ბიზნეს-გეგმა აისბერგის თავია

ბიზნეს-გეგმის დაწერა ანუ  წერილობით გაფორმება,  სამუშაოს მხოლოდ 10 %-ია. დანარჩენ 90%-ს ანალიტიკური და ინფორმაციის მოპოვების სამუშაოები შეადგენს. როცა სამუშაოს საკონსულტაციო ფირმას უკვეთავთ, თქვენ ვერ ხედავ ამ სამუშაოთა 90%-ს. ჩვენ აქ სქემატურად შევეცადეთ გადმოგვეცა ზოგიერთი  სამუშაო, რომელსაც ასრულებენ MTVi Agency-ს  (577 235 400, Caumednet@gmail.com) კონსულტანტები და რომლებიც არ ჩანს.

1. ვიდრე ბიზნეს გეგმის დაწერა დაიწყება, ხდება ბიზნეს  იდეის პილოტური შეფასება

იდეა, რომელსაც თქვენ გააცნობთ MTVi Agency (577 235 400, Caumednet@gmail.com) კონსულტანტს შეიძლება მართლაც კარგი იყოს, დიდი მოგების მომტანი. თქვენ ეს იდეა მანამდეც ბევრს გააცანით და ყველა აღტაცებაში მოიყვანეთ. კონსულტანტი თქვენ იდეას, თავიდანვე ამოწმებს რამდენიმე პარამეტრით, რომლებსაც თქვენ ვერ ხედავთ. მოვიყვანთ „შემოწმების“ მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმს, ასეთები კი ათეულობითაა:

1.1.  რამდენად დაცულია თქვენი იდეა კოპირებისაგან ?

თუ თქვენი იდეა კარგია, მაგრამ მისი გაკეთება სხვასაც შეუძლია, ამ იდეას აუცილებლად დაკარგავთ
ყველაზე კარგ შემთხვევაში, დაგაკვირდებიან და როგორც კი დაინახავენ, რომ ბიზნესი მუშაობს ათეულობით წვრილი და მსხვილი მეწარმე მოახდენს  ამ იდეის კოპირებას.  თან გაითვალისწინებენ თქვენს შეცდომებს. განსაკუთრებით საშიშია, თუკი იდეა ისეთია რომლის კოპირებით შეიძლება ფულიანი ფირმები დაინტერესდნენ.
კარგი კონსულტანტი იდეის შეფასებას დაცულობის  კომპონენტით იწყებს.  იგი ტრიალებს ამ წრეში, კითხულობს, თვალს ადევნებს, მოკლედ, კარგად იცნობს ბიზნეს-გარემოს. მისთვის ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის რთულად მისაღებია.
თქვენ შეიძლება დამოუკიდებლად დაწეროთ მშვენიერი ბიზნესგეგმა, მაგრამ კოპირების კომპონენტის გათვალისწინება საეჭვოა, რომ შეძლოთ. რაც შეეხება იმ ორგანიზაციას, სადაც გეგმის წარდგენას აპირებთ,  გარწმუნებთ  თქვენი ბიზნეს გეგმა, თუკი შემოწმების წინა ეტაპებს გაივლის, აუცილებლად მივა მაღალი რანგის ექსპერტთან, რომელიც ბიზნესგეგმის დაცულობას   შეაფასებს.
MTVi Agency-ს კონსულტანტები ფლობენ დიდ ინფორმაციას, რათა შეგარჩევინონ ამ თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად დაცული იდეა ან გირჩიონ, როგორ დაიცვათ თქვენი იდეა კოპირებისაგან.

1.2. შეესაბამება თუ არა თქვენი სტრატეგია თქვენს რესურსებს?

