თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის შემდგომ

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის (სარძევე ჯირკვლის მოკვეთის) შემდგომი პერიოდისათვის

სარძევე ჯირკვლის მოკვეთის ოპერაციის გადატანის შემდეგ იწყება რეაბილიტაციის რთული პერიოდი. ოპერაცია საკმაოდ ტრავმატულია. მასტექტომიის შემდეგ ხშირად ირღვევა სხეულის აღნაგობა, აღინიშნება კუნთოვანი ბოჭკოების ნაწილობრივი ატროფია, ზოგჯერ კი ირღვევა მოძრაობის სიმტკიცე მხრის სახსრის არეში. მასტექტომიის შემდეგ ყველა სიძნელისა და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გადალახვაში დაგეხმარებათ კარგად შერჩეული თეთრეული, კერძოდ კი ბიუსჰალტერი. პროთეზთან ერთად ის საშუალებას იძლევა დაიფაროს შეძენილი დეფექტი.

მასტექტომიის შემდგომის პერიოდის თეთრეულის სახეები

ქირურგიული ჩარევის შემდეგ  რეკომენდებულია სპეციალური თეთრეული ტარება. ის განკუთვნილია კანის საფარველის სწრაფი შეხორცებისათვის და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის. ამ ტიპის თეთრეული იყოფა 3 სახისაა:

  • კომპრესიული, რომელსაც მიეკუთვნება სახელოები და ბანდაჟები
  • ორთოპედიული – ბიუსჰალტერები
  • მაკორექტირებელი – ბიკინები და ბიუსჰალტერები

♦♦ კომპრესიული სახელოები post mastectomy compression sleeve ,,ამაზონზე” >>>
♦♦ ბიუსჰალტერები მასტექტომიის შემდგომ –  mastectomy bra – ,,ამაზონზე” >>>
♦♦ ტანსაცმელი მასტექტომიის შემდგომ  – post mastectomy clothing ,,ამაზონზე” >>


კომპრესიულ თეთრეული იცმევა მაშინვე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.  იგი ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება გაძლიერებული ლიმფური დრენაჟის გამო. ოპერაციიდან  4 კვირის შემდეგ, როცა  ჭრილობა შეხორცდება, არჩევენ შესაბამის პროთეზს. ამავე დროს იწყებენ მაკორექტირებელი საშუალების გამოყენებას.

მაკორექტირებელი თეთრეული კონსტრუქტირებულია ისე, რომ დაიჭიროს სარძევე ჯირკვლის პროთეზი. მას მკერდის ეგზოპროთეზს უწოდებენ;  ამზადებენ ქსოვილისგან ან პლასტმასისგან; შიგნით არის სილიკონი. ეგზოპროთეზებს იყენებენ სახვევის მოხსნისა და დრენაჟის მოცილების შემდეგ. ეგზოპროთეზი საკმაოდ მსუბუქია და  ხელს არ უშლის ნაკერების კარგად დაჭიმვას და არ აზიანებს მკერდის კანს. სილიკონის პროთეზების გამოყენებას იწყებენ ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

♦♦  მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე”  mastectomy prosthesis >>>

მაკორექტირებელ საშუალებებთან ერთად ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ორთოპედიულიც. ჩვეულებრივ მის ტარებას იწყებენ მასტექტომიიდან 1-2 თვის შემდეგ, ე.ი. იმ დროს, როდესაც ნაკერები უკვე ნაწიბურს იკეთებს. ზუსტი დრო უნდა განსაზღვროს ექიმმა. მხედველობაში მიიღება ოპერაციის სირთულე და პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები. ორთოპედიული ბიუსჰალტერების მთავარი განსხვავება ჩვეულებრივისგან მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უფრო რბილია და არ აწვება მკერდს, უზრუნველყოფს ქსოვილების კარგ სისხლმომარაგებას.

დღეისათვის მწარმოებლები ამზადებენ არა მარტო ბიუსჰალტერებს, არამედ საცურაო ბიკინებსაც მასტექტომიის შემდგომი პერიოდისთვის. რადგანაც რეაბილიტაციის პერიოდში აუცილებელია ვარჯიშების კომპლექსის შესრულება, აუზზე სიარული ლიმფის შეგუბების თავიდან ასაცილებლად, საცურაო ბიკინი მასტექტომიის შემდეგ აუცილებლად გამოგადგებათ. ზოგიერთი მოდელი შეიძლება აღჭურვილი იყოს ცურვისთვის საჭირო სპეციალური პროთეზით, რომლიც შეიცავს წყალგაუმტარ შემავსებლებს.

