სწორი ნაწლავის გამოვარდნა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ  ბანდაჟები რექტოცელეს დროს  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

სწორი ნაწლავის გამოვარდნა ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, ვინაიდან ამ პათოლოგიის დროს სწორი ნაწლავის ყველა შრე უკანა გასავლიდან (ანუსიდან) გარეთ გამოდის. სწორი ნაწლავის გამოვარდნის (პროლაფსის) მიზეზი, როგორ წესი, არასასურველი მდგომარეობების ერთობლიობაა, თუმცა მათგან შეიძლება გამოვყოთ წამყვანი ეტიოლოგიური ფაქტორი. წინასწარგანმწყობ ფაქტორს მიეკუთვნება ორგანიზმისა და სწორი ნაწლავის  კონსტიტუციურ-ანატომიური თავისებურებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ასევე შეძენილი დეგენერაციული ცვლილებები სწორი ნაწლავის კედელში და სფინქტერში.

სწორი ნაწლავის გამოვარდნის მიზეზებია: ყაბზობა, სწორი ნაწლავის დაცლის დარღვევები, რასაც თან ახლავს ხანგრძლივი ჭინთვები, ასევე  მკვეთრი გახდომა, მძიმე და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვები, მუცლის ტრავმები და სხვ. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია – ნაწლავის დისფუნქცია, ნევროლოგიური ცვლილებები, ზურგის ტვინის ტრავმა. დაავადების ძირითადი სიმპტომია სწორი ნაწლავის ნაწილობრივი ან სრული გამოვადნა. სიხშირის მიხედვით, მეორე სიმპტომია ნაწლავის შიგთავსის შეუკავებლობა; ავადმყოფთა 50% კი აღენიშნებათ მსხვილი ნაწლავის ფუნქციის მოშლა, ყაბზობის ფორმით.

♦ ქვემოთ გთავაზობთ პორტალზე www.medgeo.net – განთავსებულ პოსტებს სწორი ნაწლავის გამოვარდნის შესახებ:


♦♦ ბანდაჟი ქალებისათვის რექტოცელეს დროს ,,ამაზონზე”  – rectocele support >>>>

…………………

>>>> ბანდაჟები

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..