ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010. ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.
შემოსავლის პირდაპირი კაპიტალიზაცია, Прямая капитализация дохода, Direct capitalization of income
შემოსავლის პირდაპირი კაპიტალიზაცია – უძრავი ქონების შეფასების მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება:
– პირდაპირაა დამოკიდებული სუფთა წლიურ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მისი ფუნქციონირებით;
– ტოლია მომავალში ოპერაციული გასავლების გამოქვითვის შემდეგ შემოსავლების მიღების პოტენციური შესაძლებლობის.
ითვლება, რომ შემოსავლების პირდაპირი კაპიტალიზაციის გამოყენება მიზანშეწონილია საცხოვრებელ სახლებთან, ოფისებთან, საწყობებთან და მაღაზიებთან მიმართებაში.