როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ქუდი

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ქუდი

ბავშვს მინიმუმ 4 ქუდი სჭირდება: თბილი და ცივი სეზონებს შორის პერიოდისთვის, და ზამთრისა და ზაფხულისათვის.
თუმცა ხშირად აღმოჩნდება რომ მათი რაოდენობა სამჯერ მეტია, ვიდრე ეს საჭიროა – ვიღაც ჩუქნის ბავშვს, ზოგჯერ ვყიდულობთ გარკვეული ტანსაცმლისთვის.
და მაინც – როგორ შევარჩიოთ ქუდი, ისე, რომ ბავშვი თბილად და ამასთან კომფორტულადაც იყოს?

წინამდებარე გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას.
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში მიმდინარე ფასდაკლებებით.
♦ შეგახსენებთ: როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”

 

ქუდის მოდელის შერჩევისას გაითვალისწინეთ ზედა ტანსაცმლის თავისებურებები.
თუ ბავშვის ქურთუკს აქვს კაპიუშონი, დიდი ზომის პომპონებიანი ქუდი კარგად ვერ მოერგება.
თუ ქურთუკს მაღალი, სქელი საყელო აქვს, არ ღირს ისეთი ქუდის ყიდვა, რომელსაც ნიკაპქვეშ აქვს შესაკრავი. თუ ქურთუკის საყელოს ნაწილი ფართოა და საჭიროა შარფი, კარგი იქნება შლემის ტიპის, ასევე მილისებრი ქუდი.
რაც შეეხება მასალას, ცხადია უნდა ავირჩიოთ ან ნატურალური ან სინთეზური. სინთეთიკა უფრო გამძლეა და მყარია, თუმცა ის ყველას არ უხდება.
ნატურალური (შალი, ბუმბული) უფრო ძვირი და სახმარად უფრო ფაქიზია. ოპტიმალური ვარიანტია – შერეულის ტიპის ქსოვილი.
ამასთან, სასურველია სინთეზური მასალა ნაკლებად იყოს დამატებული.
ქუდი მოსახერხებელი, კომფორტული უნდა იყოს – არ უნდა იჩხვლიტებოდეს და არ იწვევდეს ქავილს, არ უნდა ჩამოუცურდეს ბავშვს თვალებზე, არ უნდა უჭერდეს ყელზე და ყურებზე და ასევე ზედმეტად დიდიც არ უნდა ჰქონდეს.
ქუდი ადვილად დასახური და მოსახდელი უნდა იყოს, ისე, რომ ერთი წლის ბავშვი თავად უნდა აკეთებდეს ამას თავისუფლად.
კარგია, თუ ქუდს ექნება დასარეგულირებელი დეტალები, ბავშვის თავზე კარგად მოსარგებად.
სასურველია ქუდს შიგნით ჰქონდეს ნატურალური ქსოვილი, უმჯობესია ბამბის – იგი არ იწვევს ალერგიას, არ იჩხვლიტება, კარგად იწოვს ზედმეტ ტენს და ხელს არ უშლის კანის სუნთქვას.
წლამდე ასაკის ბავშვებს სასურველია დავახუროთ მეორე თხელი ქუდი.
ქუდს შიგა მხარეზე არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები, ეტიკეტები, ამოქარგული ლოგოტიპები და სხვ.
ლოგიკურია ქუდი ზედა ტანსაცმლის ფერს შევუხამოთ.
აირჩიეთ კონტრასტული ფერები ან ჭრელი ქუდი, ისე, რომ ერთ-ერთი ფერი იმეორებდეს  ქურთუკის ფერს.
რაც შეეხება თეთრი ფერის ქუდს, ის ყველანაირი ფერის სამოსს შეეფერება. შავი, ყავისფერი, რუხი ფერები საუკეთესო არჩევანი არაა  ბავშვისთვის.
ქუდის ყიდვისას დააკვირდით იარლიყს.
ბავშვის ნივთებს ხშირი რეცხვა უწევთ, ამიტომ ქუდი, რომელიც ნაწილობრივ სინთეზური მასალისგანაა დამზადებული ჯობია მთლიანად ბუნებრივი მასალისგან დამზადებულს.
იდეალური ქუდი სარეცხის მანქანაში ირეცხება, სწრაფად შრება და ფორმას არ კარგავს. კარგია, თუ შეიძლება დეკორატიული ელემენტების დროებით, რეცხვის დროს მოცილება.
გაითვალისწინეთ, რომ გარეთ ბავშვები აქტიურები არიან და ალბათობა იმისა, რომ გაოფლიანდებიან უფრო მეტია, ვიდრე, რომ შესცივდებათ.
ქუდი აუცილებლად უნდა შეესაბამებდეს ამინდს და რაც მთავარია, თავად ბავშვს უნდა მოსწონდეს!


როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ქუდი♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦  ქუდები – Web-თანხლება: 1. ქუდები > 2. ქუდები გამოწერით 3. ქუდები ახალშობილებისათვის > 4. ბავშვის ქუდის ზომები >  4. საზღვაო ქუდი > 4. საცურაო ქუდი >
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
ქუდები ქართულ ინტერნეტში