ბავშვთა აუტიზმი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის   ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

ბავშვთა აუტიზმი
   ბავშვთა აუტიზმის მახასიათებლები

    ბავშვთა აუტიზმის  სოციალური სახის დარღვევები
შეზღუდვები, განმეორებითი მოქმედებები და ინტერესები აუტიზმის დროს.
ბავშვთა აუტიზმის სხვა სიმპტომები
ბავშვთა აუტიზმის კლასიფიკაცია
ბავშვთა აუტიზმის მიზეზები
ბავშვთა აუტიზმის მექანიზმი
ბავშვთა აუტიზმის პათოფიზიოლოგია
ბავშვთა აუტიზმის ნეიროფსიქოლოგია
ბავშვთა აუტიზმის სკრინინგი
ბავშვთა აუტიზმის დიაგნოსტიკა
ბავშვთა აუტიზმის თერაპია და აღზრდა
ბავშვთა აუტიზმის პროგნოზი
ბავშვთა აუტიზმის ისტორია

აუტიზმი აღმოცენდება თავის ტვინი განვითარების დარღვევის შედეგად და ხასიათდება მრავალმხრივად გამოხატული სოციალური ურთიერთობის დეფიციტით, ინტერესების შეზღუდვით და განმეორებადი მოქმედებების შემცირებით. ყველა აღნიშნული ნიშნები ვლინდება სამ წლამდე ასაკში. ანალოგიურ მდგომარებას, რომელიც უფრო მსუბუქი ნიშნებით და სიმპტომებით არის გამოხატული, ეწოდება აუტისტური სპექტრის მოშლილობა.

აუტიზმის მიზეზები მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ გენებთან, რომლებიც გავლენას ახდენს თავის ტვინში სინაპსური კავშირების მომწიფებაზე. დაავადების გენეტიკა რთულია და სადღეისოდ უცნობია, რა უფრო მეტ გავლენას ახდენს აუტისტური სპექტრის მოშლილობაზე: მრავლობითი გენების ურთიერთქმედება თუ იშვიათი მუტაციები? იშვიათად აღმოცენდება დაავადების მყარი ასოციაცია ნივთიერებათა მოქმედებაზე, რაც თანდაყოლილი დეფექტებით არის გამოწვეული. სხვა სავარაუდო მიზეზებიდან აუტიზმს აკავშირებენ ბავშვები ვაქცინაციასთან, მაგრამ ამ მხრივ დამამტკიცებელი სამეცნიერო კვლევები არ არსებობს. მსოფლიოში აუტიზმით დაავადებულია ყოველი 88-ე ბავშვი (http:/www.autismspeaks.org), ბიჭებში დაავადება 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. აშშ-ის მონაცემებით 2011-12 წლებში აუტიზმი და აუტისტური სპექტრის მოშლილობა ოფიციალურად მოსწავლეების 2%-ს დაუდგინდა, რაც 1.2%-ით მეტია 2007 წლის მონაცემებთან. აუტიზმით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად მატულობს XX საუკუნის 80-იანი წლებიდან, რაც ნაწილობრივ დიაგნოსტიკის სფეროში მიღწეული წარმატებით აიხსნება, ამასთან რეალურად უცნობია გაზრდილია თუ არა დაავადების რიცხვი.


♦♦ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა ნივთების  გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან” – დააკლიკეთ ქვემოთ >>> ნიშანს და გადახვალთ ,,ამაზონის” შესაბამის განყოფილებაში:

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


აუტიზმის დროს ცვლილებები აღინიშნება თავის ტვინის მრავალ მონაკვეთებში, მაგრამ თუ როგორ ვითარდება ეს ცვლილებები უცნობია. ჩვეულებრივ მშობლები სიმპტომებს ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე ამჩნევენ. ადრეული ჩარევა საშუალებას იძლევა ინტესიური ურთიერთობით, თვითდახმარების უნარი-ჩვევები გამოუმუშავდეს ბავშვებს. თუმცა განკურნების მეთოდები სადღეისოდ არ არსებობს. ზოგიერთი ბავშვი სრულწლოვანობამდე ახერხებს დამოუკიდებლად ცხოვრების წესების გამომუშავებას. შეიქმნა თავისებური კულტურა აუტიზმით დაავადებულ ადამიანებთან მიმართებაში, ზოგი მიიჩნევს, რომ აუტიზმი უფრო „განსაკუთრებული“ ალტერნატიული მდგომარეობაა, ვიდრე დაავადება, რაც გამოიხატება განვითარების შეფერხებით და გარშემო მყოფთა მიმართ კონტაქტში არ შესვლის სურვილით. ამ დაავადების სიმპტომები ყოველთვის ფიზიოლოგიურად არ ვლინდება, მაგრამ ბავშვების ქცევაზე და მათ რეაქციებზე დაკვირვებით, შესაძლებელია ამ დაავადების ამოცნობა, რაც 1000-დან 1-6 ბავშვში ვითარდება. აუტიზმის გამომწვევი მიზეზები საბოლოოდ დადგენილი არ არის.

