იპოთერაპია

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

ცხენი – საოცარი ცხოველია, ის ადამიანის მიმართ ისეთივე ერთგული მეგობარია, როგორც ძაღლი. დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ცხენებთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს ადამიანზე.

ცხენების საშუალებით მკურნალობა და რეაბილიტაცია გამოიყენება უკვე ძალიან დიდი ხანია და მისი ეფექტურობა დამტკიცებულია მთელს მსოფლიოში.

სამკურნალო ჯირითი წარმოადგენს ბუნებრივ ფიზკულტურას, რომელიც ადამიანზე (ზრდასრულსა და ბავშვზე) ახდენს დადებით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.

მკურნალობის ასეთ პროცესში პაციენტი არ განიცდის ტკივილს, დისკომფორტს და რაც მთავარია ბავშვებთან ურთიერთობისას მათ თვითონ სურთ მკურნალობის გაგრძელება. იპოთერაპიას გააჩნია უამრავი ჩვენება და პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება, ეფექტი კი დიდხანს ნარჩუნდება.

ხშირად იპოთერაპია გამოიყენება, როგორც ძირითადი მკურნალობის დამატება და უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური თერაპია გაცილებით ეფექტურია.

მაშინაც კი, თუ ადამიანს არ აწუხებს მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებები, იპოთერაპია მასზე მოქმედებს დადებითად. ის ეხმარება გაუმკლავდეს:

– სისხლში შაქრის დონის მომატებას;
– კუნთების მომატებულ ტონუსს;
– სქოლიოზს;
– კუჭ-ნაწლავის დაავადებებს;
– ნევროზებს და დეპრესიებს;
– ნაადრევ დაბერებას.

ზოგადად იპოთერაპია და ცხენებთან ურთიერთობა კარგად ხსნის სტრესს, ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს ფიზიკურ მდგომარეობას, ამიტომ ის დაგეხმარებათ აღიდგინოთ ენერგია გრძელი და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ.

 ლიტ: http://westernhorse.ru/Иппотерапия


გადასვლა >> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

.