კრედიტი სამედიცინო მომსახურებაზე

კრედიტი სამედიცინო მომსახურებაზე

ვასილ შენგელია

დღეისათვის ევროპულ ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული კრედიტი სამედიცინო მომსახუ­რე­ბაზე, რაც მოიცავს კრედიტის გამოტანას  მედიკამენტების, დისპანსერულ აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეებისათვის სამე­დი­ცინო ტექნიკის შესაძენად, მკურნალობის მიზნით. >>>>

 აღნიშნული სახის კრედიტი რუსეთში ნაკლებადაა გავრცელებული. ნაწილობრივ ასეთი მომსახურების დანერგვას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებით. ხოლო ის პაციენტები, რომლებიც ფასიან სამედიცინო დაწესებულებას ანიჭებენ უპირა­ტე­სო­ბას,  კრედიტის აღებას არ საჭიროებენ.

სამედიცინო მომსახურებაზე კრედიტის გაცემას ახორციელებენ როგორც ბანკები, ისე თვითონ სამედიცინო დაწესებულებები. დღეისათვის არსებობს ცენტრები, რომლებიც სთავაზობენ პაციენტებს მომსახურების განვადებას,  თუმცა არც ასეთ მომსახურებაზეა მოთხოვნა მაღალი, ამიტომაც არაა ბანკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მხრიდანა შემოთავზებები.

სამედიცინო მომსახურებაზე კრედიტის გაცემისათვის  დამაბრკოლებელ ფაქტორებს წარმოაგდენს გარანტიების არარსებობა. ნებისმიერი სახის კრედიტი, რომლის მიზანს წარმოადგენს არა მატერიალური საგანი, არამედ რაიმე სახის მომსახურეობა ბანკებისათვის დაკავშირებულია დიდ რისკებთან. მით უმეტეს, თუ ეს მიზანი მკურნალობაა, ყოველთვის ჩნდება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები.

რისკსა და შემოსავალს შორის შედარებით ოპტიმალური თანაფარდობა მიიღწევა გირავნობით კრედიტის გაცემისას. ეს როგორც წესი გრძელვადიანი კრედიტების დროსაა, კერძოდ იპოთეკა და ავტოკრედიტი. რაც შეეხება კრედიტს გირავნობის გარეშე, ბევრი ბანკის მიერ ხორციედება, თუმცა ამ შემთხვევაში იზრდება საკრედიტო ორგანიზაციის რისკებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაუბრუნებელი კრედიტების დიდი წილი სწორედ გირავნობით უზრუნველყოფის გარეშე გაცემულ სესხებზე მოდის. ის ბანკები, რომლებიც გასცემენ კრედიტს სამედიცინო მომსახურებაზე, უპირატესობას ანიჭებენ კლიენტებს დადებითი საკრედიტო ისტორიით ან იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც მომსახურებას ამავე ბანკში იღებენ.

დღეისათვის თანხები, რომელსაც ითხოვენ მსესხებლები სამედიცინო მომსახურებისათვის, ბანკებისათვის ძალიან უმნიშვნელოა. ბანკის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ბევრად უფრო ხელსაყრელია კრედიტის გაცემა მატერიალურ ფასეულობაზე. ფიზიკურ პირზე სესხის გაცემისას თანხის ოდენობის მიუხედავად ბანკს უწევს ერთიდაიგივე მოცულობის სამუშაოს ჩატარება, შემოსავალი კი  განსხვავებულია. ამასთან შანსი იმისა, რომ მკურნალობისათვის საჭირო სოლიდურ  თანხას გასცემს ბანკი კრედიტის სახით, თითქმის არ არსებობს. ძვირადღირებული ოპერაციები, რომლისთვისაც ხდება ძირითადად კრედიტის მოთხოვნა, დაკავშირებულია მსესხებლის შრომისუნარიანობის დაკარგვის მაღალ რისკთან.

ძვირადღირებული ოპერაციისათვის კრედიტის მოთხოვნისას, მძიმე ავადმყოფის ახლობელი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ვერ აფასებს მდგომარეობას ადექვატურად, რის გამოც მზადაა ხელი მოაწეროს დაუფიქრებლად ნებისმიერ ხელშეკრულებას. ამგვარად ბანკი იძენს პრობლემურ კლიენტს.

მოცემული მიმართულებით პერსპექტიული შეიძლება იყოს სტომატოლოგიური და პლასტიკური ქირურგიის მომსახურება.  უკვე დღეს ბანკები პარტნიორული ურთიერთობისას უპირატესობას ანიჭებენ ძირითადად სტომატოლოგიურ კლინიკებს. ამასთან პირობები რჩება იგივე, რაც ნებისმიერი სხვა გირავნობით უზრუნველყოფის გარეშე კრედიტების გაცემისას. სამედიცინო დაწესებულების მუშაკები აღნიშნავენ, რომ მათთვის არა აქვს მნიშვნელობა ვის მოემსახურებიან და კრედიტის როგორი პირობებით. ყველა ფინანსურ და იურიდიულ დეტალებს აგვარებს ბანკი და წყვეტს   კრედიტის გაცემის საკითხს, რაზეც კლინიკა ვერ ახდენს გავლენას.

 გადასვლა ,,კრედიტები” >>>