ფსიქოთერაპიის როლი ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში

მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, რომ ფსიქოთერაპია ახდენს დადებით ზემოქმედებას ონკოლოგიურ პაციენტებზე. დაკვირვებებმა გამოავლინეს, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტების როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე მათი სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის და ხარისხის გაუმჯობესებისათვის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სტრესული სიტუაციები მნიშვნელოვნად მოქმედებენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. მაგალითად, სტრესი ხელს უწყობს სისხლში კორტიზოლის შემცველობის მომატებას, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას; მოდუნების უუნარობა იწვევს არტერიული წნევის მომატებას.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს ონკოლოგიური დაავადებისას მკურნალობის კურსის ჩასატარებლად და, შემდგომი, მათ შორის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ორგანიზმი განიცდის დიდ დატვირთვას დესტაბილიზებული ემოციური მდგომარეობის გამო – ავადმყოფი მუდმივად დაძაბულია, იტანჯება უძილობით, კარგავს მადას. დათრგუნული ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობისათვის მათი დიაგნოზი ასოცირდება უიმედობასთან, განწირულობასთან, ტკივილთან და რა თქმა უნდა ისინი განიცდიან შოკს, სიკვდილის შიშს, ნერვიულობენ ახლობლებზე (შვილებზე, მშობლებზე), მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.

ყველა ეს გამოვლინება აუარესებს რემისიის და გამოჯანმრთელების შანსებს, რადგან ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია დაავადებით, ქირურგიული ოპერაციებით, ქიმიური და სხივური თერაპიებით, რომლებსაც აქვთ გვერდითი ეფექტები. სპეციალისტების დახმარებით პაციენტები შეძლებენ გათავისუფლდნენ მათი დიაგნოზის შესახებ არსებული მითებისგან და სტერეოტიპებისგან; გაიგებენ, რომ ონკოლოგიური დაავადება – არ არის აუცილებლად ლეტალური, ის შეიძლება იყოს განკურნებადი; რომ ადამიანის ორგანიზმი ფლობს უამრავ რესურსს ებრძოლოს დაავადებას და დაამარცხოს ის; თერაპიის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა მიღწევადი გახდეს მყარი დადებითი შედეგები.

მას შემდეგ, რაც პაციენტი იწყებს გამოჯანმრთელების შესაძლებლობის დაჯერებას და ცვლის მის წარმოდგენას დაავადების შესახებ, ის სწავლობს სტრესის დაძლევას, იცვლის საკუთარი თავის და გადასალახი პრობლემების შესახებ შეხედულებას.

პაციენტი იმედოვნებს უკეთესობისკენ ცვლილებას, უბრუნდება სიცოცხლის მიმართ ინტერესი, მას შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს სიტუაცია და რაციონალურად ეძებოს გამოჯანმრთელების გზები. ამ შემთხვევაში არსეობობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მკურნალობის მთლიანი კურსის გავლის შემდეგ მას ელის ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრება.  ადასვლა >> 1.  ფსიქოლოგია 2. რეაბილიტაცია


.