✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- ტანსაცმელი ახალშობილებისათვის
- ტანსაცმელი ახალშობილი ბიჭუნებისათვის
- ტანსაცმელი ახალშობილი გოგონებისათვის
- ბოდეები ახალშობილი ბიჭისთვის
- ბოდეები ახალშობილი გოგოსთვის
- ქუდები ახალშობილი ბიჭისთვის
- ქუდები ახალშობილი გოგოსთვის
- ახალშობილის თათმანები
- წინდები ახალშობილი ბიჭისთვის
- წინდები ახალშობილი გოგოსთვის
- პამპერსები
- ჭურჭელიახალშობილებისათვის
- მატყუარა საწოვარა ბისფენოლA -ს გარეშე
- ბავშვის ფრჩხილების მაკრატელი
- ახალშობილის მოვლის ნივთები
- ბავშვის სველი სალფეთქები
- ბავშვის აბაზანები
- აბაზანის თერმომეტრები
- აბაზანის პირსახოცი გოგოსთვის
- აბაზანის პირსახოცი ბიჭისთვის
- ბავშვის აბაზანის ღრუბელი
- აბაზანის ქუდის განყოფილება
- აბაზანის“ ბავშვის თერმომეტრები
რას არ გვეუბნებიან დედები
დედამ შეიძლება არ მოგიყვეთ ამის შესახებ, მაგრამ უნდა იცოდეთ და დაფიქრდეთ ამაზე:
- ის ტიროდა შენს გამო … ბევრჯერ
მან იტირა როცა გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო; იტირა როცა სიცოცხლე გაჩუქა; იტირა როცა პირველად აგიყვანა ხელში; იტირა ბედნიერებისგან; იტირა შიშისგან; იტირა მოუსვენრობის გამო; იტირა ჭარბი ემოციებისგან; მან იგრძნო შენი ტკივილი და ბედნიერება და იზიარებდა შენთან ერთად აცნობიერებდი თუ არა ამას შენ.
-
მას უნდოდა ნამცხვრის ბოლო ნაჭერი
მაგრამ ნახა როგორი თვალებით უყურებდი მას და ვერ შეძლო ეჭამა; იცოდა უფრო გაუხარდებოდა თუ შენ შეჭამდი.
-
ეს მტკივნეულია
როცა ექაჩებოდი მის თმას; როცა კაწრავდი გრძელი ფრჩხილებით, რომლის დაჭრაც რთული იყო; როცა კბენდი მკერდზე ჭამის დროს; რაც მთავარია, ყველაზე მტკივნეული იყო მაშინ როცა ქვეყანას ევლინებოდი.
-
მას ყოველთვის ეშინოდა
თავიდანვე ის აკეთებდა ყველაფერს რაც მასზე იყო დამოკიდებული შენი უსაფრთხოებისთვის. ის იყო შენი დედა დათვი; ეშინოდა როცა ვინმეს სურდა ხელში აეყვანე, რადგან ფიქრობდა რომ მხოლოდ მას შეეძლო შენი კარგად დაჭერა; მისი გული ძგერდა 2-ჯერ მეტად როცა დგამდი პირველ ნაბიჯებს; ის არ იძინებდა გვიანამდე, ვიდრე შენ სახლში არ დაბრუნდებოდი; ის ყოველთვის იყო ახლოს, რათა დარწმუნებულიყო რომ შენ ყველაფერი კარგად გქონდა.
- მან იცოდა რომ იდეალური არ იყო
ის თავისი თავის მკაცრი კრიტიკოსი იყო; მან იცოდა მისი უარყოფითი მხარეები და ყველაზე მეტად უჭირდა როცა შენ შეამჩნევდი მათ; მას სურდა ყოფილიყო იდეალური დედა, გაეკეთებინა ყველაფერი სწორად, მაგრამ ის ხომ ადამიანია და ადამიანები უშვებენ შეცდომებს; შეიძლება ის დღესაც ნანობს რამეს და უნდა შეეძლოს უკან დაბრუნება და სხვაგვარად მოქცევა; ამიტომ იყავი მის მიმართ კეთილი, ის აკეთებდა ყველაფერს რაც მასზე იყო დამოკიდებული.
-
ის გიყურებდა როგორ გეძინა
იყო ღამეები, როცა ის ფეხზე იყო დილის 3 სთ-დან და ნატრულობდა დაგეძინა; ძლივს ახელდა თვალებს და გიმღეროდა და გთხოვდა დაგეძინა; როცა ჩაგეძინებოდა მისი დაღლილობა სადღაც ქრებოდა და უყურებდა შენს ანგელოზის სახეს; ამ დროს ის გრძნობდა იმდენ სიყვარულს, რომ ვერც გამოხატავდა, მიუხედავად დაღლილი ხელების და ჩაწითლებული თვალებისა.
-
ის ზრუნავდა შენზე 9 თვეზე მეტ ხანს
მან ისწავლა როგორ დაეჭირე როცა ალაგებდა, ჭამდა; მისი ხელები იღლებოდა, ზურგი ტკიოდა, მაგრამ მაინც არ გიშვებდა ხელს, რადგან შენ მასთან ახლოს ყოფნა გინდოდა; ის გეხუტებოდა, უყვარდი, გკოცნიდა და თამაშობდა შენთან; შენ თავს უსაფრთხოდ გრძნობდი მის ხელებში და გრძნობდი რომ უყვარდი.
-
ყოველ ჯერზე როცა ტიროდი, მისი გული ტყდებოდა
როგორც კი ნახავდა შენს სახეზე ჩამოგორებულ ცრემლებს ცდილობდა მათ შეჩერებას და თუ ვერ ახერხებდა საშინლად განიცდიდა.
-
ის გაყენებდა პირველ ადგილზე
მას შეეძლო გაეძლო საჭმლის, აბაზანის და ძილის გარეშე; ყოველთვის აყენებდა შენს ინტერესებს მაღლა; შეეძლო მთელი დღე შენზე დაეხარჯა, დღის ბოლოს კი უბრალოდ არ რჩებოდა დრო თავისთვის; მომდევნო დღეს კი იღვიძებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
-
ის ამას გააკეთებდა ისევ
იყო დედა – ყველაზე რთული სამსახურია რაც კი შეიძლება წარმოიდგინო; შენ ტირიხარ, გტკივა, ცდილობ, ზოგჯერ მცდელობა წარუმატებელია, მუშაობ და სწავლობ; ამასთანავე იღებ უდიდეს სიამოვნებას ვიდრე წარმოიდგენდი და გრძნობ იმაზე მეტ სიყვარულს, ვიდრე შესაძლებელი გეგონა. მიუხედავად ყველა ტკივილისა, უძილო ღამეებისა და ნაადრევი გაღვიძებებისა დედა ყველაფერს გაიმეორებდა, იმიტომ რომ შენ მისთვის ბევრს ნიშნავ. ამიტომ როცა დედას ნახავ, მადლობა გადაუხადე და აგრძნობინე თუ როგორ ძლიერ გიყვარს, ასეთი სიტყვები ბევრი არასდროსაა! ლიტ: http://fit4brain.com/9179