[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ზოგიერთი ფრანჩაიზერი კანდიდატებისგან ითხოვს ბიზნეს-გეგმის წარდგენას ინვესტიციის კონკრეტული სიდიდის და კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით. ამით ისინი ამოწმებენ ფრანჩაიზის ბიზნეს-ნიჭს.
მოლაპარაკებების პროცესში ფრანჩაიზერს შეუძლია კანდიდატს წარუდგინოს დაახლოებითი ბიზნეს-გეგმა, რომელიც შემუშავებულია კომპანიის ცენტრალური ოფისის მიერ. თუმცა ბიზნეს-გეგმის ეს მოდელი არის შესაძლებელი, მაგრამ არა არსებული პუნქტისთვის. ამიტომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია საკუთარი, უფრო დეტალური ბიზნეს-გეგმის მომზადება.

დეტალური ბიზნეს-გეგმის შედგენა ზრდის ფრანჩაიზის შანსს გახდეს ქსელში მიღებული, ასევე ბანკში შესაძლო კრედიტის მიღების შესაძლებლობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ მოსალოდნელი სამუშაოს მოცულობა, ასევე შესაძლო წინააღმდეგობები დაგეგმილი საქმიანი აქტივობების დროს. ბიზნეს-გეგმის მომზადება, პრეზენტაცია და მისი დაცვის შესაძლებლობა მთლიანობაში აჩვენებს შენი, როგორც პოტენციური ფრანჩაიზის პერსპექტიულობას.

ფრანჩაიზური ბიზნეს-გეგმა ტრადიციულის მსგავსია, რომელიც შემუშავებულია ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების წინ. ის განსხვავდება იმით, რომ მითითებულია როგორც ფრანჩაიზერის, ისე ფრანჩაიზის საინვესტიციო მოქმედება.

კარგი ბიზნეს-გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

⦁ შესავალი

შესავალში ხდება დაგეგმილი საქმიანობის კონცეფციის მოკლე აღწერა. აქ ასევე შესაძლებელია მოკლედ დასაბუთდეს, თუ რატომ აირჩია ფრანჩაიზმა საქმიანობის უშუალოდ ეს სახე და უშუალოდ მოცემული სავაჭრო ნიშანი და არა სხვა. ფრანჩაიზმა უნდა წარმოადგინოს გაყიდვების მასშტაბის შესაძლებლობები, განსაზღვროს საინვესტიციო ცხრილი და აღწეროს მოსალოდნელი ეფექტები. ფრანჩაიზერს სურს დაინახოს, თუ რა სახით აისახება ფრანჩაიზინგში ინვესტირება ფრანჩაიზის სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე მისი მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დახასიათება.

⦁ ინფორმაცია ფრანჩაიზის შესახებ

ფრანჩაიზერს აინტერესებს ყველაფერი. ამ განყოფილებაში აუცილებელია წარმოადგინოთ: სრული გვარი, სახელი, მამის სახელი; საცხოვრებელი ადგილის მისამართი; საკონტაქტო ნომრები (ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა); სამართლებრივი ფორმა და რეგისტრაციის ნომრები. ასევე სასურველია წარსულში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების შესახებ მოკლე ისტორიის წარმოდგენაც ან პროფესიული კარიერის მიმდინარეობის აღწერა.

⦁ ბაზრის აღწერა

ეს არის ბიზნეს-გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ფრანჩაიზმა უნდა აღწეროს ის პირობები, რომელსაც ბაზარი მიაწვდის მის ფირმას, სადაც ის აპირებს მუშაობს. სტაბილურია თუ არა ეს ბაზარი, ცვალებადია თუ არა ის, ვითარდება თუ არა, ხომ არ არის სეზონური? რა გავლენა ექნება მას ფრანჩაიზის შემოსავალზე. უნდა დახასიათდეს ადგილობრივი ბაზრის მოცულობა (განსაკუთრების შესყიდვების პოტენციალი), ასევე უნდა შეფასდეს განვითარების მოსალოდნელი პოტენციალი. ფრანჩაიზერი გაიგებს თქვენს ქალაქში მოცემულ სფეროში კონკურენციის შესახებ, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

⦁ შენობა

ფრანჩაიზმა უნდა აღწეროს შენობა, სადაც დაიწყება საქმიანობა, უნდა მიუთითოთ მისი ზომები, ადგილმდებარეობა, აღჭურვილობა, ტექნიკური მდგომარეობა. თუ უძრავი ქონება მისი საკუთრებაა, ფრანჩაიზმა უნდა მიუთითოს ამ შენობის იურიდიული დასახელება, შეაფასოს მისი ღირებულება, აღნიშნოს არის თუ არა იპოთეკით დატვირთული და მოცემული შენობის დანიშნულება. თუ ფრანჩაიზი მოცემულ მომენტში იხდის კრედიტს ამ შენობისთვის, უნდა მიუთითოს ის ვადა, როდესაც ეს თანხა ბოლომდე იქნება გადახდილი, ასევე უნდ მიუთითოს პირი, რომელიც ოფიციალურად იხდის ამ თანხას. არენდის შემთხვევაში აუცილებელია იმ თანხის და ვადის მითითება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში, მისი გაგრძელების შესახებ შესაძლებლობების და პირობების გათვალისწინებით.

