ფუტკრის შხამი დაეხმარება მედიკოსებს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მედიკამენტის პოვნაში

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს შეეცვალათ ფუტკრის შხამის ტოქსინი იმგვარად, რომ გამოეყენებინათ ის იონური არხების მუშაობის შესასწავლად, რომლებიც ახორციელებენ გულის შეკუმშვათა რითმისა და თირკმელებში მარილების რეცირკულაციის მართვას.

იონური არხები ამორჩევითად აძლევენ უჯრედში შესვლისა და უჯრედიდან გამოსვლის საშუალებას ისეთი მცირე ზომის იონებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი და კალციუმი. მეცნიერების აღმოჩენა იძლევა ჰიპერტონიის მკურნალობისათვის ახალი მეთოდიკებისა განხილვისა და შემუშავების საშუალებას. 
ფუტკრის შხამი შეიცავს ტოქსინს, სახელწოდებით ტერტიაპინი (TPN), რომელიც აჩერებს უჯრედის მემბრანაში კალიუმის იონების ნაკადს და უჯრედის გარეთ ხსნის არხებს Kir.
ექიმების განმარტებით, თირკმელებში არსებული Kir არხები წარმოადგენს პოტენციურ სამიზნეს ჰიპერტონიის სამკურნალოდ. ეს აზრი ექიმებს ”უკარნახეს” ამ არხების გენეტიკური დეფექტების მქონე პაციენტებმა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, ვინაიდან არ ხდება ნივთიერების ეფექტური შეთვისება და ადგილი აქვს არტერიული წნევის მომატებას, ამბობენ ამერიკელი კარდიოლოგები. მათ გაარკვიეს, რომ ტერტიაპინი თირკმლისა და გულის უჯრედებში აბლოკირებს Kir 1 ტიპის არხებს. მეცნიერების მიერ TPN-ში განხორციელებული იქნა ორი მუტაცია და დაპროექტებული იქნა ვარიანტი, რომელსაც უწოდეს TPNLQ, რომლის საშუალებითაც მოახდინეს არტერიული წნევის ეფექტური დაქვეითების დემონსტრირება.

http://Ami-tass.ru. 2008.09.22
წყარო: http://medportal.ge/index.php?Id=2341&act=newsfull&catId=49

_______________________________________

გადასვლა >>>> ფუტკრის პროდუქტები

..