მადლიერების დღე

ამერიკაში, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ მადლიერების დღეს (Thanksgiving Day) და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია ქვეყანაში.

მადლიერების დღე პირველად აღნიშნეს 1621 წელს ინგლისელმა კოლონისტებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ პლიმუტების კოლონიაში. წინა ზამთარი იყო ძალიან მძიმე და შიმშილობდნენ, იმ წლის ზამთარიც კარგს არაფერს ჰპირდებოდათ. მაშინ, გუბერნატორმა უილიამ ბრედფორდმა გადაწყვიტა აემაღლებინა ქვეშევრდომების განწყობა და მოაწყო პირველი მადლიერების დღე. დღესასწაული ერთად აღნიშნეს ბრიტანულმა კოლონიებმა და მეზობელმა ინდიელებმა, რომელთა წყალობითაც პლიმუტების კოლონია გადარჩა პირველ ზამთარში. პურიტანებმა ამ დღესასწაულში შეიტანეს ღრმა რელიგიური აზრი – ისინი ხედავდნენ მადლიერების გამოხატვის საშუალებას უზენაესისადმი.