ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა

სტატისტიკურად მწერების ნაკბენზე განვითარებული ანაფილაქსიური შოკით ორასიდან ერთ ადამიანი იღუპება. დიდ ბრიტანეთში ნებადართულია ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე ალერგიის განვითარების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება.

ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია ჰისტამინის დიდი რაოდენობით გამოთავისუფლება, რაც აქვეითებს არტერიულ წნევას და ზოგჯერ სუნთქვისა და გულის მუშაობის გაჩერების მიზეზიც ხდება.

Pharmalgen-ის ინექციის სერია შეიცავს ფუტკრისა და კრაზანის შხამების გარკვეულ დოზებს, რაც ადამიანის იმუნურ სისტემას აიძულებს გამოიმუშაოს გამძლეობა ამ მწერების ნაკბენის მიმართ.

ვაქცინა რეკომენდებულია მათთვის, ვინც უკვე გამოავლინა რეაქცია ამ მწერების ნაკბენზე, ასევე, ფუტკრებსა და ბზიკებთან ხშირ კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის.

http://Ami-tass.ru. 2011.10.05
წყარო: http://medportal.ge/index.php?Id=6120&act=newsfull&catId=49

_______________________________________

გადასვლა >>>> ფუტკრის პროდუქტები

..