აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების საზაფხულო ბანაკი

გიორგი ხმელიძე

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები აუცლებლად უნდა იყვნენ დაკავებულნი განუწყვეტლივ, ამიტომ არ შეიძლება შესვენება ზაფხულშიც კი. არდადეგებმა უნდა ჩაიაროს არა მხოლოდ მხიარულად, არამედ პროდუქტიულადაც.  ამას შესანიშნავად უმკლავდება საზაფხულო ბანაკები.

საზაფხულო ბანაკი – იდეალური ადგილია გართობისა და დასვენებისთვის. ბანაკში წასვლა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის ცხოვრებაში. მათთვის სასარგებლოა დიდი ხნით ბუნებაში ყოფნა. ხმაურიანი ქალაქი უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე, ბუნება კი პირიქით, ამშვიდებს და მუხტავს დადებითი ემოციებით.

ძირითადად ბანაკი მდებარეობს ტყის შემოგარენში, სადაც სუფთა ჰაერი და სიმშვიდეა. თუმცა ყოველ ზაფხულს იხსნება ბანაკი ზღვის პირას. ზღვის ჰაერი ძალიან სასარგებლოა ყველა დამსვენებლისთვის , ხოლო სანაპიროს ქვიშა – ეს არის თერაპიის დამატებითი სახე. ჩვეულებრივ ბავშვების დასასვენებელი ტერიტორია იმყოფება დაცვის ქვეშ, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად და მიანდონ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პატარები გამოცდილ მასწავლებელებს.

პედაგოგები ამუშავებენ სპეციალურ მაკორეგირებელ პროგრამას ბავშვებისთვის. ბუნებაში დასვენება გადაიქცევა თერაპიად, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პატარა აღიქვამს თამაშის სახით.

არჩეული ბანაკის მიხედვით, პედაგოგებს შეუძლიათ არტ-თერაპიის, იპოთერაპიის და კანისთერაპიის კურსი, ასევე კინეზოთერაპიის, ნეიროკინეზოთერაპიის, მუსიკალური თერაპიის, სათამაშო თერაპიის და ზღაპრების საშუალებით თერაპიის გავლა, აგრეთვე ვიზუალური მხარდაჭერის მიღება.

ამასთანანავე, მშობლები არ მოიწყენენ, რადგანაც თითოეულ ასეთ ბანაკში აუტისტური სპექტრის აშლილობის სპეციალისტები ატარებენ სემინარებს. აღნიშნულ სემინარებზე განიხილება სხვადასხვა მეთოდი და მიდგომები ბავშვების სწავლებისა და განვითარების შესახებ. მშობლებთან ასევე მუშაობენ ფსიქოლოგები და პედაგოგები, რომლებიც გასცემენ ყველა იმ შეკითხვაზე პასუხს, რაც შეეხება ბავშვების აღზრდას, მოვლას და განათლებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის განკუთნილი ბანაკი “ჭრიჭინა” უკვე 5 წელია არსებობს. იქ ბავშვები ისვენებენ, ურთიერთობენ თანატოლებთან, თამაშობენ და ეცნობიან გარე სამყაროს. ბანაკი გათვლილია 70 ბავშვზე. ერთი სოციალური მუშაკი პასუხისმგებელია 2 ბავშვზე, ამიტომ ბავშვები დაყოფილია ჯგუფებად. დასასვენებელი პროგრამა შედგენილია 5 დღეზე, რომელიც ბავშვებისთვის გახდება დუვიწყარი.

ბანაკის ძირითადი ამოცანაა შექმნას არაიძულებითი გარემო, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც ადრე არ აკეთებდნენ. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეები გარე სამყაროს აღიქვამენ ბუნებისადმი სიყვარულით. პედაგოგები იჩენენ დიდ ძალისხმევას , რათა ბავშვებმა თავი იგრძნონ მშვიდად და თავდაჯერებულად, ისინი იგონებენ დასვენების სხვადასხვა პროგრამებს. დღის განრიგის შედგენა ხდება თითოეული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. რომელიმე სახის საქმიანობის დაწყებამდე სპეციალისტი ხსნის თუ რა უნდა გააკეთონ მონაწილეებმა და როგორ მოიქცნენ ბავშვები, რომლებიც უარს აცხადებენ თამაშში მონაწილეობაზე. მშობლები ამჩნევენ, რომ ბანაკის შემდეგ ბავშვები ხდებიან მეტად თავდაჯერებულები და მშვიდები. საიდუმლო არის იმაში, რომ ისინი ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმით, პედაგოგები კი დაწვრილებით უხსნიან მათ სხვადასხვა სიტუაციაში მოქცევის წესებს.

საზაფხულო მაკორეგირებელი ბანაკები – საუკეთესო საშუალებაა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის გაატარონ არდადეგები მხიარულად და სარგებლიანად.


გადასვლა >> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

.