მეთესლეობა

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მეთესლეობა

მეთესლეობა, მემცენარეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლის გეგმური გამრავლება ჯიშთმონაცვლეობისა და ჯიშთგანახლებისათვის. მეთესლეობის სწორი წარმართვა ემყარება გენეტიკურ კანონზომიერებათა გამოყენებასა და დარაიონებული ჯიშებისა და ჰიბრიდების ბიოლოგიურ ცოდნას. მეთესლეობა უშუალოდ არის დაკავშირებული სელექციასთან.
საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების უძველეს ქვეყანაში, საკუთარი წესებით ხდებოდა ჯიშების დაცვა „გადაჯიშებისაგან“.

1927 წელს გიორგის რცხილაძის ხელმძღვანელობით თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ჩამოყალიბდა თესლის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია, შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა კონტროლის ინსპექცია. 1929 წელს რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში მოეწყო თესლის კონტროლის ლაბორატორია, მომზადდა მეთესლე აგრონომთა კადრები.

1937 წელს საქართველოს მიწსახკომთან შეიქმნა მეთესლეობის სამმართველო, შემდეგ ჯიშიანი თესლის სამმართველო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებში (ი. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მისი სისტემის საცდელი სადგურები) არის მეთესლეობის განყოფილებები, რომლებიც დარაიონებულ ჯიშებსა და ჰიბრიდების ხაზებზე აწარმოებენ პირველად მეთესლეობას. საქართველოში მეთესლეობის ორგანიზაციაში, მეცნიერული საფუძვლების შემუშავებასა და კადრების მომზადებაში გ. რცხილაძის გარდა დიდი ღვაწლი მიუძღვით დ. ბუაჩიძეს, გ. გაბუნიას, ე. ჩერნიშს, ი. ებანოიძეს და სხვებს.

>>> თესლები