აუტიზმის მახასიათებლები

აუტიზმი წარმოადგენს ნერვული სისტემის განვითარების დარღვევის შედეგს, რომლისათვისაც დამახასიათებელია მრავალმხრივი გამოვლენა, რაც აღინიშნება სიცოცხლის პირველ ან ბავშთა ასაკში. მოშლილობა მიმდინარეობს მყარად და როგორც წესი რემისიის გარეშე. ახალშობილების ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა: დისკომფორტზე დამახინჯებული რეაქცია შიშის და ტირილის სახით, მაგრამ ძლიერ გაღიზიანებაზე სუსტი რეაქცია, კვების პოზაზე შესუსტებული რეაქცია, კვების შემდეგ კმაყოფილების გრძნობა უმნიშვნელოა. ბავშვებში დამახინჯებულია „გამოცოცხლების კომპლექსის“ რეაქცია, რაც ხასიათდება მოზრდილებთან ურთიერთობის მზაობით. ამასთან გამოცოცხლების რეაქციის კომპონენტი ვლინდება უსულო საგნებთან მიამრთებაში. მაგალითად, საწოლზე ჩამოკიდებული სათამაშოს მიმართ. სიმპტომები ნარჩუნდება მოზრდილებშიც, მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმით. თუმცა ეს სიმპტომები აუტიზმის გამოსავლენად არასაკმარისია. საჭიროა დამატებითი ტრიადის არსებობა:

  • სოციალური ურთიერთობის უკმარისობა,
  • შესაბამისი კომუნიკაციის დარღვევა,
  • ინტერესების და ქცევის განმეორებითი რეპერტუარის შეზღუდვა.

აუტიზმით დაავადებულისათვის დამახასიათებელია სხვა ასპექტები, მაგალითად საჭმლის ამორჩევა, მაგრამ სადიაგნოსტიკო ღირებულება ამ სიმპტომს არ გააჩნია. აუტიზმი წარმოადგენს აუტისტური სპექტის სამი სახის მოშლილობიდან ერთ-ერთს (ASD) ზოგადად „ტრიადის“ ცალკეული სიმპტომები მოსახლეობაში გვხვდება, თუმცა მათი ასოციაციის ხარისხი მაღალი არ არის და ადამიანთა უმრავლესობაში პათოლოგიური გამოვლინება თავსდება ცალკეულ კონტინუუმში. აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელიც მიდრეკილია ჩაკეტილი ცხოვრების წესისაკენ, გარემოსადმი აქტიური კარჩაკეტილობით, ემოციის გამოხატვის სიღარიბით.

აუტიზმის სოციალური სახის დარღვევები

აუტიზმით დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია სრულყოფილი სოციალური ურთიერთობა და შესაბამისად ნორმალური ადამიანის მსგავსად ინდივიდუალურად შეიცნოს სხვა ადამიანის მდგომარეობა.

სოციალური დარღვევების არსებობა შესამჩნევია ადრეულ ბავშვობაში, ძუძუთა ბავშვებში, რომლებიც აუტიზმით არიან დაავადებული, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სოციალურ სტიმულებს, იშვიათად იღიმებიან და უყურებენ სხვა ადამიანს, იშვიათად რეაგირებენ საკუთარ სახელზე. სიარულის სწავლის პერიოდში, ბავშვი კიდევ უფრო შესამჩნევად გადაიხრება სოციალური ნორმისაგან, იშვიათად უყურებს ადამიანს თვალებში, არ გამოხატავს აღფრთოვანებას პოზის შეცვლის გამო ხელში აყვანის მცდელობისას, თავის სურვილებს ხშირად გამოხატავს სხვა ადამიანის ხელის მანიპულაციით. სამიდან 5 წლის ასაკში ასეთი ბავშვები იშვიათად დემონსტრირებენ სოციალური ვითარების აღქმის უნარს, არ არიან მიდრეკილნი სპონტანურად დაუახლოვდნენ სხვა ადამიანებს, მოახდინონ რეაგირება ადამიანთა ემოციაზე და მოახდინონ სხვათა ქცევის იმიტაცია, მონაწილეობა მიიღონ არავერბალურ ურთიერთობაში, ამავე დროს ისინი მჭიდროდ ურთიერთობენ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათზე ზრუნავენ, თუმცა უფრო მაღალი ინტელექტუალური განვითარებისას ან ნაკლებად გამოხატული აუტისტური მოშლილობის ეს მაჩვენებელი ნორმალიზდება. უფრო დიდი ასაკის ბავშვები ცუდად ართმევენ თავს სახეების და ემოციის გარჩევის ამოცანას.