თქვენი სტრატეგია  შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის არ შეესაბამებოდეს თქვენს რესურსებს. თუ თქვენს პოტენციურ კონკურენტს აქვს რესურსი, რომელიც შეამცირებს მისი პროდუქციის თვითღირებულებას თქვენთან შედარებით, ადრე თუ გვიან მასთან ბრძოლას წააგებთ (სხვა თანაბარ პირობებში).
კონსულტანტმა უნდა გაანალიზოს თქვენი რეალური რესურსები და ვიდრე ბიზნეს გეგმის წერას დაიწყებთ,  უნდა დაგეხმაროთ სწორი სტრატეგიის შერჩევაში. სხვათაშორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საკადრო რესურსები.

1.3. რა ხედვები შეიძლება იყოს თქვენს პროექტზე ფონდებში თუ საკრედიტო ორგანიზაციებში?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის გათვალისწინება თქვენ გაგიჭირდებათ, რადგან ანალიზისათვის საჭიროა მუდმივად კითხულობდეთ ათეულობით ორგანიზაციის საიტებს, ესწრებიდეთ პრეზენტაციებს და ა.შ. მოკლედ ტრიალებდეთ შესაბამის სივრცეში.  
მაგალითად, თუ რომელიმე ფონდმა გამოაცხადა, რომ  მსხვილფეხა  საქონლის ჯიშების გასაუმჯობესებლად  საჭიროა სანაშენე მეურნეობის შექმნა და  ამასთან, 4 უკვე შეიქმნა, ცხადია, ეს ამცირებს თქვენს შანსებს. ასეთ შემთხვევაში – თქვენს პროექტს სრულიად განსხვავებული ინოვაციური კომპონენტი უნდა ქონდეს.

2. თქვენი პროექტის საიმედოოობის ამაღლება

მეორე ასპექტი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, არის თქვენი საიმედოობის ამაღლება დამფინანსებლის ან თანხის გადამხდელის თვალში. MTVi Agency-ს კონსულტანტების (577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net), 25 წლიანი გამოცდილება გვკარნახობს, რომ  ამ მიმართულებით თითქმის ყველას აქვს პრობლემა. ბანკირებს სიტყვების არ ჯერათ, ყველაფერი რასაც დაწერთ დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტალურად ან სხვა რაიმე მეთოდით. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ჩაატაროთ  ამ მიმართულებით სამუშაოები, რომლებსაც გირჩევენ MTVi Agency-ს ექსპერტები. ამ სფეროშიც უამრავია ნიუანსია, ისევე როგორც სხვა სფეროებში.

3. შესყიდვები, ფასები, საფინანსო გაანგარიშებები

სიას, თქვენი ბიზნესისათვის თუ რა მანქანა-დანადგარებისა და სხვა საშუალებების შეძენა გჭირდებათ,  გვაწვდით თქვენ. MTVi Agency-ს (577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net) გამოცდილება გვკარნახობს, რომ 98 % შემთხვევებში  ეს ინფორმაცია მცდარია და ჩვენს ექსპერტებს თავიდან უწევთ ყველა ამ ინფორმაციის მოგროვება, მათ შორის – შრომის ანაზღაურების საკითხებზე.

4. სად უნდა წარადგინოთ ბიზნეს-გეგმა?

როგორც წესი, სტაანდარტული პასუხია – ყველგან. ეს ძალიან გულუბრყვილო პასუხია. (577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net). MTVi Agency თავის კლიენტებს მუდმიად აწვდის ინფორმაციას ახალი პროექტების, ბანკების, ფონდების შესახებ, სადაც შეგიძლია წარადგინოთ თქვენი გეგმა. შესაძლოა, დაგჭირდეთ, ბიზნე-გეგმის ადაპტირება სხვადასხა ფონდებისათვის. ეს ჯობს დამოუკიდებლად გააკეთოთ.

4. დასკვნა

MTVi Agency-ს კონსულტანტები (577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net), ვიდრე ბიზნეს-გეგმის დაწერას დაიწყებენ ატარებენ დიდ ანალიტიკურ და საინფორმაციო სამუშაოს, რათა შეარჩიოთ რეალური პერსპექტივის მქონე ბიზნეს-გეგმა და ძირითადი პარამეტრები (ჩარჩოები).

_____________________________________

გადასვლა >>>>ბიზნეს გეგმების მომზადება

..