[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ხშირ შემთხვევაში, მოტეხილობის დროს, თაბაშირის დადების შედეგად, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია ან დერმატიტი. განსაკუთრებით იმათ, ვისაც აქვს მგრძნობიარე კანი, უვითარდებათ დერმატიტი თაბაშირში შემავალი კალციუმის სულფატის და სხვა დამხმარე ნივთიერებების ზემოქმედების გამო.

სიმპტომები

• ადგილობრივი სიწითლე, გაღიზიანება
• მწველი ტკივილი
• ქავილი დაზიანების ადგილას
• დაზიანების ადგილას ჩნდება სხვადასხვა ზომის,  გამჭვირვალე, სითხით სავსე ბუშტუკები
• კანის აქერცვლა

ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა

მკურნალობის დასაწყისში უნდა შეწყდეს კავშირი კანსა და გამაღიზიანებელ ფაქტორს შორის. ზოგჯერ აუცილებელი ხდება თაბაშირის სახვევის მოხსნა და უნდა დაიდოს ორმაგი, ტალკით კარგად გაჯერებული სახვევი. თუ მკურნალი ექიმი დაგრთავთ ნებას სახლის პირობებში მოიხასნათ თაბაშირი, მაშინ კანის ზედაპირი, რომელიც ეხება სახვევს უნდა დაიბანოთ საპნით და თბილი წყლით, შეიმშრალოთ და შეიზილოთ კრემი. მკვეთრად გამოხატული კანის ანთებითი პროცესის დროს გამოიყენება კრემები, ლოსიონები რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც შეიზილება სუფთა კანზე თხლად, 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ არ აღემატება 2 კვირას.

რეკომენდებულია რამოდენიმე დღის განმავლობაში ანტიჰისტამინური პრეპრატების მიღება; ასევე ანტიალერგიული საშუალებების მიღებაც, რომელთაც ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვთ.

მკურნალობა ხალხური საშუალებებით დასაშვებია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგანაც ზოგიერთი ხალხური რეცეპტი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციური გამაღიზიანებელი ფაქტორი.

 

Comments are closed.

vaka