ბავშვი-აუტისტი მარტოობას უპირატესობას არ ანიჭებს – მათთვის რთულია მეგობრული კავშირების დამყარება და შენარჩუნება. კვლევების თანახმად, მარტოობის განცდა აუტისტებში დაკავშირებულია არსებული კავშირების დაბალი ხარისხით და აქედან გამომდინარე მეგობრების მცირე რიცხვით.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე პირების მხრივ აგრესიულობის გამოვლენასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი ინფორმაცია, სისტემური კვლევები ამ მიმართულებით მცირეა. არსებული მონაცემებით ბავშვებში აუტიზმი ასოცირებულია აგრესიასთან, საგნების მტვრევასთან და მრისხანების შეტევასთან. 2007 წელს მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 67 ბავშვიდან 2/3-ში მრისხანების შეტევები სერიოზულად გამოვლინდა, ხოლო ყოველი მესამე ბავშვი აგრესიას ავლენდა. იმავე გამოკითხვით, მრისხანების შეტევა ხშირი იყო იმ ბავშვებში, რომლებსაც პრობლემები ჰქონდა ენის ავთვისებასთან. 2008 წელს შვედურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე პირებში 15 წლის ზემოთ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული ასოცირებული იყო ფსიქოზთან.

სიცოცხლის პირველ წლებში შესამჩნევია ისეთი გადახრა, როგორიცაა ბავშვის ტიტინის გვიანდელი წარმოშობა, უჩვეულო ჟესტიკულაცია, სუსტი რეაქცია ურთიერთობაზე, ბგერითი ურთიერთობის შეუთავსებლობა მოზრდილებთან ურთიერთობისას. სიცოცხლის მეორე და მესამე წლის განმავლობაში აუტისტი ბავშვები ნაკლებად ტიტინებენ, მწირია სიტყვების მარაგი, იშვიათად ახდენენ სიტყვების კომბინირებას, მათ ჟესტებს ხშირად არ შეესაბამება სიტყვები. ისინი ნაკლებად მიმართავენ მშობლებს თხოვნით და განცდებით, მიდრეკილნი არიან ექოლალიისაკენ (სხვისი სიტყვების განმეორება) და ადგილმდებარეობის რევერსიით (მაგ: კითხვაზე რა გქვია შენ? ბავშვი პასუხობს: „შენ გქვია გიორგი“ არ ცვლის სიტყვას „მე“ „შენით“). ფუნქციონალური საუბრისათვის, როგორც ჩანს აუცილებელია „ერთობლივი ყურადღება“. ამ უნარის არასაკმარისი განვითარება ითვლება ახალშობილთათვის აუტიზმის დამახასითებელ ერთ-ერთ კრიტერიუმად: მაგ: საგნის ხელით მითითებისას ბავშვი უყურებს ხელს და თვითონ იშვიათად უთითებს ობიექტს, რათა სხვა ადამიანებთან გაიზიაროს შთაბეჭდილება. აუტისტი ბავშვი რთულად თამაშობს იმ თამაშებს, რომელიც წარმოსახვას მოითხოვს და გადადის აღნიშვნის საკუთარ ენაზე.

ორი გამოკვლევების მონაცემებით 8-15 წლის აუტისტ ბავშვებში, რომლებიც მაღალფუნქციურობით გამოირჩევიან მართლწერის და სიტყვათა მარაგით არ ჩამოუვარდებიან საკონტროლო ჯგუფს, მეტიც უფროსი ასაკის აუტისტებში შედეგი უფრო კარგია. ამავდროულად ორივე ჯგუფმა აჩვენა რთული ამოცანების გადაწყვეტის მაჩვენებლების დაქვეითება, რომელიც საჭიროებს წარმოსახვით ენას, რითაც აფასებს სიტყვებს და აკეთებს დასკვნებს. რამდენადაც ადამიანის შესახებ პირველი შთაბეჭდილება იქმნება ენის ბაზისური უნარით, კვლევები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ადამიანების აუტისტებთან საუბრისას მიდრეკილნი ხდებიან გადააფასონ მათი აღქმის ხარისხი.

აუტიზმის შეზღუდვები, განმეორებითი მოქმედებები და ინტერესები

აუტიზმით დაავადებულ ადამიანს გააჩნია განმეორებადი ან შეზღუდული ქცევის მრავლობითი ფორმები. ეს ფორმები Repetitive Behavior Scale-Revised (RBS-R) შკალის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • სტერეოტიპია – უმიზნო მოძრაობა ( ხელებით, თავის ტრიალი ტანის რხევა).
  • კომპულსური ქცევები – გარკვეული წესების გამუდმებით დაცვა, მაგ: ობიექტების გარკვეული წესით დალაგება.
  • ერთფეროვნების მოთხოვნილება, წინააღმდეგობა ცვლილებების მიმართ; მაგ ავეჯის გადაადგილებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, უარზე ყურადღების გადატანა ხდება სხვის ჩარევის შედეგად.
  • რიტუალური ქცევები – ყოველდღიური მოქმედების შესრულება ერთი თანმმიმდევრობით და ერთიდაიმავე დროს. მაგ: შეუცვლელი დიეტის დაცვა ან ტანსაცმლით შემოსვის გარკვეული რიტუალი. ეს მახასიათებლები ერთფეროვნების მოთხოვნასთან მჭიდრო კავშირშია.
  • შეზღუდული ქცევები – ვიწრო ფოკუსირება, რომლის დროსაც ადამიანის ინტერესი ან მისი აქტიურობა მიმართულია მაგ: ერთი ტელეპროგრამის ან სათამაშოს მიმართ.
  • აუტოაგრესია – ქცევა, რომელმაც ადამიანი შეიძლება დაზიანებისაკენ მიიყვანოს მაგ: თვითდაკბენა. 2007 წლის გამოკვლევები მიუთითებს იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე ბავშვები 30% სიცოცხლის მანძილზე საკუთარ თავს თვითონ იზიანებს.
  • განმეორებადი ქცევის არცერთი სახესხვაობა არ წარმოადგენს აუტიზმის ათვის სპეციფიკურს, თუმცა ეს ქცევები ხშირად არის გამოხატული.

