აუტისტური სპექტრის აშლილობა და თერაპია ცხოველების დახმარებით

თერაპია ცხოველების დახმარებით

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის ცხოველთა საშუალებით დახმარების მეთოდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარაუდი, რომ ცხოველები დაეხმარება ბავშვებს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაში. ძაღლების თერაპიული მიზნებისთვის გამოყენების პირველი მცდელობებიც კი დაკავშირებული იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან.
მკვლევარი ოლგა სოლომონი წერს – “ცხოველების, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან საკომუნიკაციო პარტნიორების პოტენციალის აღიარება გახდა 50 წლის წინ თერაპიული ძაღლების გამოყენების დასაწყისის მიზეზი.”

ძაღლები

ბორის ლევინსონმა პირველმა ივარაუდა, რომ თამაშობრივ ურთიერთობას ძაღლებთან შეუძლია გააუმჯობესოს სოციალურ-კომუნიკაციური შესაძლებლობები აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებში. ლევინსონი (ბავშვთა ფსიქიატრი) თავის წიგნში – “ფსიქოთერაპია, დაფუძნებული შინაურ ცხოველებზე” – წერდა, რომ ძაღლებს “გულით მხედველებს”, შეუძლიათ ამ ბავშვების ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ექიმმა სოლომონმა ჩაატარა ორი ღრმა კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში, რომლებიც ურთიერთობდნენ თერაპიულ ან სამსახურებრივ ძაღლებთან. მან გადაწყვიტა შეესწავლა ძაღლების ზემოქმედება მას შემდეგ, რაც მას მიმართა პატარა გოგონას მამამ და სთხოვდა მიეყიდა მისთვის ძაღლი.
გოგონა ექიმის ძაღლს შეხვდა პარკში, მან კი სპონტანურად დაიწყო თამაში მასთან, იცინოდა, საერთო ჯამში კი იქცეოდა იმისგან განსხვავებულად, ვიდრე ჩვეულებრივ.


♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ამ შემთხვევამ დააფიქრა ექიმი სოლომონი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ძაღლების განსაკუთრებული თავისებურებები და ქცევები იზიდავს აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებს ურთიერთობისკენ უფრო მეტად, ვიდრე ეს შეუძლია სხვა ადამიანს.
ის ამბობს, რომ ძაღლები არა  მარტო  იქცევენ ადამიანების ყურადღებას, არამედ ითხოვენ კიდეც მას. მაგალითად, ძაღლს შეუძლია მიუტანოს ბურთი ბავშვს, თუკი ის ყურადღებას არ მიაქცევს, ძაღლი თვითონვე გადაუგდებს ბურთს, დაიწყებს ყეფას ან სხვანაირად შეეცდება საპასუხო რეაქციის მიღებას.
ამასთანავე, ურთიერთობებისთვის ძაღლს არ სჭირდება რთული სოციალური საუბრის ან წესების გაგება, რაც ახასიათებს ადამიანებს.

პროსოციალური ქცევის გაუმჯობესება

სხვა მკვლევარებიც ინტერესდებოდნენ აღნიშნული საკითხით და მათი უმრავლესობა აღნიშნავდა პროსოციალური ქცევის გაუმჯობესებას და პარალელურად საკუთარ თავში ჩაკეტილობის შემცირებას, მეგობრობის მოყვარულ ძაღლებთან კონტაქტის შედეგად.
ბავშვები იშვიათად ავლენდნენ აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელ ქცევებს (მაგ: ხელების ყურება, წკაპუნა ბგერების გამოცემა, საგნების ტრიალი, განმეორებითი მოძრაობები, უმისამართო სიარული), ხშირად ავლენდნენ სოციალურად დადებით ქცევებს (მაგ: უერთდებოდნენ თერაპევტს თამაშის დროს, იმეორებდნენ თერაპევტის მოძრაობებს, ეხუტებოდნენ მას).
ერთ-ერთი ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა 10 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვში, თერაპევტის და ბურთის, სათამაშო ძაღლის და ნამდვილი ძაღლის დასწრების პირობებში, ბავშვები უფრო მეტად მობილიზდნენ და გაცილებით მეტი ყურადღება გამოიჩინეს თერაპიული ძაღლის დასწრების შემთხვევაში. ისინი გამოხატავდნენ სიხარულს და ხშირად და ხანგრძლივად იცინოდნენ.


თერაპია ცხოველების დახმარებით არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის ცხოველთა საშუალებით დახმარების მეთოდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარაუდი, რომ ცხოველები დაეხმარება ბავშვებს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაში.
🧑‍⚕️ ბორის ლევინსონმა პირველმა ივარაუდა, რომ თამაშობრივ ურთიერთობას ძაღლებთან შეუძლია გააუმჯობესოს სოციალურ-კომუნიკაციური შესაძლებლობები აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებში.
🐶 ძაღლების განსაკუთრებული თავისებურებები და ქცევები იზიდავს აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებს ურთიერთობისკენ უფრო მეტად, ვიდრე ეს შეუძლია სხვა ადამიანს.
📌 ძაღლები არა მარტო იქცევენ ადამიანების ყურადღებას, არამედ ითხოვენ კიდეც მას.
⚽️ მაგალითად, ძაღლს შეუძლია მიუტანოს ბურთი ბავშვს, თუკი ის ყურადღებას არ მიაქცევს, ძაღლი თვითონვე გადაუგდებს ბურთს, დაიწყებს ყეფას ან სხვანაირად შეეცდება საპასუხო რეაქციის მიღებას.
✔ ამასთანავე, ურთიერთობებისთვის ძაღლს არ სჭირდება რთული სოციალური საუბრის ან წესების გაგება, რაც ახასიათებს ადამიანებს.
👉 შეიტყვეთ მეტი არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3RDh0eV
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #ცხოველებითთერაპია #თერაპიულიცხოველები #ცხოველებიდაბავშვები #ძაღლისროლი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #თერაპიაცხოველებისდახმარებით #შინაურიცხოველები #ცხენებითთერაპია #თამაშიცხოველებთან #გასეირნება #ემოციურიმხარდაჭერა #ლალიდათეშიძე #არჩლშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტ: http://outfund.ru/sobaki-loshadi-i-autizm-chto-takoe-terapiya-s-pomoshhyu-zhivotnyx/


გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები