ახალშობილი

ახალშობილი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ახალშობილი – ახალშობილად ითვლება ბავშვი პირველი 40 დღე.
ამ პერიოდში ბავშვი იწყებს გარემოს შეცნობას; ყურადღებით აკვირდება ყველაფერს, უყურებს მშობლების სახეებს და იმახსოვრებს; მშობლებისთვის კი რთული პერიოდია; ისინი იწყებენ ბავშვის გაცნობას და ეგუებიან ერთობლივ ცხოვრებას; ხშირად მშობლებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, ბავშვი კი მოითხოვს ზრუნვას, სითბოს, კვებას და თამაშს. როგორ მოვუაროთ ახალშობილს?


შევახვიოთ თუ არა?

შევახვიოთ თუ არა ახალშობილი დღეისათვის ამ საკითხს დღეისათვის მშობლები წყვეტენ დამოუკიდებლად. ადრე ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო შეხვევა რათა ბავშვს არ ჰქონოდა არასწორი ფეხები.
თუ ბავშვი დაიბადა წელიწადის ცივ დროს უმჯობესია შევახვიოთ, რადგან თბორეგულაცია ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული და შეიძლება გაცივდეს.
თუკი ოთახის ტემპერატურა 25 გრადუსზე დაბალია, ბავშვი უნდა შეახვიოთ ორმაგად – თხელ და თბილ ზეწარში და აგრეთვე ბავშვი იოლად ვერ შეძლებს გახსნას, თუმცა არა არის გამორიცხული.
თუ ბავშვი დაიბადა წელიწადის თბილ დროს, შეგიძლიათ არ შეახვიოთ, ჩააცვით თავისუფლად და ეთამაშოს საკუთარ ხელებსა და ფეხებს. გახსოვდეთ, თუ პატარას მოუსვენრად სძინავს, ძილში კრთება და ტირის, უმჯობესია ღამით გაახვიოთ, შეიძლება ეშინია თავისი ხელების ან თვითონვე აღვიძებს თავს.
როცა ის გახვეული თავს უფრო დაცულად გრძნობს. 14 დღის შემდეგ ბავშვის მუდმივად გახვევა არ ღირს, დღისით თავისუფლად ჩააცვით, საღამოს გაახვიეთ თუ აუცილებელია და სახლში ცივა. თუ გადაწყვეტთ ბავშვის გახვევას უნდა გქონდეთ 10-მდე თხელი და 10-მდე თბილი გასახვევი.

ახალშობილის კვება

ახალშობილს სწორად უნდა მივცეთ ძუძუ; ის არ უნდა წოვდეს მხოლოდ ძუძუსთავს, უნდა მოეჭიდოს მკერდს ისე რომ არეოლა მთლიანად პირში ჰქონდეს.
ჩვეულებრივ, მშობიარობის შემდეგ დედას სთავაზობენ კვებოს პატარა დაწოლილმა და ასე გრძელდება მომდევნო თვეებშიც. ასე კვება საკმაოდ მოსახერხებელია, გარდა ამისა ისვენებს დედის ზურგიც და ბავშვის სწორად წევს. გახსოვდეთ. კვების დასაწყისში ბავშვი უნდა დააწვინოთ რაც შეიძლება ახლოს მკერდთან, ისე რომ მას შეეძლოს მოეჭიდოს.
ზოგჯერ დედას მშობიარობის შემდეგ რძე არ აქვს, არ შეგეშინდეთ რომ ბავშვი დარჩება მშიერი.
თქვენ გაქვთ ისეთი დელიკატესი, რომელსაც ადამიანი ჭამს მხოლოდ პირველი სამი დღე, ეს არის ხსენი.
არ დაგავიწყდეთ, ახალშობილი მშობიარობის შემდეგ დაღლილია, მას არ სჭირდება ძალიან კალორიული და ცხიმიანი საკვები, რადგანაც კუჭი ცარიელი აქვს და მიკროფლორა ჩამოუყალიბებელია; ზუსტად ხსენის პირველი წვეთების წყალობით ფორმირდება ის.

ხშირად რძე მოდის მე-3-5 დღეს. მეტად მიკარით ბავშვი მკერდზე და რაც უფრო მოწოვს ბავშვი ძუძუს, მით მალე წამოვა რძე.
იშვიათ შემთხვევებში დედას ხსენიც არ აქვს. ასეთ დროს დაგეხმარებათ ექთანი, ის დაათვალიერებს მკერდს და ბავშვს აჭმევს შემცვლელს.
ახალშობილის კვება საჭიროა ყოველ 2.5-3 სთ-ში დღის მონაკვეთის მიუხედავად.

კოლიკა

თითქმის ყველა ახალშობილს აწუხებს კოლიკა პირველი 3 თვე. ზოგს პრობლემა ეწყება სამშობიაროშივე, ხშირად გადის მე-3 კვირაში. პატარას აწუხებს გაზები და ტირის.