აუტიზმის სხვა სიმპტომები

დასწავლის გენერალიზებული უკმარისობა. ახასიათებს უმრავლესობას. მიუხედავად იმისა, რომ ასპერგერის სინდრომი და აუტისტური სპექტრის სხვა მოშლილობები ვლინდება ნორმალური ინტელექტის მქონე (მათ შორის საშუალოზე და მაღალზეც) ბავშვებში, ამ შედარებით მსუბუქ აუტისტურ მოშლილობებს ხშირად თან ახლავს დასწავლის გენერალიზებული უკმარისობა.

გულყრები. გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე პირების მეოთხედში, რასაც თან ახლავს დასწავლის გენერალიზებული უკმარისობა და დაახლოებით 5%-ში როცა აუტისტურ ინდივიდებში IQ ნორმალურია. გულყრები ხშირია მოზარდობის პერიოდში.

ჰიპერაქტიურობა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი. ხშირად აშკარა ჰიპერაქტიურობა ვლინდება დავალებისას მაგ: სასკოლო მუშაობისას, ამასთან შეიძლება ბავშვი კარგად გაერკვეს თვითარჩეული ამოცანის შესრულებისას (მაგ: კუბების მწკრივად დალაგება, ერთი და იმავე მულტფილმის მრავალჯერ ნახვა). თუმცა კონცენტრაციის ნაკლებად მობილიზება აღინიშნება აუტიზმის ყველა სახის გამოვლინებაში.

მძიმე და ხშირი მრისხანების ჩვევა, შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ბავშვს არ შეუძლია თავისი საჭიროების გადმოცემა ან ადგილი აქვს მის რიტუალებში ჩარევას ან მისი ყოველდღიური ცხოვრების ხელყოფას.

აუტისტებს შეიძლება ისეთი სიმპტომები აღმოაჩნდეთ, რომელიც დიაგნოზთან კავშირში არ არის, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პაციენტზე და მის ოჯახზე. აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე 0.5%-დან 10%-მდე პირებში ვლინდება უჩვეულო უნარები, როგორიცაა: უმნიშვნელო ფაქტების დამახსოვრების განსაკუთრებული ტალანტი, რომელიც შეინიშნება სავანტას სინდრომის დროს.

აუტისტური სპექტრის მოშლილობას თან ახლავს სენსორული აღქმის და გაძლიერებული ყურადღების მომატების უნარის. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებში ხშირად სენსორულ სტიმულებზე უჩვეულო რეაქცია აღენიშნებათ, მაგრამ არ მოიპოვება მყარი მტკიცებულება იმის არის თუ არა სენსორული სიმპტომები განმასხვავებელი აუტიზმის სხვა მოშლილებებს შორის. უფრო მკვეთრად არის გამოხატული ზედმეტი რეაქტიულობა ( მაგ: მაღალი ხმის გაგონებაზე ტირილი), შემდეგ მოდის სენსორული სტიმულაციები (მაგ: რიტმული მოძრაობები). ზოგიერთ კვლევებში აღნიშნულია აუტიზმის ასოციაცია მოტორიკის პრობლემებთან, მათ შორის კუნთების შესუსტებულ ტონუსთან,

მოძრაობის დაგეგმვის სირთულე. აუტიზმის ასოციაცია მძიმე მოძრაობით დარღვევებთან გამოვლენილი არ არის.

აუტისტური სპექტრის მოშლის მქონე ბავშვები 2/3 შეინიშნება კვებითი ქცევიდან გადახრა იმ დონეზე, რომ ადრე ეს სიმპტომი სადიაგნოსტიკოდ მიჩნეული არ იყო. ყველაზე მეტად არის გავრცელებული კერძების ამოჩემება, ასევე შეინიშნება რიტუალები და საკვებზე უარის თქმა, კვების ნაკლებობა, ზოგიერთ ბავშვში შეინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები, თუმცა სამეცნიერო პიტერატურაში ამ მხრივ მკაფიო სიხშირე ან პრობლემის განსაკუთრებული ხასიათის მონაცემები არ მოიპოვება. საკვების მონელების დარღვევის კავშირი აუტისტური სპექტრის მოშლილობასთან გაურკვეველია.

