„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

ალბათ, ვისაც ერთხელ მაინც რამე შეუძენია „ამაზონის“ საშუალებით, იცის რომ ამ საიტზე ხშირად ტარდება ყველანაირი ფასდაკლებები, ზოგჯერ კი ჩნდება ფასადაკლების ბარათები რამოდენიმე სახეობის საქონლისთვის. ის რომ, რაღაც იყიდება ფასდაკლებით, მაშინვე ჩანს შესაბამისი საქონლის გვერდზე, ე.ი. „ამაზონი“ ყოველთვის მიუთითებს საწყის ფასს, ახლანდელ ფასს და ფასდაკლების პროცენტს და რაოდენობას.

მაშ ასე, რა ალტერნატივებს გვთავაზობს ამაზონი იმ ნივთების მოსაძებნად, რომელიც იყიდება ფასდაკლებით? მაშინვე გიპასუხებთ – Today’s Deals განყოფილება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელი ითარგმნება როგორც „დღის გარიგებები“, ფასდაკლებების ნაწილი არ შემოიფარგლება ზუსტად ერთი დღით. თვითონ განყოფილებას აქვს ქვეჯგუფები: Gold BoxAll Deals CouponsOutlet,  Digital Deals.



 


Gold Box >>

ამ განყოფილებაში, მყიდველისთვის ყველაზე მიმზიდველი შემოთავაზებები თავმოყრილია გვერდის დასაწყისში, ქვემოთ უკვე განმეორებებია იმის, რაც შეიძლება სხვაგანაც შეგხვდეთ. პირველი რაც აქ არის საინტერსო – დღის სავაჭრო საქონელია. ყოველდღიურად „ამაზონი“ ირჩევს ერთ რამეს და აკეთებს მაქსიმალურ ფასდაკლებას, რომელიც მოქმედებს მხოლოდ 24 სთ.

ზოგჯერ „ამაზონის“ შემოთავაზება არ შემოიფარგლება ერთი საქონელით და შეიძლება შეგხვდეთ დამატებითი (ბონუსური) დღის საქონელიც. თითოეული შემოთავაზების ქვეშ არის მრიცხველი, რომელიც ფასადაკლების მოქმედების დროს მიუთითებს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამით, აუცილებელია ნივთი შეიძინოთ და გადაიხადოთ საფასური მოცემულ ვადაში. თუ გსურთ არ გამოგრჩეთ საინტერესო დღის შემოთავაზებები, შეგიძლიათ გამოიწეროთ შეტყობინებები მათ შესახებ.

Today’s Lightning Deals >>

ეს არის ე.წ. სწრაფი ფასდაკლებები, როცა შემოთავაზება გრძელდება მცირე დროით. მოქმედების დრო 1 სთ-დან რამოდენიმე სთ-მდეა. Today`s Lightning Deals შემოთავაზება დღის შემოთავაზების ქვემოთაა.

ჯერ ჩანს მიმდინარე ფასდაკლებები, შემდეგ კი მოსალოდნელი (upcoming), რომელთა ქვეშ მითითებულია მათი დაწყების დრო. სწრაფი ფასდაკლების ნივთის მენიუ დეტალურად:

  • ნივთის სურათი
  • ნივთის დასახელება
  • ღირებულება და ფასდაკლების რაოდენობა
  • ღილაკი ნივთის კალათაში დასამატებლად (Add to card), ან ღილაკი საჭირო ზომის შესარჩევად და სხვა პარამეტრებისთვის (Select options)
  • დროის მრიცხველი ფასდაკლების დამთავრებამდე და უკვე გაყიდული ნივთების რაოდენობის პროცენტული შეფარდება საერთო ფასდაკლებული ნივთების რაოდენობასთან.

Lightning Deals ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს – ამ აქციით შესაძლებელია მხოლოდ ერთი სახის ნივთის შეძენა.

All Deals >>

ამ გვერდზე წარმოდგენილია „ამაზონის“ მხოლოდ „მოკლე“ ანუ დროში შეზღუდული ფასდაკლებები. მოქმედების დრო მითითებულია საქონლის სურათის ქვეშ. მოხერხებული ძებნისთვის საქონელი დაყოფილია ძირითად ჯგუფებად. თუ ფასდაკლებულია კონკრეტული ნივთი, სურათის ქვეშ იქნება ღილაკი „Add to card”; ხოლო თუ ფასდაკლებულია ნივთების ჯგუფი მაშინ ღილაკი „Learn more”, რომელზეც დაჭერის შემდეგ გადახვალთ მოცემულ ჯგუფის ყველა ნივთის გვერდზე.


Coupons >>

ამ განყოფილებაში სხვა ხასიათის ფასდაკლებებია. საქონელზე ფასდაკლება კუპონების სახითაა წარმოდგენილი. კუპონი შეიძლება იყოს ფასდაკლების ფიქსირებული თანხით და პროცენტული სახით.

კუპონის გამოსაყენებლად დააკლიკეთ ღილაკს „Clip this coupon” ან უბრალოდ საჭირო ნივთის სურათს. ნივთის ფერის და ზომის შერჩევის შემდეგ, გვერდზე გამოჩნდება ინფორმაცია, რომ შეგიძლიათ მისი კუპონით შეძენა. სასურველი ნივთის კალათში დამატება შეიძლება მოცემული გვერდიდანვე ან უშუალოდ ამ ნივთის გვერდზე შესვლით. კუპონების მოქმედების დრო შეზღუდულია და „ამაზონს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მისი მოქმედების ვადა. ამიტომ, არ ღირს შერჩეული ნივთის კალათაში დიდი ხნით დატოვება. კუპონი გამოყენებულად ითვლება როდესაც შეკვეთა მთლიანად გაფორმდება და ანაზღაურდება.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი კუპონით შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ნივთის შეძენა. თუ გადაწყვეტთ 2 ერთნაირი ნივთის შეძენას, კუპონის ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ ერთზე, მეორეს კი მისი ფასი შეუნარჩუნდება.

Warehouse Deals >>

ამ განყოფილებაში არის საქონელი, რომელიც დააბრუნეს მყიდველებმა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფუჭებული ან რაიმე ნაკლის მქონე ნივთები. მიზეზები, რომელთა გამოც ნივთები ამ განყოფილებაში ხვდება შემდეგია:

  • საქონელი იყიდება დაზიანებული ქარხნული შეფუთვით ან შეფუთვის გარეშე
  • საქონელს აქვს უმნიშვნელო დეკორატიული დეფექტი, რომელიც არ მოქმედებს მის შრომისუნარიანობაზე
  • შეკეთებული (refurbished) საქონელი
  • საქონელი, რომელიც დააბრუნეს მყიდველებმა არასასურველი ზომის, ფერის და ფასონის გამო

ბუნებრივია, რომ ასეთი ნივთები არ გაიყიდება ჩვეულებრივ ფასად, ამიტომ მათზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლებები. გარდა იმისა, რომ ასეთი პროდუქცია სპეციალურ განყოფილებაშია განთავსებული, ისინი აგრეთვე აღნიშნულები არიან როგორც „გამოყენებული“ (used) ან „შეკეთებული“.

ლიტ: http://www.taker.im/article/2588-Amazon-sposobyi-sekonomit-na-pokupkah

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან იხილეთ აქ ? >>


Share this...Share on Facebook
Facebook