ლაქტოსტაზი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ დედის რძის გამოსაწველი აპარატები, რძის შესანახი მოწყობილობები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

ლაქტოსტაზი – რძის შეგუბება სარძევე ჯირკვალში. ლაქტოსტაზი წარმოიქმნება რძის გაძლიერებული პროდუქციით და სარძევე ჯირკვლიდან მისი გამოყოფის დარღვევით. ლაქტოსტაზის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • შეუსაბამობა აქტიურად ფუნქციონირებადი სარძევე ჯირკვლის ქსოვილსა და რძის სადინრების დიამეტრს შორის.
  • ბრტყელი ძუძუს თავი (დვრილი), ასევე ნახეთქები, რაც აძნელებს ძუძუთი კვებას
  • ბუნებრივი კვების შეწყვეტა და ხელოვნურზე გადასვლის პერიოდი
  • სტრესი და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს სადინრების სპაზმს
  • მკერდის ტრავმა
  • ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა, რის გამოც ბავშვი არაეფექტურად წოვს და ჯირკვალი საკმარისად არ იცლება
  • ზეწოლა სარძევე ჯირკვალზე (ვიწრო ტანსაცმლით, დედის თითებით კვების დროს, ან მუცელზე ძილის დროს)
  • გაციება, ორპირ ქარში მოხვედრა

რძის გაძლიერებული გამოყოფა, როგორ წესი, ხდება ლაქტაციის პირველ დღეებში. პირველი მშობიარობისას რძე მოდის მესამე, ან მეოთხე დღეს, ხოლო განმეორებითი მშობიარობისას შედარებით ადრე.
ამ პერიოდში ჩვილი ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რძეს გამოწოვს და სარძევე ჯირკვალი არ იცლება. შედეგად სადინრებსა და ჯირკვლის წილებში მატულობს წნევა, რაც იწვევს ქსოვილის შეშუპებასა და ანთებას;
მატულობს ტკივილიც. ამასთანავე, წნევის მატება აფერხებს ლაქტაციას. შეგუბებული რძე უკუშეიწოვება,  იძენს პიროგენულ თვისებებს, რაც განაპირობებს სხეულის ტემპერატურის მატებას.


♥ დედის რძის გამოსაწველი აპარატები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>  



ლაქტოსტაზის ნიშნები

  • სარძევე ჯირკვლის ქსოვილი გამაგრებული და მტკივნეულია, განსაკუთრებით ხელით შეხებისას
  • სარძევე ჯირკვალზე გამოხატულია გაფართოებული ვენები

ლაქტოსტაზის დროს სარძევე ჯირკვლის გმაგრება და მტკივნეულობა შესაძლოა შენარჩუნდეს მისი დაცლის მერეც.
სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია (37-380С).


♦♦ დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦♦ დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦♦<<დედის რძის შესანახი პაკეტები>>
♦♦<<დედის რძის შესანახი ბოთლები>>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ლაქტოსტაზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ლაქტოსტაზის დროს აუცილებელია საჭირო ღონისძიებების ჩატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ანთება) განვითარება.

  • მშობიარობის პირველ კვირას საჭიროა შეიზღუდოს სითხეების მიღება, დღეში 800-1000 მლ-მდე.
  • ლაქტოსტაზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია ჩვილის ხშირი კვება. თუკი რძის შეგუბება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პატარას გაუჭირდება ძუძუს გამოწოვა. ამიტომ ქალმა თავიდან უნდა გამოიწველოს მცირე პორცია, რაც შედარებით შეამცირებს ძუძუს თავის ირგვლივ დაჭიმულობას და ბავშვს გაუადვილებს მოწოვას.
  • ლაქტოსტაზის დროს სასარგებლოა პერიოდულად მკერდის მასაჟი – წრიული მოძრაობები პერიფერიიდან ჯირკვლის ცენტრისაკენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამკვრივებულ და მტკივნეულ უბნებს.
  • რომელი ძუძუც უფრო მეტად მტკივნეულია, ის უნდა მიეცეს ბავშვს უფრო ხშირად. თუკი ბავშვი ბოლომდე ვერ ცლის, აუცილებელია ძუძუს გამოწველა. საამისოდ შეიძლება გამოიყენოთ გამოსაწველი აპარატები.

ლაქტოსტაზიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ლაქტოსტაზი – რძის შეგუბება სარძევე ჯირკვალში
🤱 ლაქტოსტაზი წარმოიქმნება რძის გაძლიერებული პროდუქციით და სარძევე ჯირკვლიდან მისი გამოყოფის დარღვევით

📌 ლაქტოსტაზის ხელშემწყობი ფაქტორებია:
✔️ შეუსაბამობა აქტიურად ფუნქციონირებადი სარძევე ჯირკვლის ქსოვილსა და რძის სადინრების დიამეტრს შორის;
✔️ ბრტყელი ძუძუს თავი (დვრილი);
✔️ ნახეთქები, რაც აძნელებს ძუძუთი კვებას
✔️ ბუნებრივი კვების შეწყვეტა და ხელოვნურზე გადასვლის პერიოდი
✔️ სტრესი და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს სადინრების სპაზმს
✔️ ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა, რის გამოც ბავშვი არაეფექტურად წოვს და ჯირკვალი საკმარისად არ იცლება
✔️ ზეწოლა სარძევე ჯირკვალზე
❗️ ლაქტოსტაზის დროს აუცილებელია საჭირო ღონისძიებების ჩატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ანთება) განვითარება
👉 შეიტყვეთ მეტი ლაქტოსტაზზე – https://bit.ly/3V3Ht6w
#ლაქტოსტაზი #რაარისლაქტოსტაზი #ლაქტოსტაზისნიშნები #ლაქტოსტაზისსიმპტომები #ლაქტოსტაზისხელშემწყობიფაქტორები #ლაქტოსტაზისპროფილაქტიკა #ლაქტოსტაზისმკურნალობა #რძისშეგუბება #რძისგაძლიერებულიპროდუქცია #მკერდისტკივილი #მკერდისშეშუპება #ძუძუთიკვება #ზეწოლასარძევეჯირკვალზე #ბრტყელიძუძუსთავი #ნახეთქებიმკერდზე #ბუნებრივიკვება #ხელოვნურიკვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

წყარო: https://medportal.ru/enc/procreation/breastfeeding/27/;

>> მეანობა