ცნობილია, რომ განვითარება შეფერხებულ ბავშვებში ეს პრობლემა უფრო მეტად არის გავრცელებული. აუტისტი-ბავშვის დაძინება რთულია, მათ ხშირად ეღვიძებათ ღამის განმავლობაში და დილით ადრე. 2007 წელს ჩატარებული კველევის მიხედვით აუტისტი ბავშვების 2/3-ს გააჩნია პრობლემები ძილთან.

აუტისტი ბავშვების მშობლები მომატებული სტრესის დონის ქვეშ იმყოფებიან. აუტისტთა და-ძმები იშვიათად შედიან მათთან კონტაქტში და ხშირად მათი აღფრთოვანების ობიექტები არიან, თუმცა ზრდასრულებში ხშირად შეინიშნება ცუდი გუნებ-განწყობილება და რთულდება ურთიერთობა სიბლინგ-აუტისტებთან.

აუტიზმის კლასიფიკაცია

აუტიზმი შედის განვითარების მოშლის 5 პერვაზიულ (pervasive development disorders, PDD) ჯგუფში, რომლისათვისაც დამახასიათებელია სოციალური ურთიერთობების და კომუნიკაციების გადახრის ფართო სპექტრი, ინტენსივობის ვიწრო დიაპაზონი და მკაფიოდ გამოხატული განმეორებადი ქცევები. ეს სიმპტომები არ გულისხმობს დაავადებას ან ემოციურ დარღვევას.

ხუთი პერვაზიული მოშლილობიდან, აუტიზმის ნიშნებით და გამომწვევ მიზეზებთან ახლოს არის ასპერგერის სინდრომი, პეტის სინდრომი და ბავშვთა დეზინტეგრაციული მოშლილობა, მათ აუტიზმთან გააჩნიათ ზოგიერთი საერთო ნიშანი, თუმცა გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. დაავადების გარკვეულ კრიტერიუმთან სიმპტომების არათანხვედრისას, გამოიყენება „განვითარების დაუდასტურებელი ღრმა მოშლილობის“ დიაგნოზი (PDD-NOS). აუტისტებისაგან განსხვავებით ასპერგერის სინდრომისას, ლაპარაკის განვითარების უნარები ვითარდება არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა ტერმინოლოგიამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს, რადგან ასპერგერის სინდრომის და PDD-NOS-ს ხშირად აერთიანებენ „აუტისტური სპექტრის დაავადებასთან“, ზოგჯერ კი „აუტისტურ მოშლილობასთან“. საკუთრივ აუტიზმს ხშირად მოიხსენიებენ აუტისტურ მოშლილობასთან ან ბავშვთა აუტიზმთან. მოცემულ სტატიაში „აუტიზმი“ შეესაბამება კლასიკური აუტისტური მოშლილობებს. თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში გამოთქმებს „აუტიზმი“, „აუტისტური სპექტრის მოშლილობა“ და PDD-ს მოიხსენიებნ ერთი გაგების ქვეშ. თავის მხრივ აუტისტური სპექტრის მოშლილობაში შესულია ფართო გაგების ფენოტიპი (Broader autism phenotype, BAP), რომელიც მოიცავს აუტისტური ქცევის დამახასიათებელ პირებს, მაგ: პირები, რომლებიც გაურბიან მხედველობით კონტაქტს.

აუტიზმის ინდივიდუალური გამოვლენა, მოიცავს ფართო სპექტრის ადამიანების მძიმე დარღვევებს – მუნჯები და გონებრივად არასრულფასოვნები, რომლებიც დროს რწევაში ატარებენ, განუწყვეტლივ ამოძრავებენ ხელებს – სოციალურად აქტიურ მაღალ ფუნქციონირებად აუტისტებამდე, რომელთა მოშლილობა ვლინდება ურთიერთობებისას როგორიცაა ინტერესების სივიწროვე, მრავალსიტყვაობა, პედანტური საუბარი. ზოგჯერ სინდრომს ჰყოფენ დაბალ, საშუალო და მაღალფუნქციონირებად აუტიზმთან, რომლისათვისაც იყენებენ IQ შკალას ან აფასებენ იმ თანადგომის მიხედვით, რომელიც ადამიანს ყოველდრიურად ესაჭიროება, თუმცა ამ მხრივ რაიმე სტანდარტი შემუშავებული არ არის და კამათი გრძელდება.

აუტიზმი ასევე შეიძლება დაიყოს სინდრომულ და არასინდრომულ ფორმებად. პირველ შემთხვევაში მოშლილობა დაკავშირებულია მძიმე ან უკიდურეს გონებრივ ჩამორჩენასთან ან თანდაყოლილ სინდრომთან ფიზიკური სიმპტომებით მაგ; ტუბერკულოზური სკლეროზით. თუმცა ასპერგერის სინდრომით დაავადებულების მაჩვენებლები კოგნიტურ ტესტებში აუტისტებთან შედარებით მაღალია. ამ ორი დიაგნოზის რეალური გადაკვეთის ხარისხი ახლოს მდგომი გამოვლინებების (მაღალფუნქციონალური აუტიზმი, არასინდრომული აუტიზმი) მხრივ გაურკვეველია.

