რატომ იკბინება ბავშვი?

გაოცება, სირცხვილი, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებათ დედებს, რომელთაც ბაღის აღმზრდელი ან სხვა ბავშვების მშობლები აღშფოთებული ეუბნებიან: ,,თქვენი შვილი იკბინება!,, – რატომ? ისინი ხომ კარგად ზრდიან შვილებს და ყველაფერს უხსნიან.

იმისათვის, რომ გაიგოთ რატომ დაიწყო ბავშვმა კბენა, უნდა შეაფასოთ სიტუაცია, რომელშიც ეს მოხდა, ასევე გაითვალისწინოთ ,,მეამბოხის’’ ასაკი. მიზეზები, თუ რატომ იკბინება 10 თვის ბავშვი და 2-4 წლის ბავშვი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; მეთოდებიც თუ როგორ გაუმკლავდენენ ასეთ ქცევას განსხვავებულია.

განვიხილოთ როგორ იცვლება მიზეზები ასაკის მიხედვით. , თუ რატომ იკბინება ბავშვი.

  • ბავშვი იკბინება 8 თვის ასაკში

სავარაუდოდ ამის მიზეზია დისკომფორტი და ტკივილი კბილების ამოჭრის გამო. ბავშვი ხდება ჭირვეული, მტირალა, მზადაა უკბინოს და დაღრღნას ყველაფერი: მისი თითები, სხვისი მხარი. თუ პატარა იკბინება ღრძილების შეშუპების და სიწითლის გამო, სასურველია სულ თან ქონდეს რეზინის სათამაშო-საღრღნელი. ღრღნილების სიწითლის გამო შეიძლება შეუზილოთ გელები გამაყუჩებელი ეფექტით. თუმცა, 1 წლის და 6 თვის ასაკამდე კბილების მტკივნეული ამოჭრის გამო, 11 თვის ასაკში ამ პრობლემის აღმოცენების დროს, საჭიროა მხოლოდ მოთმინება.

  • ბავშვი იკბინება 1 წლის ასაკში

თუ ამ ასაკის ბავშვი იკბინება თამაშის ან სიხარულის და გაბრაზების დროს  – ეს მიუთითებს გადაღლაზე, ემოციების სიჭარბეზე, რომელსაც ბავშვი ვერ უმკლავდება. ამ დროს ბავშვს უნდა უთხრათ მტკიცე უარი, შეწყვიტეთ თამაში; თუ კბენს სხვა ბავშვს, წამოიყვანეთ თამაშიდან და აუხსენით, რომ ასე მოხდება ყოველ ჯერზე, როცა ის გაიმეორებს კბენას. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა მეთოდიც: შესთავაზეთ ბავშვს საინტერესო და ამავდროულად დამამშვიდებელი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით შრომას, მაგ: ძერწვა, თამაში ქვიშითა და წყლით, ხატვა ფანქრებითა და ცარცით, ასაწყობი სათამაშოებით გართობა.

  • ბავშვი იკბინება 2 წლის ასაკში

ეს ის ასაკი, როდესაც ბავშვები იწყებენ სიარულს ბაღში, ხვდებიან სხვა ბავშვებს და ზოგჯერ სურთ დაიმორჩილონ ისინი, მოახდინონ თავიანთი ლიდერობის დემონსტრირება. ამ დროს უნდა აუხსნათ მას, რომ ძალადობრივი მეთოდებით ვერ მოახდენს ლიდერობას, ეს დაუშვებელი საქციელია და ამის გამო მასთან არავინ იმეგობრებს.

თუ ის უკბენს მეგობარს, მასთან ერთად მოუხადეთ ბოდიში: ბავშვმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს, რომ გამოასწოროს სიტუაცია. ასევე, შვილთან ერთად მოიფიქრეთ ყურადღების მიქცევის არააგრესიული მეთოდები და როგორ შეიძინოს ახალი მეგობრები.

  • ბავშვი იკბინება 3 წლის ასაკში

მიაქციეთ ყურადღება მის ურთიერთობას თანატოლებთან. შეიძლება ის თავს გრძნობს გარიყულად, აქვს პრობლემები ურთიერთობებში და ამგვარად იცავს თავს; ხოლო თუ ის თავს არ იცავს და პირიქით, თავს ესხმის, მას აქვს თვითკონტროლის პრობლემები. ამ შემთხვევაში, რომ განსაზღვროთ როგორ გადააჩვიოთ კბენას, მიმართეთ ნევროლოგს ან ფსიქოლოგს.

 როგორ გადავაჩვიოთ?

–         შეეცადეთ გაიგოთ, რატომ იკბინება ბავშვი. ნებისმიერი აგრესია არის განაცხადი რაღაცაზე, რასაც ვერ ამჩნევთ. რაც უფრო მეტ სითბოსა და ყურადღებას გამოიჩენთ მის მიმართ, მეტია შანსი რომ ის გადაეჩვევა მალე.

–         თუ ბავშვი იკბინება 9 თვის ასაკში, ახსნა რთულია, მაგრამ დაუშვებელია ფიზიკური დასჯა. არ ღირს საპასუხოდ უკბინოთ, ეს პირიქით დაანახებს მას, რომ ასეთი ქცევა დაშვებულია.

–         1 წლის ასაკში, შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს სტაფილო ან ვაშლი. თუ კბენის პრობლება უფრო მეტი ასაკის ბავშვს აქვს, უმჯობესია გამოიკვლიოთ მისი აღმოცენების მიზეზი და განიხილოთ მასთან ერთად.

–         აგრესიულობის შემცირებას ხელს შეუწყობს ფსიქოლოგიური კომფორტი სახლში, დღის ჯანსაღი განრიგი, სრულფასოვანი ძილი და ხანგრძლივი სეირნობა.

ფსიქოლოგის რჩევები სჭირდება და ეხმარება მშობლებსაც, რათა გაიგონ როგორ მოახდინონ სწორი რეაგირება მომხდარზე და რომელი სასარგებლო საქმიანობით დააკავონ ბავშვი, რითაც მიმართავენ ემოციებს პოზიტიური მხრისკენ.