ბავშვის პირველი შეხვედრა ძიძასთან

ბავშვის პირველი შეხვედრა ძიძასთან

ბევრი ბავშვი პირველად ძიძას ხვდება გასაუბრების დროს და უკვე იციან, მოსწონთ თუ არა მოსული ქალბატონი. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პატარების აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას პრობლემა აღმზრდელსა და ბავშვს შორის.
თუ რაიმე მიზეზის გამო გასაუბრების დროს არ მოხდა მათი შეხვედრა, ისინი ერთმანეთს გაიცნობენ პირველ სამუშაო დღეს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

იმისათვის, რომ ბავშვი თავიდანვე მეგობრულად განეწყოს ძიძის მიმართ, მშობლებმა უნდა მისცენ მაგალითი და აჩვენონ პატივისცემა ქალბატონის მიმართ. დაუშვებელია შეფასება ბავშვების თანდასწრებით, რადგანაც ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან და უყვართ მიბაძონ უფროსებს.

გაცნობა

დასაწყისისთვის, მშობლება უნდა განაწყონ ბავშვი ახალი, უცხო ადამიანის გასაცნობად. ამისათვის მეტი უნდა მოუყვეთ მას ძიძის შესახებ: რა ქვია, როგორი ხასიათი და გარეგნობა აქვს.
ეს საჭიროა იმისათვის, რომ ძიძას ესიამოვნოს, ბავშვმა კი თავი იგრძნოს ზრდასრულად და კარგად აღზრდილად. უთხარით პატარას, რომ ძიძასთან ერთად დროს გაატარებს მხიარულად, რომ ითამაშებენ მის საყვარელ თამაშებს, უყურებენ მულტფილმებს, დახატავენ და გააკეთებენ ბევრ საინტერესო რამეს.
შედეგად ბავშვი მოუთმენლად დაელოდება მისთვის ასე სასურველ სტუმარს.

პირველი შეხვედრა

ბავშვის პირველი შეხვედრა ძიძასთანპირველი შეხვედრის დროს, მშობლებმა ბავშვთან ერთად უნდა დაათვალიერებინონ ძიძას ოთახი: პატარას ტანსაცმელების კარადა, საწოლი, სათამაშოების ადგილი და ასევე ის ადგილები სადაც შეიძლება თამაში. უთხარით მას როგორ ჩააცვან ბავშვს სასეირნოდ და სახლში. აუცილებლად გააფრთხილეთ მისი კვების, მეგობრებისა და საყვარელი სათამაშოების შესახებ; აგრეთვე – იღებს თუ არა პატარა რაიმე წამალს. არ დაგავიწყდეთ აუცილებელი ტელეფონის ნომრების სიის დატოვება.
კარგი იქნება ექსკურსიაში მონაწილეობას ბავშვის თუ მიიღებს, ასე უფრო სწრაფად შეეჩვევა უცხოს და ესიამოვნება მისი კუთვნილებების ჩვენება.
მცდარია ის აზრი, რომ ბავშვი პირველივე დღიდანვე მიეჩვევა ძიძას, მითუმეტეს თუ ის მისთვის პირველია. ზოგჯერ მიჩვევის პერიოდი რამდენიმე კვირას გრძელდება და ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიულად ჩაიარა პირველმა შეხვედრამ.

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას მშობლებისთვის, თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ძიძას:

1. არ დატოვოთ ბავშვი ძიძასთან მარტო პირველი რამდენიმე დღე. ყველამ ერთად ითამაშეთ, დახატეთ, იხუმრეთ. აჩვენეთ, რომ ენდობით ძიძას და პატარაც თქვენ მოგბაძავთ. დააკვირდით, როგორ ეპყრობიან ერთმანეთს. თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, შეგიძლიათ 3-4 დღის შემდეგ მცირე ხნით გახვიდეთ სახლიდან, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ კი მარტო ორნი გაუშვით სასეირნოდ. სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ დააკვირდით ბავშვის რეაქციას;

2. თუ ბავშვი მუდმივად ჭირვეულობს და ტირის დედის არყოფნის გამო, არ ღირს მარტო დიდხანს დატოვება ძიძასთან. შეიძლება მას უბრალოდ არ მოსწონს ის და შეეცადეთ გაარკვიოთ რა არის ამის მიზეზი;

3. თუ ბავშვს მოსწონს ძიძასთან ერთად დროის გატარება, ის მოუთმენლად ელოდება მის მოსვლას და სანერვიულოც არაფერია.

გახსოვდეთ, კარგი ძიძა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგრამ მშობლები მათ ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იკავებენ!

ლიტ: http://www.familycircle.ru/; გადასვლა >>>> ბავშვი