შავი პარასკევი. შოპოგოლიკი. კიბერორშაბათი. რა დგას გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლებების უკან?

,,ამაზონზე” ფასდაკლებები 1 ნოემბრიდან დაიწყო  და თითქმის ახალ წლამდე გაგრძელდება,  ანუ ფასდაკლებების სეზონი უკვე ძალაშია; ასე, რომ ისარგებლეთ წინასაშობაო აქციით,  გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

შოპინგის მოყვარულთათვის საოცნებო სეზონი უკვე დაიწყო. ეს ეხება არა მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებს, ასევე მოახლოებულ გრანდიოზულ ფასდაკლებებს. ყველაზე საინტერესო და ,,გემრიელი“ სეილები ინტენეტ-მაღაზიებში სწორედ წინასაშობაოდ იწყება.

მაღაზიების უმრავლესობა წინასაშობაო ფასდაკლებებს იწყებენ მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის მე-4 ხუთშაბათის მეორე დღიდან. სწორედ ამ დროს იღებს სტარტს ე. წ. ,,შავი პარასკევი“  – Black Friday უსაყვარლესი დღე შოპინგის მოყვარულთათვის ,,ამაზონზე”. ამ დღეს მაღაზიებს გასაყიდად გამოაქვთ უამრავი ნივთი დიდი ფასდაკლებებით.

ამ გრანდიოზული ფასდაკლებებს როგორც მინიმუმ 2 შემადგენელი აქვს:

პირველი – ეკონომიკური – კალენდარული წლის მიწურულს მწარმოებლები აფართოებენ, ავსებენ საკუთარ ასორტიმენტს ახალი ხაზებითა და კოლექციებით.  მაღაზიები უბრალოდ იძულებულები არიან განთავისუფლდნენ საწყობების მარაგებისაგან, ძველი  კოლექციებისაგან და ხშირად ნივთებს ყიდიან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რათა გამოანთავისუფლონ საწყობები ახალი საქონლისათვის და მეტი მოგება მიიღონ.

მეორე – მარკეტინგული – შავი პარასკევი და თავბრუსდამხვევი ფასდაკლებები ძალზე კარგი საინფომაციო მიზეზია მაღაზიების აგრესიული რეკლამისათვის. ამასთან, ვინაიდან წინასაახალწლოდ მყიდველთა მოთხოვნილება მატულობს, მაღაზიები იძულებულები არიან იბრძოლონ თითოეული კლიენტისათვის. ასეთი ,,ბრძოლის“ ერთ-ერთი ხერხი მაქსიმალური ფასდაკლებაა რომელიმე ერთი სახეობის საქონელზე, იმაზე გათვლით, რომ მომხმარებელი გარდა ამ ნივთისა, კიდევ რაღაცას იყიდის სწორედ ამ მაღაზიაში და არ მიმართავს სხვა მაღაზიებს.

გარდა ,,შავი პარასკევისა“ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ასევე ,,შოპოგოლიკის დღის“ – კიბერორშაბათის შესახებ. ეს არის შავი პარასკევის შემდეგ მომდევნო ორშაბათი. ,,შავი პარასკევი” ფართო მოხმარების ნივთების – ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და სხვ.  საშობაო ფასდაკლებების სტარტად ითვლება. კიბერორშაბათი კი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ელექტრონიკის ფასდაკლებების  მთავარი დღეა. თუმცა ეს მხოლოდ პირობითია და ,,შავ პარასკევსაც” შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა  საკმაოდ სერიოზული ფასდაკლებით.

წელს, 2018 -ში, ,,შავი პარასკევი” 23 ნოემბერს უწევს, კიბერორშაბათი – 26 ნოემბერს. ასე, რომ იჩქარეთ – გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე“, გადადით ფასდაკლებების განყოფილებაზე – Black Friday – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ. ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!!

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>