♦♦ საცურაო კოსტიუმები მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის ,,ამაზონზე” –  mastectomy swimsuits ->>>

თეთრეულის ფუნქციები

სწორად შერჩეული თეთრეული ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

  • ხსნის ტკივილის სინდრომს
  • ეხმარება სარძევე ჯირკვლის მოხაზულობის აღდგენაში
  • ეწინააღმდეგება გართულებების წარმოქმნას
  • ხელს უწყობს ფსიქოლოგიური პრობლემების მოხსნას

ორთოპედიული საშუალებები, რომელთა ტარებაც მიღებულია მაშინვე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მკერდს იჭერენ კორექტულ მდგომარეობაში. შედეგად ნაწიბური სწრაფად ხორცდება. კომპრესიული ბანდაჟების და მაკორექტირებელი ბიუსჰალტერების გამოყენება ხელს უშლის  სითხის დაგროვებას ხეულის იმ ნაწილში, სადაც ჩატარდა მასტექტომია. ვინაიდან ოპერაციის დროს ამოიკვეთება ლიმფური კვანძები, სარძევე ჯირკვალში ან ირგვლივ ქსოვილებში მატულობს  შეშუპების განვითარების რისკი. ამასთანავე ირღვევა ლიმფის დინებაც და ვითარდება  ლიმფოსტაზი. რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ტროფიკული წყლულების განვითარება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კომპრესიული სახელოებისა და ბანდაჟების ტარება. ისინი ეხმარება ზეწოლის თანაბარ განაწილებას და  ლიმფა არ გროვდება სხეულის ერთ ნაწილში. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაკორექტირებელ საშუალებას ატარებენ არანაკლებ 3 სთ-ისა დღეში.

როგორ შევარჩიოთ თეთრეული?

მკერდზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თეთრეულის არჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • კომფორტი ტარების დროს;
  • დასამზადებელი მასალა;
  • ზომა;
  • გარეგანი სახე.

კომპრესიული ან მაკორექტირებელი თეთრეულის შერჩევისას ორიენტირება უნდა მოახდინოთ თქვენს შეგრძნებებზე – რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს მისი ტარებისას. პოსტოპერაციულ პერიოდში ჩვეულებრივი ბიუსჰალტერების ტარება არ არის რეკომენდებული, რადგანაც მათ შორის ყველაზე ხარისხიანებიც კი არ არის გამოსადეგარი პროთეზების ტარებისთვის.


რაც შეეხება ზომას, არ ღირს ძალიან დიდის შეძენა, რადგანაც არ მოგერგებათ ნორმალურად და ვერ უზრუნველყოფს შესაფერის დაჭერას. ძალიან პატარა ბიუსჰალტერი კი პირიქით, დააწვება და დაარღვევს სისხლის მიმოქცევას სარძევე ჯირკვალში.

მასტექტომიის შემდგომ ტარებისთვის განკუთვნილი თეთრეული იკერება ნატურალური და სინთეზური ქსოვილისგან. პირველი ვარიანტი უპირატესობით სარგებლობს, რადგანაც კანს აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. ხშირად მაკორექტირებელ თეთრეულს კერავენ ნატურალური ქსოვილისგან ლატექსის დამატებით. ასეთი თეთრეული შეხებით სასიამოვნოა, შესანიშნავად იჭერს და არ აწვება მკერდს. სახელოების  შერჩევის დროს სწორად უნდა შეარჩიოთ ზომა. ამისათვის საჭიროა წინასწარ გაზომოთ მაჯის, იდაყვისა და ხელის გარშემოწერილობის გაზომვა მხრიდან 3-5სმ-ით ქვემოთ. სახელოების შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ არ აწვებოდეს მაჯას.

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიოთ თეთრეული, თუ ქალი აპირებს შეცვლადი პროთეზის ტარებას. მაკორექტირებელი საშუალების ძირითადი დანიშნულებაა პოსტოპერაციულ ეტაპზე პროთეზის ფიქსაცია. მასტექტომიის შემდგომ ბიუსჰალტერს აქვს ჯიბეები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაცვლელი პროთეზებისთვის. ეს საშუალებას იძლევა მკერდი კარგად დაიჭიროს და ამასთანავე არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. მისი წყალობით მკერდი სწორ მდებარეობაშია, ხერხემალი კი თანაბრადაა დატვირთული. შესაბამისად ნაწიბურები ხორცდება გაცილებით სწრაფად.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

წყარო: http://mastopatiya.su/rak/bele-posle-mastektomii.html; გადასვლა >> ბანდაჟი