირო არაა სიჩქარეების გადამრთველი, ის უფრო დააბნევს ბავშვს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

2 წლის ასაკში – სამთვლიანი ველოსიპედი, ბორბლის ზომა 12 დუიმი (30, 5 სმ);
4,5 – 5 წლის – ორთვლიანი ველოსიპედი, 16 დუიმიანი (40,5 სმ) ზომის ბორბალი;
6 წლის ასაკიდან – ორთვლიანი, 20 დუიმი (50,8 სმ) ზომის ბორბლით;
9 წლის ასაკიდან – ორთვლიანი, 20 – 24 დუიმიანი ბორბლით  (50,8 – 60,8 სმ). სიჩქარეების გადამრთველით და ხელის მუხრუჭით.

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის ველოსიპედების განყოფილების ლინკს >>>>

გორგოლაჭები

3 – 4 წლიდან უკვე შეიძლება ბავშვის გორგოლაჭებზე დადგომა. ძირითადად ორიენტაციაა თავად ბავშვის სურვილზე, ასევე  მის ფიზიკურ განვითარებაზე და კოორდინაციაზე. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად უსაფრთხოდ დარბის ბავშვი, მოხერხებულია თუ არა ბურთით თამაშის დროს და ა. შ. მართალია, ორთოპედები თვლიან, რომ ტერფის თაღი 5 წლის ასაკში უკვე ფორმირებულია და ამდენად, უხეშმა და არაანატომიურმა გორგოლაჭების ფეხსაცმელებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა იქონიოს.  თუ თქვენი პატარა გორგოლაჭებზე სრიალს ამ ასაკზე უფრო ადრე დაიწყებს, შეზღუდეთ მხოლოდ კვირაში 3 – 4-ჯერ, 5 – 15 წუთიანი სეირნობით. სრიალის შემდეგ სასურველია ბავშვმა  იგივე დრო ირბინის/იაროს ფეხშველამ ბალახზე – ეს მთლიანად მოხსნის არასასურველ გავლენას ტერფზე.

გორგოლაჭებზე სრიალი ავითარებს კოორდინაციას, ამტანობას, ზოგადად ფიზიკურ განვითარებას. სრიალის დროს ბავშვი იძულებულია სწორად დაიჭიროს ტანი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტანმედეგობის ჩამოსაყალიბებლად. გორგოლაჭებთან ერთად აუცილებლად უყიდეთ ჩაფხუტი, ხელთათმანები, რომელიც დაიცავს ბავშვის ხელის მტევნებს და სხივ-მაჯის სახსარს, ასევე საჭიროა იდაყვისა და  მუხლების დაცვაც.

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის გორგოლაჭების განყოფილების ლინკს >>>>

თვითმგორავი

გორგოლაჭებისა და ველოსიპედისაგან განსახვავებით, თვითმგორავი უფრო მრავალფეროვანი მოძრაობების საშუალებას იძლევა. დაახლოებით 2 – 3 წლიდან უკვე შეიძლება მისი ხმარება, მხოლოდ იმ პირობით, თუ ბავშვი მყარად და საიმედოდ დგას ფეხზე და აინტერესებს სრიალი თვითმგორავზე. სხეულის სხვადასხვა მდგომარეობისა და მოძრაობების ათვისება, ხელს უწყობს არა მარტო კოორდინაციის, არამედ ნერვ-კუნთოვანი კავშირის განვითარებასაც, აუმჯობესებს ტვინის ნახევარსფეროებს შორის ურთიერთმოქმედებას. ამიტომ, თვოთმგორავი კარგია უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათის. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვები უპირატესობას უკვე სკეიტბორდს აძლევენ. თვითმგორავი ავარჯიშებს ამტანობას, ამაგრებს და აძლიერებს კუნთებს.

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის თვითმგორავების განყოფილების ლინკს >>>>

თვითმგორავის შეძენისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი და წონა. 2 – 5 წლის ასაკის ბავშვისათვის უფრო სამი ან ოთხთვლიანი თვითმგორავია მიზანშეწონილი, ხოლო უფრო ზედა ასაკში – ორთვლიანები. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მოდელებს, რომლებსაც აქვთ მუხრუჭი, ხოლო საჭე რეგულირდება სიმაღლის მიხედვით.

ბავშვებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტორმობილები. მათი დიდი არჩევანია ინტერნეტ-მაღაიზა ,,ამაზონზე”

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის ელექტრომობილების განყოფილების ლინკს >>>>

და ბოლოს –

მნიშვნელოვანია!

რაზედაც არ უნდა სრიალებდეს თქვენი ბავშვი – ველოსიპედზე, გორგოლაჭებზე, თუ თვითმგორავზე, – აუცილებლად თავზე დაახურეთ დამცავი  შლემი!

___________________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”; შოპერი – ველოსიპედი; გორგოლაჭები; თვითმგორავი; ელექტორომობილი

..