როგორ დავეხმაროთ?

  • მუცლის მასაჟი ჭიპის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით
  • კამიანი წყალი
  • კამის ჩაი
  • თბილი საფენი მუცელზე
  • ბიფიდობაქტერიები, ხშირად ეხმარებათ ბავშვებს კოლიკისგან გათავისუფლებაში და ასევე არეგულირებენ კუჭის მოქმედებას.

იმისათვის, რომ ბავშვს ნაკლებად შეაწუხის კოლიკამ, მეძუძური დედა უნდა იცავდეს დიეტას; არავითარი ცხარე, მარილიანი, ცხიმიანი და შემწვარი; ახალი ხილი შეიძლება მხოლოდ მე-7 დღეს და ისიც მწვანე ვაშლი 1-ჯერ დღეში. კეფირი და ხაჭო შეიძლება მე-14 დღეს.
პირველ დღეებში შეიძლება: წიწიბურას ფაფა, კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის სუპი, ორთქლზე გაკეთებული ქათმის კატლეტები; მოერიდეთ ბრინჯის და შვრიის ფაფას;
კატეგორიულად არ შეიძლება ყავა, შოკოლადის კანფეტები. თუ რძე ცოტა გაქვთ, დალიეთ შავი ჩაი რძით, ჭამეთ კაკალი.

რამ შეიძლება შეაშინოს დედა სამშობიაროში?

მას შემდეგ რაც პატარა დაიბადება, ის ყველაზე ლამაზია დედისთვის. თუმცა, ყველა დედა ათვალიერებს მას და შეიძლება შეშინდეს თეთრი ბუშტუკების გამო ცხვირზე და ნიკაპზე, ბავშვის გალურჯების ან გაყვითლების გამო. მოდით დავამშვიდოთ ისინი.
თეთრი ბუშტუკები ცხვირსა და ნიკაპზე – პატარა ცხიმგროვებია, რომლებიც გაქრება 5-10 დღეში; არ არის საჭირო რაიმეს წასმა და დაუშვებელია მათზე ზეწოლა.
მორგვი ცხვირის ზურგზე – ახალშობილი გადის დიდ გზას მშობიარობის დროს. ხშირად ჩნდება მაშინ, როცა მშობიარობა იყო ხანგრძლივი. არ ინერვიულოთ. თანდათან ნაკლებ შესამჩნევი ხდება და 1 წლისთვის გაქრება.
სილურჯე – ვლინდება მაშინ, როცა მშობიარობის დროს იყო რაიმე დაბრკოლება; 2-3 დღეში პატარას დაუბრუნდება ჩვეულებრივი ფერი.
სიყვითლე – ბავშვი შეიძლება დაიბადოს სიყვითლით ან გამოვლინდეს მე-3-5 დღეს. ამ დროს დედას ტოვებენ სამშობიაროში მანამ, სანამ ბავშვს სიყვითლე რა გადაუვა.

ახალშობილის ჰიგიენა

ჰიგიენის დასაცავად დაგჭირდებათ: ბაშვის აბაზანა, საბავშვო ზეთი და კრემი, ბავშვის დასაბანი მოწყობილობები, ბამბა, ბამბის ჩხირები. პატარა შეგიძლიათ დაბანოთ სამშობიაროდან გამოყვანის მეორე დღეს. წყალი წინასწარ გააცხელეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ ოდნავ რომ შეგრილდეს.
თავდაპირველად ბავშვი ბანაობისას გაახვიეთ, ასე პატარას არ შეეშინდება და არ შესცივდება; არ დაბანოთ საპნით; არსებობს სპეციალური საშუალებები, ღრუბელის ნაცვლად გამოიყენეთ ბინტი, მოსახერხებელია თუ მეუღლესთან ერთად აბანავებთ; ერთი დაიჭერს თავს თავს, მეორე კი დაბანს; შემდეგ წაუსვით პატარას საბავშვო ზეთი, ჩააცვით პამპერსი, გაახვიეთ და აჭამეთ.
დილით თბილ წყალში დასველებული ბამბით გაუსუფთავეთ თვალები, შუბლი, ლოყები, ხელები. თუ ბინაში ცხელა და მშრალი ჰაერია, ცხვირში ჩააწვეთეთ მარილიანი ხსნარი. ცხვირი გამოუწმინდეთ ბამბის ჩხირით; ასევე ყურებიც, მაგრამ არა ღრმად, გამოწმინდეთ მხოლოდ ყურის ნიჟარა, სადაც ჭუჭყი გამოსულია.
პამპერსი გამოუცვალეთ ყოველ 3 სთ-ში. თუ პატარა იღვიძებს ღამე და ტირის ან გაასუფთავეთ სველი სალფეთქით ან გამოუცვალეთ საფენი.
საბვშვო ნივთები პირველი 40 დღის განმავლობაში უთოვდება ორივე მხრიდან; შემდეგ შეიძლება მხოლოდ შიგნითა მხრიდან. ტანსაცმელი გარეცხეთ საბავშვო სარეცხი ფხვნილით ალერგიის თავიდან ასაცილებლად.
ფრჩხილების დასაჭრელად იყიდეთ სპეციალური საბავშვო მანიკურის ნაკრები, რომელიც შედგება საჭრელისგან (,,კუსოჩკა“), ქლიბისგან და მაკრატლისგან მომრგვალებული თავით. ფრჩხილების მოჭრის დროს ბავშვის ხელ-ფეხი დაიკავეთ მაგრად, რათა ზიანი არ მიაყენოთ თუ ის მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს; შეგიძლიათ მანიკური გაუკეთოთ როდესაც სძინავს.

