საახალწლო ფასდაკლებები. როგორ ვიყიდოთ?

,,ამაზონზე” ფასდაკლებები 1 ნოემბრიდან დაიწყო  და თითქმის ახალ წლამდე გაგრძელდება,  ანუ ფასდაკლებების სეზონი უკვე ძალაშია; ასე, რომ ისარგებლეთ წინასაშობაო აქციით,  გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.

როგორ ვიყიდოთ? – ყველაზე ბანალური პასუხი ამ კითხვაზე არის – სწრაფად, დიდი ფიქრის გარეშე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ,,შავი პარასკევს” და კიბერორშაბათს თან ახლავს უამრავი მყიდველით გამოწვეული აჟიოტაჟი. ფასდაკლებების აქციაზე გამოტანილი საქონელი ძალიან სწრაფად იყიდება, რამდენიმე საათში. ამიტომ წინასწარ კარგად მოიფიქრეთ, კონკრეტულად რის შეძენა გსურთ და რა ზომის (ცხადია, თუ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენა გსურთ).

შეგიძლიათ სასურველი ნივთი წინასწარ გადადოთ მოთხოვნების სიაში,  ან სულაც კალათაში, თუ მაღაზია ამის ნებას გრთავთ. იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ ნივთზე განხორციელდება ფასდაკლება აქციის ფარგლებში, თქვენ მაშინვე შეგეძლებათ მისი შეძენა.

რეკომენდებულია ხელმოწერა მაღაზიის  სიახლეებზე, ვინაიდან ხშირად მაღაზიები აანონსებენ ფასდაკლებებს საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე, ან სულაც აგზავნიან ექსკლუზიურ კუპონებს ,,შავი პარასკევის“ ან კიბერორშაბათის აღსანიშნავად.

და ბოლოს – ვაჭრობის დასრულების შემდეგ მოგიწევთ მოთმინებით დაელოდოთ ნივთის მიღებას, რადგანაც ამ დღეებში შეკვეთების რაოდენობა მაღაზიებში რამდენჯერმე მატულობს და მათ დამუშავებას  მეტი სჭირდება.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ მოსალოდნელია ისეთი არასასიამოვნო მომენტებიც, როგორიცაა შეკვეთის გაუქმება. მაღაზია ვერ ასწრებს საქონლის კატალოგის განახლებას საიტზე და თქვენს მიერ შეძენილი ნივთი საწყობში არ აღმოჩნდება. ცხადია, მაღაზია ფულს დააბრუნებს, თუმცა ეს მინიმუმ არასასიამოვნოა. ამისათვის თქვენ მორალურად მზად უნდა იყოთ – სამწუხაროდ ზოგჯერ   ასეც ხდება  დიდი ფასდაკლებების დროს.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

..