საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები

საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 


საკეისრო კვეთა – ქირურგიული ოპერაციაა, როდესაც ბავშვი ამოჰყავთ უშუალოდ საშვილოსნოს წინა კედელზე  გაკეთებული განაკვეთით.

ჭრილობის შეხორცება

მიუხედევად მისი საკმაო პოპულარობისა, ბევრ დედას აღელვებს, რამდენ ხანს გასტანს ჭრილობის შეხორცების პროცესი და რამდენად შესამჩნევი იქნება ოპერაციის შემდგომი ნაწიბური მუცელზე.
ეს დამოკიდებულია ქირურგის ოსტატობაზე, ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე გართულებას ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოუვლის ქალი ნაოპერაციევ მიდამოს. რაც უფრო კარგადაა  ქალი გათვითცნობიერებული ამ საკითხში, მით ნაკლები პრობლემებია მოსალოდნელი.

რეკომენდაციები ექიმისგან

სახლში გაწერამდე ახალგაზრდა დედამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეკომენდაციები ექიმისაგან, თუ როგორ მოუაროს ნაკერს სახლის პირობებში, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე.
საკეისრო კვეთის  შემდგომი პერიოდის შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

  • არ აწიოთ სიმძიმეები (სიმძიმეებში იგულისხმება ახალშობილზე მეტი წონის ნივთი);
  • მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატირთვას;
  • არ დაწვეთ დიდხანს, იარეთ რაც შეიძლება მეტი და ხშირად;
  • სთხოვეთ ექიმს დაწვრილებით აგიხსნათ, როგორ დაიმუშაოთ ნაჭრილობევი სახლის პირობებში;
  • რაც შეეხება ვადებს – რამდენ ხანს მოგიწევთ ჭრილობის დამუშავება –  ეს დამოკიდებულია გამონადენის ხასიათზე და ნაწიბურის შეხორცების სხვა თავისებურებებზე, თუ ყველაფერი რიგზეა, გამოწერიდან 1 კვირა საკმარისია. სხვა შემთხვევებში ვადას ექიმი განსაზღვრავს;
  • მუცლის ფიქსაციისათვის რეკომენდებულია მშობიარობის შემდგომი ბანდაჟის ტარება – შეგიძლიათ ნახოთ ,,ამაზონზე”, შეარჩიოთ და გამოიწეროთ – corset cesarean section 
  • მოერიდეთ მექანიკურ დაზიანებებს – ნაჭრილობევზე ზედმეტ დაწოლას და გაღიზიანებას;

ბევრს აწუხებს საკითხი – შეიძლება თუ არა შხაპის მიღებ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სახლში თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი, მხოლოდ არ იხმაროთ ხრალი ნაჭრილობევზე;
არ დაგავიწყდეთ – ქსოვილების სწრაფი აღდგენისა და ნაჭრილობევის შესახორცებლად, ასევე აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება;
პირველი თვის ბოლოს, როცა ჭრილობა შეხორცდება და ნაწიბური ჩამოყალიბდება, უკვე შეიძლება, ცხადია,  – ექიმის ნებართვით, ნაჭრილობევზე სპეციალური მაზის, გელის, ან პლასტირის ხმარება. ამ ტიპის საშუალებებს ნახავთ ასევე ,,ამაზონზე“  – c-section scar treatment

დღეში რამდენჯერმე, არანაკლებ 2 – 3-ჯერ გაიშიშვლეთ მუცელი – ჰაერის აბაზანები ძალიან სასარგებლოა;
არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციები – სწორედ ექიმი გირჩევთ, როგორ აიცილოთ თავიდან გართულება, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა და გჭირდებათ თუ არა რაიმე სხვა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება.

საკეისროს შემდგომი ნაწიბურები

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საკეისრო კვეთის ჩატარებისას ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ნაკერი აკურატულად გაკეთდეს და დაახლოებით 8 – 10 თვეში ის საერთოდ შეუმჩნეველი გახდეს. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, საკეისრო კვეთის შემდეგად რჩება ნაწიბური, რომელიც ზოგჯერ მეტად შესამჩნევია, ზოგ შემთხვევაში – ნაკლებად.
სადღეისოდ ამ პრობლემას ეფექტურად ართმევენ თავს ესთეტიკური კლინიკის სპეციალისტები. სპეცილიზირებულ კლინიკაში ლაზერის რამდენიმე სეანსის შემდეგ თქვენ გაგათავისუფლებენ ნაწიბუროვანი ქსოვილისაგან.
თუმცა სანამ ნაწიბურის კორექციას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან, რათა მან ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვროს პროცედურის ჩატარების ოპტიმალური  დრო.
თუ ნაწიბური შედარებით თხელი და ნაზია, შეიძლება გამოიყენოთ პრეპარატები – მაზები, გელები, სილიკონის პლასტირები. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი შედარებით ხანგრძლივია, დაახლოებით 6 – 18 თვე.
პრეპარატების რეგულარული გამოყენებისას ნაწიბური თანდათან ფერმკრთალდება და შეუმჩნეველი ხდება. პრეპარატების გამოიყენებამდე აუცილებლად დაადგინეთ, რამდენად უსაფრთხოა ის თქვენთვის, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. 
წყარო: http://www.vse-pro-detey.ru/shov-posle-kesareva-secheniya/


რჩევები საკეისრო კვეთის შემდეგFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საკეისრო კვეთა – ქირურგიული ოპერაცია, როდესაც ბავშვი ამოჰყავთ უშუალოდ საშვილოსნოს წინა კედელზე გაკეთებული განაკვეთით
🩹 საკეისროს შემდგომი ჭრილობის შეხორცების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

✅ ქირურგის ოსტატობაზე;
✅ ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე გართულებას ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
✅ რამდენად სწორად მოუვლის ქალი ნაოპერაციევ მიდამოს
📌 საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდის შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
➡️ არ აწიოთ სიმძიმეები (სიმძიმეებში იგულისხმება ახალშობილზე მეტი წონის ნივთი);
➡️ მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატირთვას;
➡️ სთხოვეთ ექიმს დაწვრილებით აგიხსნათ, როგორ დაიმუშაოთ ნაჭრილობევი სახლის პირობებში;
➡️ მუცლის ფიქსაციისათვის რეკომენდებულია მშობიარობის შემდგომი ბანდაჟის ტარება;
➡️ მოერიდეთ მექანიკურ დაზიანებებს – ნაჭრილობევზე ზედმეტ დაწოლას და გაღიზიანებას;
👉 გაეცანი სტატიას და მიიღე რჩევები და რეკომენდაციები საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდზე – https://bit.ly/3qi7OzG
#ოსულობა #მშობიარობა #საკეისრო #საკეისროკვეთა #რჩევებისაკეისროკვეთაზე #საკეისროკვეთისშემდგომიპერიოდი #გამოჯანმრთელებასაკეისროსშემდეგ #საკეისროშემდგომიჭრილობა #თავისმოვლასაკეისროკვეთისშემდეგ #ძუძუთიკვება #ტკივილგამაყუჩებლები #სწორიკვება #ბოჭკოვანიდიეტა #საკეისროსშემდგომინაწიბური #პლასტიკურიქირურგია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


იხ. ასევე სტატიები:
  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები