როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის

ორსულობის და მშობიარობის პერიოდში ქალის ორგანიზმი კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. გაორმაგებული ძალით მუშაობს თირკმელები, გული, ღვიძლი, იმუნური, ნერვული, ენდოკრინული სისტემები. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია დაგეგმილ ჩასახვამდე,  მინიმუმ 2-3 თვით ადრე ორგანიზმის მომზადება ორსულობისთვის.

პირველ რიგში აუცილებელია კონსულტაციის გავლა სპეციალისტებთან – მეან-გინეკოლოგთან და თერაპევტთან. ექიმები დანიშნავენ საჭირო გამოკვლევებს და მომავალ დედას მისცემენ რეკომენდაციებს.

მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ აქვს ქალს ორსულობის რაიმე უკუჩვენება; ესენია:

  1. ეპილეფსია
  2. გულის მძიმე მანკები
  3. მძიმე ჰიპერტონული დაავადება
  4. ღვიძლის ციროზი
  5. მძიმე ენდოკრინული დარღვევები
  6. სუნთქვის უკმარისობა
  7. თირკმლების უკმარისობა
  8. სისტემური კოლაგენოზები
  9. ავთვისებიანი სიმსივნეები

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუკი ღებულობთ რაიმე წამალს. ბევრი პრეპარატი აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ორსულობისას. თუკი თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ რაიმე მემკვიდრული დაავადება. აუცილებელია ასევე პროფილაქტიკური შემოწმება სტომატოლოგთან, ვინაიდან კარიესული კბილები ინფექციის წყაროა. 

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ორსულობისთვის

მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები, კონტაქტი ინფექციურ ავადმყოფებთან; უარი თქვით მავნე ჩვევებზე. გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეამცირეთ შავი ჩაი, ყავა, რაციონიდან გამორიცხეთ ,,მავნე“ პროდუქტები – კონსერვატებიანი, გემოვნების გამაძლიერებლებით, საღებავებით და ა. შ.

რა ანალიზებია საჭირო

ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, საჭიროა ჩაიტარონ შემდეგი ანალიზები:

  • შარდის საერთო ანალიზი
  • სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა
  • სისხლის ანალიზი – კლინიკური, ბიოქიმიური, რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა, სისხლის ჯგუფის დადგენა, კოაგულოგრამა
  • ანალიზები და ნაცხი სქესობრივ ინფექციებზე (ათაშანგი, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, გონორეა, კანდიდოზი)
  • ანალიზი TORCH-ინფექციებზე (ტოქსოპლაზმა, წითურა, ჰერპესი, ციტომეგავირუსი და სხვ.); ასევე – აიდვ და ვირუსულ ჰეპატიტებზე
  • კოლპოსკოპია
  • ფლუოროგრაფია
  • ეკგ
  • მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ეს არის ძირითადი გამოკვლევები, თუმცა გამომდინარე ქალის ჯანმრთელობიდან, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებიც, განსაკუთრებით არარეგულარული მენსტრუაციისას, თვითნებური აბორტებისას და ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.

♥♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე – Family Planning Tests >>

ფერტილობის (განაყოფიერების უნარი) ტესტები – Fertility Tests >>
მამაკაცის ფერტილობის ტესტები – Male Fertility Tests >>
ოვულაციის ტესტებიOvulation Tests >>
ორსულობის ტესტებიPregnancy Tests >>

ორსულობა 30 წლის ზემოთ

არსებობს მოსაზრება, თითქოს 30 წლის ზემოთ რთულება დაორსულება და მშობიარობა, თუმცა ეს მთლად  ასე არაა. ცხადია, დაორსულების შანსი რამდენადმე კლებულობს, ვინაიდან ასაკთან ერთად თანდათანობით მცირდება ფოლიკულების რეზერვი საკვერცხეებში. ამასთან, ქალს შესაძლოა უკვე ქრონიკული დაავადებები ჰქონდეს, რაც გავლენას მოახდენს ორსულობაზე. ჯანმრთელ ქალებს, რომელთა ასაკი 30 წლის ზევითაა, სანერვიულო არა აქვთ. უბრალოდ მათ უნდა გაითვალისწინონ ზემოთ აღწერილი რეკომენდაციები. 35 წლის ზემოთ რამდენადმე მატულობს ახალშობილის თანდაყოლილი გადახრები, ამიტომ, ჩასახვამდე ამ ასაკის ქალებისათვის რეკომენდებულია დამატებით გენეტიკური გამოკვლევაც.

რჩევები მამაკაცებს

მომავალი პატარას ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული მამის ჯანმრთელობაზე. ბავშვის ჩასახვამდე მომავალმა მამამ საჭიროა გაიაროს კონსულტაცია უროლოგთან. საჭიროა გამოირიცხოს სქესობრივი ინფექციები, ,,მამაკაცთა“ დაავადებები, ჩატარდეს სპერმის ანალიზი. ასევე რეკომენდებულია თერაპევტის კონსულტაციაც.

მომზადებულია  http://yod.ua/articles/kak-pravilno-podgotovit-organizm-k-beremennosti/-ის მიხედვით

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
ბმები:

  1. ორსულობა და მშობიარობა
  2. რა სჭირდება ორსულს?
  3. რა სჭირდება ახალშობილს?
  4. რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას?
  5. რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
  6. ტანსაცმელი ორსულებისთვის თვეების მიხედვით
  7. ბავშვი 

..