თერაპია ცხოველების დახმარებით

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

..
ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაში ცხოველები თამაშობენ რამოდენიმე როლს; უმთავრესად, მათ შეუძლიათ განწყობის ამაღლება ან მოსალოდნელი საფრთხისგან დაცვა. ასევე, მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ცხოველებს, მაგ: ძაღლებს, დელფინებს შეუძლიათ რეალური თერაპიის ჩატარება.
.
მაგალითად, ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ ემოციური სტრესის შემცირება, ფიზიკური ტკივილის შემსუბუქება, პულსის და წნევის რეგულაცია, მოტორული და კოგნიტური უნარების გაუმჯობესება; აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევაში კი სტერეოტიპური ქცევების და სენსორული მგრძნობელობის შემცირება, გარშემომყოფებთან სოციალური კონტაქტის უნარის და სურვილის მომატება.
..
ცხოველის და ადამიანის ურთიერთობა ლეკვის მოფერება, ცხენზე ჯირითი, დელფინთან ერთად ცურვა – ყველაფერი ეს უდაოდ დასამახსოვრებელი და სასიამოვნო გამოცდილებაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, უძველესი დროიდან ამტკიცებდნენ, რომ ცხოველებთან ურთიერთობა და მათი მოვლა აუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან დაავადებული ადამიანის მდგომარეობას.
.
1859 წელს, თანამედროვე საექთნო საქმიანობის ფუძემდებელმა, ფლორენს ნაიტინგეილმა დაწერა – “პატარა შინაური ცხოველი ხშირ შემთხვევაში შესანიშნავი კომპანიონია ავადმყოფისათვის, განსაკუთრებით ქრონიკულ შემთხვევებში.
.
ზოგჯერ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის, რომელიც წლების განმავლობაში არ ტოვებს ოთახს, ერთადერთი ნუგეში ჩიტებია. თუ მას შეუძლია დამოუკიდებლად გამოკვებოს შინაური ცხოველი, მოუაროს მას, ყოველთვის უნდა წავახალისოთ ამისკენ.” მას შემდეგ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, მეცნიერები კი დღემდე იკვლევენ ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთობის შესაძლო უპირატესობებს, მათ შორის ცხოველების ვიზიტის პროგრამებით და ცხოველების საშუალებით თერაპიას.
.
არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც, ცხოველებთან ურთიერთობა გავლენას ახდენს ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა: ფიზიკური ტკივილის შემცირება, ფსიქოლოგიური ფაქტორების შემცირება (შფოთვა და დეპრესია), სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები (მარტოობა), წნევა და პულსი, ნერვული აგზნებადობის და აგრესიულობის შემცირება, ასევე სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესება და ყოველდღიური ამოცანების შესრულების უნარის ამაღლება ალცჰაიმერის, დემენციის და შიზოფრენიის მქონე ადამიანებში.
.
მოცემული პოტენციური უპირატესობების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ცხოველების ვიზიტის პროგრამების და თერაპია მათი საშუალებით გამოიყენება მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილში (ბავშვებით დაწყებული, მოხუცებულთა ჩათვლით), ასევე სხვადასხვა დაწესებულებებში (ინტერნატებში, საავადმყოფოებში, ციხეებში). შედეგად, ცხოველების საშუალებით თერაპია გარდაიქმნა როგორც ექიმების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების ინტერესის საგნად და ახალ სფეროდ.
.
__________________________________________
..