⦁ პერსონალი

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში, ფრანჩაიზინგულ საქმიანობაშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – ადამიანებია. ბიზნეს-გეგმაში უნდა წარმოადგინოთ სახეები, რომლებიც იმუშავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე სხვა თანამშრომლებიც და მათი კვალიფიკაციებიც (თუ ისინი უკვე მიღებულნი არიან სამუშაოზე). თითოეული მენეჯერის მოკლე დახასიათებაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია მისი განათლების, პროფესიული გამოცდილების და წინა საქმიანობების შესახებ. სასურველია მიუთითოთ თქვენი აზრი მათი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ასევე აუცილებელია წარმოადგინოთ დაგეგმილი შრომითი დასაქმების სისტემა ახალ ფირმაში.

⦁ მარკეტინგული გეგმა

ბიზნეს-გეგმის ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული მიზნები, შესთავაზოთ ის სარეკლამო ქმედებები, რომლებიც გაზრდის გაყიდვებს, ეს ასევე ეხება მომავალი ფრანჩაიზინგული ადგილის გარეგან სახესაც. თუმცა აქ საკუთარი ინიციატივის შესაძლებლობა შეზღუდულია. შენობის აღჭურვილობა, საქონლის განაწილების და დანიშნულების განსაზღვრა, თანამშრომლების ჩაცმულობა, ასევე ბუკლეტები, ბროშურები და სხვა სარეკლამო მასალები – ეს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრულია ფრანჩაიზინგის და ფრანჩაიზინგული მოლაპარაკებების სახელმძღვანელოებში.

⦁ მომარაგების წყაროები

ფრანჩაიზმა უნდა განსაზღვროს საქონლისა და ნედლეულის მოწოდების არსებული წყაროები. ჩვეულებრივ, ფრანჩაიზინგული თანამშრომლობის დროს ფრანჩაიზერი თვითონ მიუთითებს მოწოდების სისტემას, მაგრამ ფრანჩაიზი უნდა შეეწყოს მას.

⦁ ფინანსური ინფორმაცია

ფრანჩაიზის ბიზნეს-გეგმაში უნდა იყოს წარმოდგენილი ისე ფინანსური საშუალებები, რომლებსაც ფლობს, ასევე საკრედიტო და ნასესხები რესურსები. აუცილებელია იმ კვოტების განსაზღვრა, რომლებიც გათვალისწინებულია მიმდინარე საქმიანობისთვის და უნდა მიეთითოს ფინანსური რეზერვების წყაროები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევებისთვის. ამ ნაწილში უნდა იყოს ფინანსური მიმდინარეობის ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია მოსალოდნელი გაყიდვების მოცულობაზე, რაც შეამცირებს ძირითადი საშუალებების მოცულობას. არ დაგავიწყდეთ ხარჯების გადაანგარიშებაც – როგორც ფრანჩაიზერის ანაზღაურება, ასევე ქირის ღირებულება, თანამშრომლების ანაზღაურება ან ენერგიის, გაზის და სხვ. მიმდინარე გადასახადები. იმ რესურსების ხელახალი გადაანგარიშება, რომელსაც განაგებს ფრანჩაიზი და მათი შესაბამისი განაწილება საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ პოტენციური და გაუთვალისწინებელი დანაკარგები მომავალში.

⦁ დამატება

ეს არის თითოეული ბიზნეს-გეგმის ბოლო ნაწილი. ის შეიცავს დამატებით დოკუმენტაციას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საკრედიტო მოლაპარაკებების ასლები ან თანამშრომლების რეზიუმეები. მოცემული დოკუმენტები ახდენენ ბიზნეს-გეგმის ინფორმაციის დეტალიზებას.

⦁ ფრანჩაიზერის როლი

ყოველ პოტენციურ ფრანჩაიზს უნდა ესმოდეს, რომ დეტალური ბიზნეს-გეგმის შედგენა წარმოადგენს მისი ბიზნეს-საქმიანობის დასაწყისისა და ეფექტური განვითარების საფუძველს. ფრანჩაიზერი ხშირად ეხმარება ბიზნეს-გეგმის შედგენაში, რათა თავიდანვე გაითვალისწინოს ამ დოკუმენტში ქსელის სპეციფიკურობა, ასევე თავიდან აიცილოს შესაძლო მოგვიანებითი ბრალდებები ფრანჩაიზის შეცდომაში შეყვანის შესახებ. თუ ინვესტორი შექმნის ბიზნეს-გეგმას დამოუკიდებლად, მან აუცილებლად უნდა შეხედოს თავის პროექტს ფრანჩაიზერის თვალით.

Comments are closed.

vaka