შავი პარასკევი

,,ამაზონზე” ფასდაკლებები 1 ნოემბრიდან დაიწყო  და თითქმის ახალ წლამდე გაგრძელდება,  ანუ ფასდაკლებების სეზონი უკვე ძალაშია; ასე, რომ ისარგებლეთ წინასაშობაო აქციით,  გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

ამერიკული მადლიერების დღის (ჩვეულებრივ ეს არის ნოემბრის ბოლო კვირაში) შემდეგ პირველ პარასკევს დგება ცნობილი შავი პარასკევი (Black Friday) – დღე, რომელიც სულაც არ შეესაბამება მის ასეთ სახელს.

Black Friday

..

შავი პარასკევი – Black Friday ერთ-ერთი ნათელი და დაუვიწყარი პარასკევია წლის განმავლობაში; ეს არის უზარმაზარი გაყიდვების და ფასდაკლებების დღე, მთავარი მოვლენაა შოპაჰოლიკებისთვის და მათთვისაც, ვისაც ეკონომიის გაკეთება სურს.

დასავლურ ქვეყნებში უშუალოდ ამ დღიდან იწყება ტრადიციული წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი, როდესაც შეიძლება სხვადასხვა ნივთის შეძენა ხელსაყრელ ფასად, რადგანაც ფასადკლებები მერყეობს 30%-დან 90%-მდე.

ეს ტრადიცია ამერიკაში წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, როდესაც უდიდესმა სავაჭრო ქსელებმა დაიწყეს გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები, გარდა ამისა ქონდათ ბონუსები და განსაკუთრებული საჩუქრები, რითაც სტიმულს აძლევდნენ მყიდველებს შეეძინათ სასურველი ნივთები წარმოუდგენლად ნაკლებ ფასად. ტერმინი „შავი პარასკევი“ კი ჩამოყალიბდა 1996 წელს ფილადელფიაში.

წელს, 2017 -ში, ,,შავი პარასკევი” 24 ნოემბერს უწევს. ასე, რომ იჩქარეთ – გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე“, გადადით ფასდაკლებების განყოფილებაზე – Black Friday – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!!

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>

..