იპოთერაპია ბავშვებისთვის

დაავადებული ბავშვებისთვის იპოთერაპია ნამდვილი ხსნაა. ის განსაკუთრებით ეფექტურია ბევრი მძიმე დაავადების რეაბილიტაციურ პერიოდში, როდესაც მკურნალობა გართულებულია ან ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ ხერხდება, მაგ:

1. ბავშვთა ცერებრალური დამბლა
2. გონებრივი ჩამორჩენილობა
3. აუტისტური სპექტრის აშლილობა
4. კუნთების მომატებული ტონუსი
5. ბრონქული ასთმა და სხვა

ცხოველთან ურთიერთობის დროს ბავშვი ვერ გრძნობს, რომ მას მკურნალობენ. ის ცხოველისგან იტვირთება დადებითი ენერგიით და თვითონ ცდილობს მასთან კონტაქტის დამყარებას, რაც აუცილებელია გამოჯანმრთელებისთვის. მაშასადამე დადებითი ემოციური ეფექტი იზიდავს ახალი ნორმალური რეაქციების გამოვლენას: ტაქტილური შეგრძნებები, მოტორიკის გაუმჯობესება, მოდუნება, მასაჟი და კუნთების ვარჯიში.

ცხოველების გაცნობისას ბავშვი არ განიცდის შიშს და ტკივილს; ჯირითის დროს ბავშვის კუნთები დუნდება, ცხოველის სხეულისგან მომავალი სითბო ადვილად ახურებს მათ, ცხოველის მოძრაობა კი ხელს უწყობს ბავშვის კუნთების მასაჟს.

იპოთერაპია ხელს უწყობს:

1. ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას
2. კუნთებისა და სისხლძარღვების ტონუსის ნორმალიზებას
3. სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების გამაგრებას
4. კოორდინაციის, წონასწორობის განვითარებას
5. მამოძრავებელი რეფლექსების გამაგრებას

იპოთერაპიის დროს ბავშვი არა მარტო მკურნალობს და ვარჯიშობს, არამედ ერთობა კიდეც. ის ავლენს ინტერესს, სწავლობს მოსმენას და სრულფასოვნად ვითარდება.

უნდა აღინიშნოს, რომ იპოთერაპია შეიძლება იყოს მკურნალობის როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე ელემენტიც. თუ ბავშვი მძიმედაა ავად, მისთვის ნაჩვენებია იპოთერაპია სუფთა სახით. ეს ნიშნავს, რომ კურსები მიმდინარეობს ცხენის ზურგზე უნაგირის გარეშე, ძირითადი ეფექტი მოდის ურთიერთობის, მასაჟის და ცხოველის სითბოსგან. ცხენის სხეულის ტემპერატურა 1.5 გრადუსით აღემატება ადამიანისას.

თუ ბავშვს აქვს საშუალო სიმძიმის დაავადება, რეკომენდებულია იპოთერაპიის დაწყება, შემდეგ კი შეიძლება ჯირითის სწავლების დაწყებაც, შემდგენ კი რაიტთერაპია (სამკურნალო ჯირითი ბავშვის აქტიური მონაწილეობით).

იპოთერაპიის კურსები ტარდება ჯგუფურად, მშობლები აუცილებლად ესწრებიან; ინსტრუქტორთან ერთად მუშაობს მეჯინიბეც, რომელიც მართავს ცხენს და არასდროს უშვებს მას ხელს. ინსტრუქტორი აძლევს მითითებებს ცხენს და თან მიყვება მშობელთან ერთად ბავშვს.

ლიტ: http://westernhorse.ru/Иппотерапия


.