[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


გიორგი ხმელიძე

დღეისათვის 68-დან 1 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი იბადება, 2013 წლის მონაცემით კი 88-დან 1 იბადებოდა (10 წლის წინ კი იყო შემდეგი სტატისტიკა – 10 000 დაბადებულიდან აუტისტური სპექტრის აშლილობის 1 შემთხვევა).

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ზრდასრულები, მოზარდები მრავალი წლის განმავლობაში ვერ იღებდენენ თავიანთი ნიჭის, ცოდნის, განსაკუთრებულობების, სიყვარულის და თანადგომის აღიარებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა გვხვდება ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში, სქესის, რასობრივი კუთვნილების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად.

მეცნიერები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების სტატისტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში  10-ჯერ გაიზარდა.

დღეისათვის საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია – პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბური და რთულია, ვიდრე თავიდან ჩანდა. ყოველ 20წთ-ში ხდება ახალი აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევის დარეგისტრირება.

_______________________________

გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

.

Comments are closed.

vaka