ზოგიერთ კვლევაში იტყობინებიან, რომ „აუტიზმის “ დიაგნოზის დასმა ხდება მე-15 – 30-ე თვეს შორის, ამასთან გადამწყვეტია არა განვითარების შეფერხების მაჩვენებელი არამედ ენობრივი და სოციალური უნარების დაკარგვა. სადღეისოდ ამ მხრივ ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული არ არის, შესაძლებელია რეგრესიული აუტიზმი, წარმოადგენს მოშლილობის სპეციფიკურ ქვეტიპს.

ბიოლოგიურად დადასტურებული სუბპოპულაციის გამოყოფის შეუძლებლობის გამო, გართულებულია მოშლილობის მიზეზის დადგენა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აუტიზმის კლასიფიკაციაში გამოყენებული ყოფილიყო ქცევა და გენეტიკა, მასთან სახელწოდება „I ტიპის აუტიზმი“ გამოყენებულ იქნას იშვიათი შემთხვევების აღსანიშნავად, ამ შემთხვევაში ტესტირება ადასტურებს CNTNAP2 გენის მუტაციას.

აუტიზმის მიზეზები

დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ აუტიზმისათვის დამახასიათებლი სიმპტომების ტრიადას იწვევს საერთო მიზეზები, რომელიც მოქმედებს გენეტიკურ, კოგნიტურ ნეირონულ დონეზე. სადღეისოდ სულ უფრო ძალას იკრებს წარმოდგენები იმის შესახებ, რომ აუტიზმი პირიქით, წარმოადგენს ისეთ რთულ მოშლილობას, რომლის საკვანძო ასპექტები წარმოიშვება ცალკეული მიზეზებით, რომლებიც ხშირად ერთდროულად მოქმედებს.

აუტიზმის განვითარება დიდი ხარისხით დაკავშირებულია გენებთან, თუმცა აუტიზმის გენეტიკა რთული და ბუნდოვანია, რაც აისახება აუტისტური სპექტრის მოშლილობებზე, სადაც ჩართულია მრავლობითი გენების ურთიერთქმედება ან იშვიათი მუტაციები, რომელთა ეფექტი ძლიერია. სირთულე განპირობებულია დიდი რაოდენობის გენების ურთიერთქმედებით, შიდა გარემოთი და ეპიგენეტიკური ფაქტორებით, რომლებიც თავისთავად არ ცვლიან დნმ-ის კოდს, თუმცა შეუძლიათ გენების ექსპრესიის მოდიფიცირება და მემკვიდრეობა. ტყუპთა გამოკვლევებით აუტიზმის მემკვიდრეობა ფასდება 90%-ით, როცა ბავშვთა სასიცოცხლო გარემო ერთნაირია და არ არსებობს სხვა გენეტიკური და სამედიცინო სინდრომები. თუმცა მუტაციების უმრავლესობა, რომელიც ზრდის აუტიზმის რისკს სადღეისოდ უცნობია. როგორც წესი, აუტიზმის შემთხვევაში შეუძლებელია მოშლილობას და მენდელისეულ მუტაციას (რომელის ეხება ერთ გენს) შორის კავშირის დადგენა, ასევე ქრომოსომების ცალკეულ აბერაციასთან, როგორც ეს არის ანგელმანის ან მარტინ-ბელას სინდრომის დროს. აუტისტური სპექტრის მოშლილობასთან ასოცირებულია რამდენიმე გენეტიკური სინდრომი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში სიმპტომების ზუსტად და ტიპიურად არ თანხმდება ამ მოშლილობების სურათთან. აღმოჩენილია მრავალი გენ-კანდიტატი, თუმცა თითოეულის ეფექტი ძალზე მცირეა. ჯანმრთელ ოჯახში აუტისტების სიმრავლე შეიძლება დაკავშირებული იყოს ასლების რიცხვის ვარიაციებთან. მეიოზის დროს გენომური მონაკვეთების სპონტანური დელეციებთან და დუბლიკაციებთან. შესაბამისად, შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება გენეტიკურ ცვლილებებს მიეკუთვნოს, რომლებიც მაღალი ხარისხით მემკვიდრეობს, მაგრამ თვითონ არ იყვნენ მემკვიდრულად გადაცემული: ეს ახალი მუტაციებია, რომელიც ბავშვში იწვევს ცვლილებებს, მაგრამ არ მშობლებში.

