რისი არ უნდა ეშინოდეთ ახალგაზრდა დედებს
მშვიდ დედებს მშვიდი შვილები ჰყავთ.
ამიტომ, შეეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ინერვიულოთ უმნიშვნელო წვრილმანების გამო.
ზოგადად, ყველაფერი ჩამოთვლილის გამო ეშინია ყველა ახალშობილის მშობელს და ხშირ შემთხვევაში სულ ტყუილად.
❖ საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით
- სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
- ბავშვის მოვლის საშუალებები
- საიტები ბავშვების შესახებ
- პირველი და მთავარი შიში უკავშირდება რძეს. ეჩვენებათ, რომ ის კატასტროფულად ცოტაა, რომ პატარა ვერ დანაყრდება და ვერ მოიმატებს საჭირო წონას თვეში.
ეს შიში უმეტესად უსაფუძვლოა, მაგრამ რომ გათავისუფლდეთ ფუჭი მღელვარებისგან, თვალი ადევნეთ წონას და თუ ის შეესაბამება საჭირო მაჩვენებელს სანერვიულოც არაფერია. - წამოქაფება და სლოკინი ჭამის შემდეგ – უნდა იცოდეთ, რომ ასლოკინებს პრაქტიკულად ყველა პატარა და ამის გამო განსაკუთრებული დისკომფორტი არ ექმნებათ, ოდნავ იღლებიან.
ზოგჯერ საკმარისია ბავშვის ყურადღება მიიქციოთ სათამაშოთი და სლოკინიც გაივლის. წამოქაფება კი ბავშვებში ნორმალურია, მთავარია წონაში იმატებდეს.
ჭამის შემდეგ ცოტა ხანს ბავშვი დაიჭირეთ ვერტიკალურად, მაშინ ის ამოუშვებს მხოლოდ ჰაერს რძის გარეშე. - გახსოვდეთ, რომ ჩვილის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ამიტომ 3 თვემდე ხშირად უკანკალებთ ნიკაპი, ხელ-ფეხი და აცმაცუნებენ ტუჩებს.
- დედებს ხშირად ჰგონიათ რომ პატარა გაცივდა, ვინაიდან ისინი ზოგჯერ წამოახველებენ და ცხვირით ხმაურობენ. სურდოს დროს არის გამონადენი, ,,გაჭედილი“ ცხვირი კი უბრალოდ უნდა გამოასუფთავოდ ბამბის ჩხირით.
შეგიძლიათ ამ დროს პატარა დააწვინოთ მუცელზე, თუ დააცემინებს დაგროვილი გამონადენი თავისით გამოიფერთხება. - თვემდე ასაკის ბავშვები სუნთქავენ არათანაბრად. მეძუძური ჩვილები სუნთქავენ ხმაურიანად, გამოსცემენ ხიხინის მსგავს ხმებს.
- პირველი კვირების განმავლობაში ბავშვს სახის კანზე შეიძლება ჰქონდეს გამონაყარი. არ არის საჭირო რაიმეს გაკეთება, ის გაივლის თქვენი ჩარევის გარეშე რამოდენიმე კვირაში. ხოლო, მოწითალო გამონაყარი 3-4 კვირაში გაივლის 1-2 თვეში.
- ბავშვის განავალი – ერთ-ერთი უმთავრესი შიშის საბაბი; დედები ფიქრობენ, რომ მათი შვილები იშვიათად ან ხშირად გადიან კუჭში, ან არ მოსწონთ შეფერილობა და კონსისტენცია.
პირველი 1-2 თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს შეფერხება 2-3 დღე;
თუ პატარა კუჭში გადის დღეში 4-5 ჯერ, ეს არ არის პანიკის საბაბი. - ბავშვის ტირილი – მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ტკივილი მუცლის არეში, სველი პამპერსი, შიმშილის გრძნობა, სურს ხელში აყვანა ან უბრალოდ იმიტომ, რომ ის პატარაა.
ამ დროს აიყვანეთ ხელში, გაიარეთ ოთახში, დაამშვიდეთ, ყურადღება გადაატანინეთ, ძუძუ მიეცით.
თუ მიზეზი მუცლის ტკივილია, ხელით მოეფერეთ მუცელზე საათის ისრის მიმართულებით ნელი მოძრაობით ან ჩაჯექით სავარძელში და ბავშვი დაიწვინეთ მუცლით გულმკერდზე.
შეიძლება დაგეხმაროთ გაზგამყვანი მილი, ხშირად მას იყენებენ კოლიკის დროს; ის იწყება 2 კვირიდან და პიკს აღწევს მე 6-8 კვირაში და გაივლის თავისით.
ლიტ: http://www.mama.uz/text/3fea.html
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.