ფაღარათი ახალშობილებში

ახალშობილის განავალი ფაფისებრი, ან უფრო თხევადი კონსისტენციის, ღია-მოყვითალო შეფერილობისაა, ზოგჯერ თეთრი ხაჭოსებრი ნაწილაკების შემცველობით. ახალშობილს კუჭის მოქმედება შეიძლება ჰქონდეს როგორც ყოველი კვების შემდეგ, ასევე დღეში 2-3-ჯერ.

ზრდასთან ერთად ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან, კუჭის მოქმედება აქვთ იშვიათად, თუმცა პატარა თავს კარგად გრძნობს. ძუძუთი კვების დროს ახალშობილის განავალში ერთჯერადად უმნიშვნელო რაოდენობის ლორწო, წითელი ან მწვანე შეფერილობა – ეს ნორმაა მაშინ, თუ პატარა კარაგად მატულობს წონაში, თვითშეგრძნება კარგი აქვს და მადაც შენარჩუნებული აქვს.

ბავშვის შერეული კვების დროს განავალი შედარებით უფრო ბლანტი და მკვრივია, კუჭის მოქმედება კი ჩვეულებრივ 1-ჯერ 36 სთ-ის განმავლობაში; შეფერილობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი (დამოკიდებულია საკვების შემადგენლობაზე, მაგ: თუ საკვები ახალია, შეფერილობა მოყვითალო ან მოყავისფროა, ხოლო თუ საკვებში შედის ჰიდროლიზებული ცილა, მაშინ განავალი მომწვანო შეფერილობისაა). ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ პატარას განავალი უფერულია, ბევრი ლორწოვნით, წყალწყალა ან პირიქით მკვრივია და მშრალი.

გადაუდებელი დახმარება

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • ბავშვს აღენიშნება ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი
  • გახშირებული კუჭის მოქმედება (3 დღე და მეტი)
  • ბავშვის ასაკი 3 თვეზე ნაკლებია
  • პატარას აქვს ღებინება
  • ბავშვს აღენიშნება გაუწყლოება (პირის სიმშრალე, არ შარდავს 3სთ-ის განმავლობაში)
  • ტკივილი მუცლის არეში
  • მადის დაქვეითება
  • ბავშვი გაღიზიანებულია
  • განავლოვან მასაში სისხლის ან ლორწოს შენარევებია

ყურადღება!

1 წლამდე ასაკის ბავშვებში გაუწყლოება ხდება სწრაფად, მისი ნიშნებია: კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ბავშვი მოდუნებულია, ეძინება, შემცირებულია დიურეზი (შარდვის შემცირება), თვალები ჩაცვენილი აქვს. ასეთ შემთხვევაში გაუზომეთ ტემპერატურა, დაითვალეთ მიღებული სითხის და გამოყოფილი შარდის რაოდენობა. აუცილებლად მიმართეთ ექიმს!!!

 შეეკითხეთ საკუთარ თავს     შესაძლო მიზეზი    რა მოვიმოქმედოთ
კუჭის მოქმედება დღეში რამოდენიმეჯერ, კონსისტენცია თხევადი, მოყვითალო ფერი           ნორმა თუ პატარა კარგად იმატებს წონაში, მადა კარგი აქვს, ძუძუს წოვს კარგად, არ ღირს ნერვიულობა. დროთა განმავლობაში კუჭის მოქმედება შემცირდება, მაგრამ თუ ბავშვი კარგად იგრძნობს თავს, არ ინერვიულოთ
უცებ მოიმატა დეფეკაციის რაოდენობამ, მოიმატა ტემპერატურამ, აღინიშნება პირღებინება, განავალი წყალწყალაა, ბავშვი გაღიზიანებულია    დიარეა, ვირუსული     გასტროენტერიტი აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია მკურნალობის დასანიშნად (დაკარგული წყლის, ნატრიუმისა და კალიუმის აღსადგენად)

 ბავშვის მოვლა ფაღარათის დროს

თუ ფაღარათის და ღებინების მიზეზი ვირუსული გასტროენტერიტია, ბავშვი შეუძლოდ იგრძნობს თავს 1-2 დღე. თუ საერთო მდგომარეობა არ გაუარესდება, ჩვეულებრივ განსაკუთრებული მკურნალობა არ არის საჭირო. ექიმი გირჩევთ რა გააკეთოთ დაკარგული წყლის, ნატრიუმისა და კალიუმის აღსადგენად. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, როგორც წესი კვების შეწყვეტა არ არის აუცილებელი. შერეული კვების დროს ზოგჯერ საჭიროა სპეციალური ხსნარების მიცემა წყლისა და მარილების ბალანსის აღსადგენად. გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული საშუალებები.

ლიტ: http://www.centr-rebenka.ru/simptom/ponos-u-novorozhdennogo.html

..