ცდებმა, რომლებმაც გამოავლინა თაგვებში გენების ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ აუტიზმის სიმპტომები მჭიდროდ არის დაკავშირებული განვითარების გვიან ეტაპებზე, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი სინაპსური აქტიურობა, ასევე გენების ცვლილება, რომელთა აქტიურობა მოდულირებულია დაბადების შემდეგ. ამ ცვლილებამ შეიძლება შეამციროს დაბადების შემდეგ სიმპტომები ან გააღრმავოს დარღვევა. ყველა ცნობილი ტერატოგენები (ნივთიერებები, რომლებიც იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს), დაკავშირებულია აუტიზმის რისკთან, არსებული მონაცემებით ჩასახვიდან პირველ რვა კვირაში ის ახდენს გავლენას დაავადების განვითარების მხრივ. თუმცა ეს მონაცემები არ გამორიცხავს აუტიზმის მოგვიანებით გაშვების მექანიზმს, ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ მოშლილობების განვითარების მიზეზები განვითარების ადრეულ სტატიაზე ვითარდება.

გამოთქმულია მოსაზრება აუტიზმის განვითარების შესაძლო წვლილზე გარემო ფაქტორებთან მიმართებაში, როგორიცაა კვების გარკვეული ტიპის პროდუქტები, ინფექცირი პათოლოგიები, მძიმე მეტალები, გამონაბოლქვი აირები, ფტალატები და ფენოლები, პესტიციდები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ვაქცინები, პრენატალური სტრესი. სტანდარტული ვაქცინაციის დრო შეიძლება დაემთხვეს იმ მომენტს, როცა მშობელი პირველად შენიშნავს აუტისტურ სიმპტომებს. ვაქცინებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო ზოგიერთ ქვეყანაში იმუნიზაციის დონე დაეცა, რამაც წითელას დაავადების აფეთქების რისკი გაზარდა. თუმცა კვლევის უმრავლესობამ ვაქცინის და აუტიზმს შორის კავშირი ვერ გამოვლინდა, ვერც ტიმეროსალის როლი, რომელსაც ვაქცინებს უმატებენ.

აუტიზმის მექანიზმი

აუტიზმის სიმპტომები აღმოცენდება ტვინის სხვადასხვა სისტემაში, რომელიც მისი განვითარების პერიოდში ვითარდება. ფართო კვლევების მიუხედავად, პროცესის სრული გაგება ჯერ ვერ ხერხდება. მოშლილობების მექანიზმების აღწერისას შეიძლება გამოვყოთ ორი მიმართულება: სტრუქტურების პათოფიზიოლოგიასა და ტვინის პროცესებში, რომელიც აუტიზმთან არის ასოცირებული.

აუტიზმის პათოფიზიოლოგია

ტვინის მუშაობის დარღვევის სხვადასხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, მაგ: პარკინსონის დაავადება, აუტიზმს ერთი მკვეთრი მექანიზმი, როგორც მოლეკულურ ისე უჯრედულ და სისტემურ დონეზე არ გააჩნია. ნეიროანატომიური კვლევები, რომელიც ასოცირებულია ტერატოგენებთან გვაფიქრებინებს, რომ დაავადების განვითარების მექანიზმი ტვინის განვითარების დარღვევაა ჩასახვიდან მცირე პერიოდის გავლის შემდეგ. მომავალში როგორც ჩანს, ლოკალიზებული ანომალია იწვევს პათოლოგიური ურთიერთქმედების კასკადს, რაშიც მნიშვნელოვან როლს გარემო პირობებიც ასრულებს. დაგროვილია მონაცემები, ტვინის მნიშვნელოვანი მონაკვეთების დაზიანების შესახებ, თუმცა თითქმის ყველა კვლევა ჩატარებულ იქნა სიკვიდილის შემდეგ იმ პირებში, რომელთაც გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნებოდათ, რაც საფუძვლიანი დასკვნის გამოტანის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. აუტისტ ბავშვებში, ტვინი ჩვეულებრივ საშუალოზე მეტს იწონის და დიდ მოცულობას იკავებს, მომატებულია თავის გარშემოწერილობის სიგრძე. ზრდის სიჭარბის მოლეკულური მექანიზმები უცნობია, ასევე უცნობია ეს ფაქტი იწვევს თუ არა აუტიზმის დამახასიათებელ ნიშნებს. ჰიპოთეზებიდან ყველაზე ხშირად მოჰყავთ:

  • ნეირონების სიჭარბე, რომელიც ტვინის საკვანძო მონაკვეთებში ლოკალური კავშირების სიჭარბეს იწვევს.
  • განვითარების ადრეულ სტადიაზე ნეირომიგრაციის დარღვევა.
  • აღმგზნება-შემაკავებელი ნეიროქსელის დისბალანსი.
  • სინაპსრების ფორმირების და დენდრიტების გამონაზარდების დარღვევა, მაგ; უჯრედული ადჰეზიის (ნეიროქსინ-ნეიროლიგინები) რეგულატორულ სისტემებთან ურთიერთქმედებისას ან სინაპსური ცილების სინთეზის მოშლა. სინაპსური განვითარების დარღვევამ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ეპილეპსიის განვითარებაში, რაც აიხსნება ორი მოშლილობის საერთო გადაკვთის წერტილით.

