განმავითარებელი დასვენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

გიორგი ხმელიძე

იპოთერაპია

საზაფხულო ბანაკებში ვილებში განთავსების შემდეგ, ბავშვები პედაგოგების და მოხალისეების თანხლებით მიემართებიან “საცხენოსნო აგარაკზე”, რათა გაისეირნონ ცხენებით. იპოთერაპია მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მკურნალობისთვის. ის ეხმარება ბავშვებს ისწავლონ გარე სამყაროსთან ურთიერთობა. საინტერესოა, რომ ბავშვებს სრულიად არ ეშინიათ და თვითდაჯერებულად ზიან უნაგირზე.

ერთ-ერთი ბავშვის დედა ამბობს: “ცხენით გასეირნება ავითარებს ჩვენი შვილების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას. ისინი საერთოდ არ გრძნობენ შიშს, რადაგანაც მათი ყურადღება მიმართულია უფრო საინტერესოსკენ. ჯირითის დროს ბავშვი კონცენტრირებულია, მართავს თავის სხეულს. ეს დადებითად აისახება ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ეხმარება მათ მოახდინონ სწორი რეაგირება გარე გამღიზიანებლებზე. ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ მათ აქვთ ბედნიერი სახე და სურთ რაც შეიძლება მალე გაუზიარონ სხვებს თავიანთი სიხარული.”


♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კომფორტი. უცნობი გარემო, უცხო ხალხი და თანატოლები – ყველაფერ ამას შეუძლია მათი სულიერი სიმშვიდის დარღვევა და მღელვარების გამოწვევა. ფსიქოლოგები წინასწარ ამზადებენ ბავშვებს გაკვეთილებისთვის და შემდეგ ასრულებენ სიტუაციურ ამოცანებს. ამგვარად, ბავშვების შფოთვა მცირდება მინიმუმადე. მათთვის უკვე ყველაფერი ნაცნობია და აღიქვამენ როგორც სათამაშო სივრცეს. მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ, ისინი განიცდიან ფსიქოლოგიურ კომფორტს.

ბავშვები გამოხატავენ ძალიან დიდ სითბოს ერთმანეთის მიმართ. არაერთხელ დამტკიცებულა, რომ ბავშვი უფრო სწრაფად უგებს მის ტოლს, ვინაიდან ისინი ერთნაირად ფიქრობენ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ პატარები მთელი დღე იმყოფებიან ბუნებაში, ტყეში.
თევზაობა

ჯირითის შემდეგ ბავშვებს ელოდებათ თევზაობა. წყლის ნაპირას დასვენება საინტერესოა ბიჭებისთვის. ბავშვები გატაცებით აკვირდებიან მთელ პროცესს და საბოოლოოდ ჯილდოვდებიან ნადავლით.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სასარგებლოა ბუნებაში ბევრი დროის გატარება. ხმაურიანი ქალაქი უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე, ბუნება პირიქით, ამშვიდებს და ავსებს დადებითი ენერგიით. პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ მათთვის წყნარი გარემოს შესაქმნელად. დღის განრიგის შედგენა ხდება თითოეული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. მშობლება შეამჩნიეს, რომ სეირნობის შემდეგ პატარები ხდებიან თვითდაჯერებულები და მშვიდები.


გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

.