ავანაფილი

ავანაფილი – უახლესი საშუალებაა მამაკაცების ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. გვხვდება ავანაფილის რამოდენიმე სავაჭრო დასახელება, მაგალითად სტენდრა Stendra ან სპედრა. ავანაფილი მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა-5 – ის ინჰიბიტორების ჯგუფს. ნებადართულია FDA-ის (საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო) მიერ 2012 წლიდან.

ავანაფილი – ცნობილია სავაჭრო ნიშნებით სტენდრა Stendra და Spedra. ავანაფილი შემუშავებულია კომპანია VIVUSInc. – ის მიერ. 2013 წლის ივლისში Vivus – მა განაცხადა იმის შესახებ, რომ MenariniGroup ჯგუფთან ერთად ხელს შეუწყობდა ავანაფილის გაცნობას Spedra-ს ნიშნით ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ანოტაცია, რომელიც მოყვება პრეპარატ ავანაფილს, მოწმობს იმას, რომ ავანაფილის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია აზოტის ოქსიდის ადგილობრივი გამოთავისუფლების სტიმულაციაზე.

ავანაფილის მოქმედების მექნიზმი

როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, ავანაფილი – ეს არის ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორი. ავანაფილის აქტიური კომპონენეტია ამავე დასახელების ნივთიერება. დამხმარე კომპონენტებია – მანიტი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი, ფუმარის მჟავა და ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

როგორ მოქმედებს ავანაფილი 100მგ? ავანაფილის აქტიური კომპონენტი ააქტიურებს აზოტის ოქსიდის ადგილობრივ გამოთავისუფლებას და იძლევა ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბირების საშუალებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ავანაფილის აბსორბციის შედეგად ხდება პენისის გლუვი კუნთების მოდუნება და ერეგირებულ პენისს მიეწოდება სისხლის მეტი რაოდენობა. შედეგად – პოტენცია სტაბილურდება.

50მგ და 100მგ ავანაფილს აქვს რიგი დამახასიათებელი თავისებურებები:

  1. აქტიური კომპონენტის მოქმედების შერჩევითობა ფოსფოდიესთერაზა-5-ის მიმართ დაახლოებით 100-ჯერ მაღალია, ვიდრე ფოსფოდიესთერაზა-11-ის და ფოსფოდიესთერაზა-6-ის მიმართ. ეს იძლევა ავანაფილის ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლის გარანტიას;
  2. ავანაფილის აქტიური კომპონენტების ორგანიზმიდან გამოდევნაში ღვიძლი არ იღებს მონაწილეობას. ამის ხარჯზე შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ გვერდითი მოვლენები ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრიდან;
  3. ავანაფილი არადგენს ერექციას ბუნებრივი გზით იმის ხარჯზე, რომ ბლოკავს ფოსფოდიესთერაზას.

უნდა აღინიშნოს, რომ ავანაფილი იქნება ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერექცია არ არის სისხლძარღვოვანი გენეზის.

პრეპარატი იყიდება ინტერნეტ მაღაზია ამაზონზე. დააკლიკეთ ჟოლოსფერ  სიტყვებს და გახვალთ ამაზონის შესაბამის განყოფილებებზე.

მიიღეთ ექიმის კოსულტაცია!
გაეცანით “გაფრთხილებას”. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების  გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!