ორსულობის თვითნებური შეწყვეტის შემდეგ

შეწყვეტილი ორსულობა ყოველთვის დიდი განსაცდელია ქალისთვის და მას შეიძლება დასჭირდეს ბევრი დრო საკუთარ განცდებთან გასამკლავებლად.

ამ რთულ პერიოდში ქალს განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. უნდა გააკეთოთ ყველაფერი რაც დაგეხმარებათ დარდის გაქარვებაში და საშუალებას მოგცემთ იფიქროთ მომავალ ბავშვზე.

ზოგი განიცდის დანაშაულის გრძნობას დაკარგული ბავშვის მიმართ და ავიწყდებათ, რომ ადრეულ ვადაზე ფეხმძიმობის შეწყვეტა არ არის დედის ბრალი. არ დაატეროროთ და დაისაჯოთ თავი. არ ჩაიკეტოთ საკუთარ დარდში. დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ იმ დედებთან ურთიერთობით, რომელთაც ისევე როგორ თქვენ, გადაიტანეს ორსულობის შეწყვეტა. მოუყევით თქვენი გრძნობების შესახებ მეგობარს და არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი დახმარებაზე.

როდის შეიძლება შემდეგი ორსულობის დაგეგმვა?

ზოგიერთი ოჯახი ცდილობს ორსულობის შეწყვეტის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გააჩინონ ბავშვი, ზოგიერთი კი გადადებს შემდეგ ორსულობას დიდი ხნით, რადგან ეშინიათ მორიგი წარუმატებლობის. სპეციალისტები გირჩევენ მოიცადოთ მინიმუმ 6 თვე.

სტატისტიკის თანახმად, ორსულობის შეწყვეტის შემდეგ უცებ დაფეხმძიმების შემთხვევაში, 1.5-ჯერ იზრდება განმეორებით თვითნებურად შეწყვეტის რისკი. ქალმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან მისთვის ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდის შესახებ.

ეს ნახევარი წელი მოახმარეთ თვითნებური აბორტის მიზეზების გამოსავლენად და მათ აღმოსაფხვრელად. დააზუსტეთ ექიმთან, დანიშნული პრეპარატები მოახდენენ თუ არა ზეგავლენას რეპროდუქციულ სისტემაზე და ნაყოფზე, თუ ჩასახვა მოხდა მკურნალობის დასრულებამდე.

შემდეგ ორგანიზმს დასჭირდება გარკვეული დრო ძალების აღსადგენად ახალი ფეხმძიმობის წინ. ამ დროს შეუფასებელია ვიტამინები და ცხოვრების ჯანსაღი წესი.