კრედიტი სამედიცინო ბიზნესისათვის

 კრედიტი სამედიცინო ბიზნესისათვის

ვასილ შენგელია

დღითიდღე იზრდება სამედიცინო ბიზნესისათვის კრედიტის გამოტანის მსურველთა რაოდენობა. აქტიურად ვითარდება კერძო კომპანიები, სტომატოლო­გი­უ­რი და კოსმეტოლოგიური მომსახურებები. ეს დაკავშირებულია მსგავსი ბიზ­ნესის მაღალ შემოსავლიანობასთან. აღნიშნული ეხება ასევე მედიკამენტებით ვაჭრობასაც, როგორც საცალო, ისე საბითუმო. მოსახლეობის მიერ მოხმარების თვალსაზრისით, მედიკამენტები მეორე ადგილზეა საკვები პროდუქტების შემდეგ. იხსნება განსხვავებული სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო ცენტრები, მასაჟისა და ლოგოპედის კაბინეტები და ბევრი  სხვა. >>>>

მედიცინა – ძალიან დიდ სეგმენტს წარმოადგენს, თუმცა დღეისათვის არაა საკმარისი ხარისხით ათვისებული ქართული ბიზნესის მიერ. ვფიქრობთ, რომ მედიცინის სფეროში მცირე ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა,  თუ რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეს ბიზნესმენი ამ საქმის წამოწყებისას. კვალიფიციური კადრების, საჭირო მოწყობილობების, ბიზნესისათვის ადგილის ძებნასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ფინანსების მიზიდვა.

გამოსავალი ერთია – კრედიტის გამოტანა. კრედიტირებისას აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო ისტორია, რათა შეიქმნას სტაბილური მსესხებლის კარგი რეპუტაცია. მეორეს მხრივ, ფინანსური მენეჯმენტის უნარების შეძენა. ზოგჯერ ბიზნეს – გეგმის მომზადების პროცესში კრედიტის მიღებისათვის მსესხებელს შესაძლებლობა ეძლევა გადახედოს საკუთარ იდეებს.  ხშირად ასეთ შემთხვევაში თვითონვე აღმოაჩენს ხარვეზებს, რომელსაც შეუძლია ბიზნესის “ჩაძირვა”. ძირითადი პრობლემები, რომელSაც აწყდება მცირე ბიზნესი კრედიტირების პროცესში:

–         მაღალი საპროცენტო განაკვეთი;

–         მოკლე  ვადიანი კრედიტი;

–         კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფის უკმარისობა ან სრული არარსებობა

ბოლო პერიოდამდე კომერციული ბანკები ეჭვის თვალით უყურებდნენ მცირე ბიზნესის დაკრედიტებას. მართლაც რისკი საკმაოდ მაღალია, შემოსავალი მცირე. სტაბილური მსესხებლის ძებნა – შრომატევადი და მძიმე სამუშაოა. გამოდის, რომ ბიზნესმენები ფინანსურ საყრდენს ეძებენ, ბანკები კი – აქტივების განთავსების ობიექტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი მცირე ბიზნესიდან შეიძლება მსხვილი კლიენტი აღმოცენდეს.

გადასვლა ,,კრედიტები” >>>

..