პირველი ღიმილი

დედა მთელ დროს და ენერგიას ხარჯავს ახალშობილის მოსავლელად და განუწყვეტლივ მის ირგვლივ ტრიალებს. პირველი ჯილდო რასაც დედა იღებს არის პატარას ღიმილი.

ღიმილი ძილის დროს

ზოგჯერ ბავშვი პირველად იღიმის დაბადებიდან პირველ კვირაში ან პირველივე დღესვე. თუმცა ეს სპონტანური ღიმილი აღინიშნება ღრმა ძილის დროს და არ ითვლება შეგნებულ ემოციურ გამოვლინებად. პირველი ნამდვილი ღიმილი ვლინდება მე 6-8 კვირაში, ის მოითხოვს დიდ ძალისხმევას ახალშობილისგან. პატარა ჯერ ცნობს სახეს, ხმას, შემდეგ აერთიანებს მათ და პასუხად – იღიმის.

დიალოგის დასაწყისი

ბავშვის პირველი ღიმილი არის დიალოგის დასაწყისი – „შენ იცინი, მეც ვიცინი“. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს დიალოგი არის სოციალური ურთიერთობების განვითარების საფუძველი. ამიტომ, დედა უნდა უღიმოდეს შვილს მთელი გულით და რაც შეიძლება ხშირად, რადგან მომღიმარი პატარა საპასუხოდ ელის იმავეს და დედის ღიმილით ხვდება, რომ მას ყურადღებას აქცევენ და ესმით მისი ემოციური მდგომარეობა.



კვლევებმა დაამტკიცეს, რომ შვილის ღიმილი დადებითად მოქმედებს დედის ტვინზე, მას ავიწყდება ყველანაირი დაღლა და ქრონიკული უძილობა. იმისათვის, რომ ბავშვმა გაიღიმოს სულაც არ არის საჭირო მკვეთრი სათამაშოები. საკმარისია სახე მიუახლოვოთ (20-30 სმ მანძილზე) და დაელაპარაკოთ ან უმღეროთ, პასუხი იქნება შთამბეჭდავი.

ღიმილის ხშირი მიზეზი

ფიქრობენ, რომ ბავშვი ყველაზე ხშირად იღიმის წყნარ, მშვიდ გარემოში ყოფნისას. არ ღირს დააძალოთ მას გაიღიმოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შია ან ეძინება. თუ პატარა მოუსვენრადაა ან წუხს ნუ მოაბეზრებთ თავს, უბრალოდ აიყვანეთ ხელში, უმჯობესია დაისვენოს.
თითოეული ბავშვი იბადება თანდაყოლილი ხასიათით, ამიტომ ზოგი ბუნებით მოღიმარია, ზოგი კი არა. თუკი 2 თვის ბავშვი საერთოდ არ იღიმის, სჯობს მიმართოთ პედიატრს.


პირველი ღიმილიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤱 დედა მთელ დროს და ენერგიას ხარჯავს ახალშობილის მოსავლელად და განუწყვეტლივ მის ირგვლივ ტრიალებს. პირველი ჯილდო რასაც დედა იღებს არის პატარას ღიმილი.
📅 ზოგჯერ ბავშვი პირველად იღიმის დაბადებიდან პირველ კვირაში ან პირველივე დღესვე.
😴 თუმცა ეს სპონტანური ღიმილი აღინიშნება ღრმა ძილის დროს და არ ითვლება შეგნებულ ემოციურ გამოვლინებად.
👶 პირველი ნამდვილი ღიმილი ვლინდება მე 6-8 კვირაში, ის მოითხოვს დიდ ძალისხმევას ახალშობილისგან.
🖇 პატარა ჯერ ცნობს სახეს, ხმას, შემდეგ აერთიანებს მათ და პასუხად – იღიმის.
🧠 კვლევებმა დაამტკიცეს, რომ შვილის ღიმილი დადებითად მოქმედებს დედის ტვინზე, მას ავიწყდება ყველანაირი დაღლა და ქრონიკული უძილობა.
🪄 იმისათვის, რომ ბავშვმა გაიღიმოს სულაც არ არის საჭირო მკვეთრი სათამაშოები. საკმარისია სახე მიუახლოვოთ (20-30 სმ მანძილზე) და დაელაპარაკოთ ან უმღეროთ, პასუხი იქნება შთამბეჭდავი.
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3X3r7v3
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშისგანვითარება #ღიმილი #პირველიღიმილი #ბავშვისღიმილი #სპონტანურიღიმილი #ბავშვისემოციები #როდისიღიმისბავშვი #რატომიღიმისბავშვი #ბავშვისღიმილისმიზეზი #შეგნებულიღიმილი #ღიმილიძილისდროს #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტ: http://ivona.bigmir.net/deti/to_one/308767-Pervaja-ulybka–kogda-ee-zhdat–i-kak-ne-propustit-

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

 

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish