ფსიქოთერაპიის როლი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში

ნარკომანიის მკურნალობის პროცესში ფსიქოთერაპიისთვის გამოყოფილია ცალკე როლი. მისი ძირითადი მიზნებია:

♦ იმ მიზეზების განსაზღვრა, რომლებმაც მოახდინეს დამოკიდებულების აღმოცენების პროვოცირება და მისი პროგრესირება
♦ ნარკოტიკული ნივთიერებებისკენ სწრაფვის აღმოფხვრა (მოხმარებით შეპყრობა)
♦ ფსიქოთერაპევტული დამუშავება ღრმა საბავშვო ტრავმის, რომელიც ხელს უშლის პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში
♦ გამოჯანმრთელებული ნარკომანის ადაპტაცია სოციუმში, ცხოვრების ნორმალურ პირობებთან
♦ სულიერი განვითარებისა და თვითსრულყოფილების მოტივაცია ცხოვრების ყველა სფეროში


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ და შედგომი რეაბილიტაციისათვის. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ნარკომანიის დროს გამოყოფენ ფსიქოთერაპიის 2 სახეს – ინდივიდუალურს და ჯგუფურს:

ინდივიდუალური მიდგომა – გამოიყენება იმ მიზნით, რომ პაციენტმა გააცნობიეროს და მიიღოს მისი დამოკიდებულება და ჩამოუყალიბდეს გამოჯანმრთელების დაწყების სურვილი. აუცილებელია, რომ ნარკომანის საუბარი ფსიქოთერაპევტთან დროთა განმავლობაში გახდეს უფრო გულახდილი, რაც ხელს უწყობს მაქსიმლური ეფექტის მიღებას.

ჯგუფური ფსიქოთერაპია – გულისხმობს გულახდილ ურთიერთობას დამოკიდებული ადამიანების წრეში. ჯგუფის წევრებს უნდა აერთიანებდეს საერთო მიზანი – ნარკოტიკების მიღების შეწყვეტა.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა გეშტალტ-თერაპია. ავადმყოფი ხელახლა განიცდის სხვადასხვა სიტუაციებს, რომელთა „გაშვებაც“ მას არ შეუძლია (წყენა, შიშები, უპასუხო სიყვარული და სხვა). ფსიქოთერაპევტისთვის მნიშვნელოვანია გარკვეულწილად ნარკომანის ოჯახთან ურთიერთობა. მათ უნდა იცოდენენ, როგორ მოიქცნენ ნარკოდამოკიდებულთან, რათა არ გაამწვავონ დაავადება და ხელი შეუწყონ მის გამოჯანმრთელებას.  გადასვლა >> 1.  ფსიქოლოგია 2. რეაბილიტაცია