შავი პარასკევი. შოპოგოლიკი. კიბერორშაბათი. სად ვიყიდოთ?

,,შავი პარასკევი“ სუფთა ამერიკული იდეაა, ამდენად ამ დღის ტრადიციები ყველაზე ძლიერად ამერიკაში იგრძნობა. შესაბამისად, ყველაზე გრანდიოზული და მყიდველისათვის ყველაზე საინტერესო ფასდაკლებები სწორედ ამერიკულ მაღაზიებში ხდება.

თუ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ,,შავი პარასკევის“ ფასდაკლებებით, მიზანშეწონილია როგორც მინიმუმ, გქონდეთ რომელიმე შუამავლის ვირტუალური მისამართი. ჯერ ერთი, თქვენ საშუალება გექნებათ შეიძინოთ საჭირო ნივთები მაქსიმალური ფასდაკლებით და მეორე – გამოგზავნა უფრო ნაკლები დაგიჯდებათ თუ ყველა შენაძენს ერთ ამანათში გააერთიანებთ.

,,ამაზონზე” ფასდაკლებები 1 ნოემბრიდან იწყება და თითქმის ახალ წლამდე გრძელდება. ანუ ფასდაკლებების სეზონი უკვე ძალაშია და ყველა ეს აქცია ამაზონზე ამ განყოფილებაშია მოქცეული: Today’s Deals.

ნოემბრის დასაწყისიდან ამ განყოფილებაში (ზემოთ, თეთრ ზოლში) კიდევ ორ დამატებითი ქვეგანყოფილებას ნახავთ – Black Friday – შავი პარასკევი და Cyber Monday – კიბერორშაბათი. და მათზე დაკლიკებით მოხვდებით შესაბამის განყოფილებებში.

კიბერორშაბათი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ელექტრონიკის ფასდაკლებების  მთავარი დღეა. ეს არის ,,შავი პარასკევის” შემდეგ მომდევნო ორშაბათი. თუმცა ეს მხოლოდ პირობითია და ,,შავ პარასკევსაც” შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა  საკმაოდ სერიოზული ფასდაკლებით.

წელს, 2018 -ში, ,,შავი პარასკევი” 23 ნოემბერს უწევს, კიბერორშაბათი – 26 ნოემბერს. ასე, რომ იჩქარეთ – გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე“, გადადით ფასდაკლებების განყოფილებაზე – Black Friday – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ. ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!!

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>