მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

თუ ბავშვს ხშირად… მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

მარია  მონტესორი ცნობილი იტალიელი მეცნიერი, ექიმი-ანთროპოლოგი, პედაგოგი და ფსიქოლოგია. მან მთელი ცხოვრება ბავშვთა აღზრდის სპეციალური მეთოდიკის შექმნას მიუძღვნა. ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შედეგად, მარია მონტესორი მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვი თავად არის საკუთარი პიროვნების შემოქმედი, მასში იმთავითვე არის ჩადებული სწრაფვა თვითგანვითარებისადმი და საამისო ენერგია.

ყველა მშობელს თავისი შეხედულება გააჩნია საკუთარი პირმშოს აღზრდაზე და მათ მაინცდამაინც არ უყვართ სხვათა რჩევების მოსმენა; თავს უფლებას მივცემთ, მარია მონტესორის მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგი — 19 მცნება გავაცნოთ.

1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.

2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას — მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.

3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის შეფასებას სწავლობს.

4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან — ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.

5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან — ის სამართლიანობას სწავლობს.

6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.

7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს — ის ნდობას სწავლობს.

8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.

9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს — ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.

10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას — ის მოთმინებას სწავლობს.

11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ — ის თავდაჯერებული ხდება.

12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს — ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.

13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი — არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.

14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.

15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.

16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.

17. ყოველთვის დაეხმარეთ  ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.

18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.  გადასვლა >> ფსიქოლოგია

________________________________________