თვითღირებულების დათვლა მეცხოველეობაში

ტიპურ ბიზნეს-გეგმებში, რომლებსაც MTVi გაწვდით (577 235 400, Caumednet@gmail.com) არის ცხრილები, რომელთა შევსებაც ბიზნეს-გეგმის დამწერს უწევს. ბუღალტერიაში გამოუცდელი პირებისაგან ხშირად მოგვდის შეკიტხვები- როგორ შეავსონ ესა თუ ის ფორმა. ჩვენი ზოგადი რჩევა ასეთია- დაიხმარეთ ბუღალტერი, რომელიც ნამუშევარია მეცხოველეობაში. მას აუცილებლად ექნება შესაბამისი გამოცდილება. თუ მაინც დამოუკიდებლად უნდა მოამზადოთ გირჩვეთ გაეცანით Методических рекомендаций по бухгалтерскому учету затрат на производство и калькулированию себестоимости продукции (работ, услуг) в сельскохозяйственных организациях» (утверждены приказом Минсельхоза России от 6 июня 2003 г. № 792), თუმცა გემოვნების საკითხია. ქვემოთ ქვეყნდება მოკლე მითითებები. კონკრეტული სია, თქვენი პროექტიდან გამომდინარე, თქვენ თვითონ უნდა შეადგინოთ.

ანალიტიკურ გაანგარიშებაში სუბანგარიშის –  20-2 „მეცხოველეობა“ – მიხედვით დანახარჯების დათვლა ხდება ხარჯების შემდეგი ნომეკლატურით:

1. შრომის ანაზღაურება სოციალური საჭიროებების გამოქვითვით
2. საკვები
3. ცხოველების დასაცავი საშუალებები
4. ფიქსირებული აქტივების შენახვა, მათ შორის:

–  ნავთობპროდუქტები
–  ფიქსირებული აქტივების ამორტიზაცია
–  ფიქსირებული აქტივების რემონტი

5. სამუშაო და მომსახურებები
6. წარმოების და მართვის ორგანიზაცია
7. ცხოველების სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგები
8. სხვა დანახარჯები

შრომის ანაზღაურება სოციალური საჭიროებების გამოქვითვით

სტატიის – „შრომის ანაზღაურება სოციალური საჭიროებების გამოქვითვით“ – მიხედვით ითვალისწინებენ მეცხოველეობაში მომუშავეების ძირითად და დამატებით ანაზღაურებას; ესენი არიან მომუშავეები, რომლებიც დაკავებულები არიან უშუალოდ ცხოველთა ჯგუფის მომსახურებით: მწველავები, მენახირეები, ბრიგადირები, ხბოების მომვლელები და სხვა. ამაშივე რთავენ შრომის ანაზღაურებას სატარიფო განაკვეთების, პროდუქციის საურავის და პრემიის, პროფესიების შეთავსების მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა მომუშავეები ემსახურებიან ნახირის რამდენიმე ჯგუფს ერთდროულად, შრომის ანაზღაურებას ანაწილებენ სხვადასხვა ობიექტების დანახარჯების გაანგარიშებით, რომელიც პროპორციულია მომსახურებად ნახირში შემავალი ცხოველების რაოდენობის. ამავე სტატიის მიხედვით ითვალისწინებენ სოციალური საჭიროებების გამოსაქვეთ თანხებს.

შრომის ანაზღაურება სოციალური საჭიროებების გამოქვითვით

სტატიაში – შრომის ანაზღაურება სოციალური საჭიროებების გამოქვითვით“ – ასახულია დანახარჯები, რომელიც დასჭირდა ნახირის მოცემულ ჯგუფს: ბიოპრეპარატები, მედიკამენტები, სადეზინფექციო საშუალებები.

საკვები

სტატიის – „საკვები“ – მიხედვით ითვალისწინებენ ნახირის მოცემული ჯგუფის შესანახად საჭირო საკუთარი წარმოებული საკვების მოხმარებას და შეძენილ საკვებს. საკვების მოხმარებას ასახავენ მისი ჯამური შეფასებით: გადმოყოლილი წინა წლიდან – ფაქტობრივი თვითღირებულებით; წარმოებული მიმდინარე წელს – გარდამავალი თვითღირებულებით, რომელიც წლის ბოლოს მიდის ფაქტობრივამდე; შეძენილი – შეძენილი ფასის მიხედვით.

ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია

სტატიის – „ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია“ – მიხედვით, ითვალისწინებენ დანახარჯებს, რომლებიც მოხმარდა მეცხოველეობის სფეროში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების შენახვას. შესაბამისი დანახარჯების მიკუთვნება პროდუქციის სახისა ან ცხოველთა ჯგუფისადმი ხდება შეძლებისდაგვარად პირდაპირი გზით. თუ შეუძლებელია ამორტიზაციის პირდაპირი მიკუთვნება მეცხოველეობის შენობისათვის, რომელიც ემსახურება ნახირის ორ ან მეტ ჯგუფს, მაშინ ანაწილებენ იმ ფართობის პროპორციულად, რომელსაც იკავებს ნახირის თითოეული ჯგუფი.

სამუშაო და მომსახურება

სტატია – „სამუშაო და მომსახურება“ – განკუთვნილია მეცხოველეობაში შესრულებული სამუშაოს, დამხმარე საწარმოების და სხვა ორგანიზაციების მომსახურებების დასაანგარიშებლად. ამ სტატიის მიხედვით გამოყოფენ: ავტოტრანსპორტირების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების მომსახურებებს. აქვე  მიაკუთვნებენ იმ სამუშაოების ღირებულებას, რომელიც შეასრულა გამაგრილებელი მოწობილობებით ტექნიკური აღჭურვილობის სამსახურმა და ცხოველების ხელოვნური განაყოფიერების სადგურმა.

წარმოების და მართვის ორგანიზაცია

სტატიაში – „წარმოების და მართვის ორგანიზაცია“ – ასახულია ხარჯები, რომლებიც მოხმარდა მეცხოველეობის სფეროს წარმოების ორგანიზაციას და მართვას.

ცხოველთა სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგები

„ცხოველთა სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგების“ სტატიას მიაკუთვნებენ დანაკარგებს, რაც გამოიწვია ახალგაზრდა ცხოველების და გასასუქებელი ცხოველების სიკვდილმა (ამაში არ შედის სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დანაკარგები).

სხვა დანახარჯები

სტატია – „სხვა დანახარჯები“ გამოყოფილია სხვადასხვა წვრილმანი გასავლების დასაანგარიშებლად; ასევე ერთჯერადი ხასიათის ხარჯების საანგარიშოდ (მაგალითად, ცხოველთა დასაფენის ღირებულება, სპეციალურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დანახარჯი). როგორც წესი, სხვა ხარჯებს მიაკუთვნებენ ნახირის შესაბამის ჯგუფს პირდაპირი გზით.

შემოსავლების წყაროა:

1. რძე
2. ნაშიერი  (ხბორები)
3. ნაკელი და საგები
4. დაკვლის შედეგად მიღებული  პროდუქცია  (ხორცი, ტყავი, რქები, ნარჩენები)

___________________________________

..