ჭიპის მოვლა

თუ სამშობიაროდან გამოგწერენ მე-7 დღეს ჭიპლარის ტაკვი უკვე მოვარდნილია; თუ გამოგწერეს მე-3 დღეს შეიძლება დაგჭირდეთ მისი დამუშავება. ამისთვის დაგჭირდებათ: ბრილიანტის მწვანე, ან სპირტი და წყალბადის ზეჟანგი. დღეში მინიმუმ 1-ჯერ უნდა დაამუშავოთ ჭიპი შემდეგნაირად: შპრიცით (ნემსის გარეშე) აიღებთ წყალბადის ზეჟანგს, დაასველეთ ჭიპი ყველა მხრიდან, შემდეგ დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანით ან სპირტით.
დაბანის წინ და შემდეგ აუცილებლად დაამუშავეთ ინფექციის შეჭრისგან თავის დასაცავად. როდესაც ტაკვი მოძვრება, განაგრძეთ ბრილიანტის მწვანეთი დამუშავება დილა-საღამოს და დაბანის შემდეგ; დამუშავება საჭიროა 1 თვემდე (ჭიპის ჭრილობის სრულ შეხორცებამდე).

ახალშობილის პირველი გასეირნება

  • თუ პატარას წონაა 3500 გრ, თბილ პერიოდში სასეირნოდ გაყვანა შეიძლება მე – 5-7 დღეს;
  • თუ პატარას წონა 3500 გრ-ზე ნაკლებია, უნდა მოიცადოთ, ვიდრე საჭირო წონას არ აკრეფს;
  • ცივ პერიოდში გარეთ გაყვანა შეიძლება დაბადებიდან მე-10 დღეს.

პირველი გასეირნება არ უნდა აღემატებოდეს 20წთ-ს; ყოველი მომდევნო სეირნობის დრო გაზარდეთ 5 წთ-ით; ზაფხულში შეიძლება სეირნობა 2-3 სთ 2-3-ჯერ დღეში, ზამთარში კი 1 სთ და 30 წთ 1-ჯერ დღეში; შემოდგომასა და გაზაფხულზე სეირნობთ 2 სთ, თბილ ამინდში შეგიძლიათ გახვიდეთ 2-ჯერ დღეში.


ახალშობილი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 ახალშობილად ითვლება ბავშვი პირველი 40 დღე. ამ პერიოდში:
✔️ ბავშვი იწყებს გარემოს შეცნობას;
✔️ ყურადღებით აკვირდება ყველაფერს;
✔️ უყურებს მშობლების სახეებს;
✔️ იმახსოვრებს მათ;
⭕️ თითქმის ყველა ახალშობილს აწუხებს კოლიკა პირველი 3 თვე.
📅 ზოგს პრობლემა ეწყება სამშობიაროშივე, ხშირად გადის მე-3 კვირაში.
🥹 პატარას აწუხებს გაზები და ტირის.
🤔 როგორ დავეხმაროთ პატარას?
➡️ მუცლის მასაჟი ჭიპის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით;
➡️ კამიანი წყალი;
➡️ კამის ჩაი;
➡️ თბილი საფენი მუცელზე;
➡️ ბიფიდობაქტერიები, ხშირად ეხმარებათ ბავშვებს კოლიკისგან გათავისუფლებაში და ასევე არეგულირებენ კუჭის მოქმედებას.
👉 გაიგეთ მეტი ახალშობილის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3K7YYPL
#ახალშობილი #ახალშობილისმოვლა #ახალშობილისაღზრდა #ბავშვი #ორსულობა #მშობიარობა #დედობა #ბავშვისსიმაღლე #ბავშვისწონა #კოლიკა #კოლიკაბავშვებში #კოლიკისმკურნალობა #ახალშობილისკვება #ახალშობილისჩაცმა #ახალშობილისჰიგიენა #ჭიპისმოვლა #ახალშობილისგასეირნება #ახალშობილისპირველიგასეირნება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭდლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

http://neonatus.info/novorozhdennyj-rebenok.php


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?

როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.