ნერვული და იმუნური სისტემების ურთიერთქმედება იწყება ადრეულ ემბრიონულ სტატიაზე და ნერვული სისტემის წარმატებული განვითარება დამოკიდებულია ბალანსირებულ იმუნურ რეაქციაზე. აუტისტ-ბავშვებში ზოგჯერ შეინიშნება ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება აიხსნას იმუნური სისტემის სუსტი რეგულაციით. შესაძლებელია, რომ აბერანტული იმუნური აქტიურობა ნეიროგანვითარების კრიტიკულ პერიოდებში წარმოადგენს აუტისტური სპექტრის ზოგიერთი მოშლილობის მექანიზმის ნაწილს. რამდენადაც აუტოანტისხეულების არსებობა პათოლოგიასთან ასოცირებული არ არის, ამასთან აუტოანტისხეულები აღმოცენდება არა მარტო აუტისტური სპექტრის დარღვევებისას და ყოველთვის არა ახლავს მას. აქედან გამომდინარე, დარღვეული იმუნურ სისტემასთან აუტიზმის კავშირი გაურკვეველი და სადაოა.

აუტიზმის დროს აღინიშნება რიგი ნეიროტრანსმიტერული გადახრები, რომელთა შორის აღსანიშნავია სეროტონინის მომატება. გაურკვეველია ეს გადახრები იწვევს თუ არა რაიმე სტრუქტურულ ან ქცევით ცვლილებებს. მონაცემთა ნაწილი მიუთითებს ზრდის ჰორმონთა მატებას, სხვა შრომებში აღნიშნულია მათი დაქვეითება. მეტაბოლიზმის ზოგიერთი თანდაყოლილი გადახრა, რომელიც შეინიშნება აუტიზმის დროს მოიცავს მოშლილობების 5%-ზე ნაკლებს.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სარკისებური ნეირონების სისტემის მუშაობის დარღვევა ამახინჯებს იმიტაციის პროცესებს და იწვევს აუტიზმის ათვის დამახასიათებელ სოციალურ და კომუნიკაციურ დისფუნქციებს. სარკისებური ნეირონების სისტემა აქტივირდება ცხოველებში რაიმე მოქმედების შედეგად და ასევე მოქმედების დაკვირვების დროს თუ როგორ ასრულებს მას მეორე ცხოველი. სარკისებური ნეირონების სისტემის წყალობით ადამიანს გააჩნია უნარი სხვა ადამიანებს გაუგოს, მოახდინოს ქცევათა მოდულირება, განასახიეროს სიმულაცია, მოქმედება, განზრახვა და ემოცია. რამდენიმე შრომა, რომელიც ამ ჰიპოთეზის შემოწმებას ემსახურებოდა, აჩვენა სარკისებური ნეირონების სტრუქტურული გადახრა აუტისტური სპექტრის მქონე პირებში, ბაზისური იმიტაციური ნეიროქსელის აქტივაციის შეფერხება ასპერგერის სინდრომის მქონე პირებში და ბავშვებში, რომელსაც გააჩნდათ აუტისტური სპექტრის მოშლილობა სინდრომის მძიმე ფორმასთან. თუმცა აუტისტებში სარკისებური ნეირონების სისტემებთან ერთად სხვა სისტემებიც არის დარღვეული. სარკისებური ნეირონების სისტემის თეორია ვერ ხსნის, რატომ ასრულებენ აუტისტი ბავშვები მიზანმიმართულ ან ობიექტზე-მიმართულ იმიტაციურ დავალებებს.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აუტიზმის დროს დარღვეულია არამიზნობრივი ქსელი (default network) ფუნქციონალური კავშირების, ემოციის და სოციალური ინფორმაციის გადამამუშავებელი ფართო სისტემა, მაგრამ შენარჩუნებულია „მიზნობრივი ქსელი“ (task-positive network), რომელიც ყურადღებას და მიზანმიმართული აზროვნების მხრივ ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ამ ორი ქსელის გადართვის დისბალანსის გამო სავარაუდოდ ირღვევა თვითრეფერენტული აზროვნება. სარტყლისებური ქერქის ნეიროვუზუალიზაციისას, რომელიც 2008 წელს ჩატარდა აუტისტური სპექტრის პირებში აღმოჩენილ იქნა ტვინის ამ ნაწილში სპეციფიკური აქტივაცია.

აუტიზმის დროს კავშირების უკმარისობის თეორიის თანახმად, შეიძლება დაქვეითებული აღმოჩნდეს მაღალი დონის ფუნქციონალური ნეირონული კვშირები და სინქრონიზაცია, დაბალი დონის პროცესები სიჭარბის პირობებში. ამ თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს FMRI გამოკვლევები და ტვინის ტალღური აქტიურობის შესახებ ჩატარებული კვლევა, რომელიც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ქერქში ლოკალური კავშირების სიჭარბეა და შესუსტებულია შუბლის წილის ფუნქციონალური კავშირები ქერქის სხვა ზონებთან ერთად. სხვა კვლევებში გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავშირების უკმარისობა ნახევარსფეროების შიგნითაა და აუტიზმი წარმოადგენს ასოციური ქერქის მოშლილობას.

პოტენციალების ჩაწერის მეთოდით დგინდება ყურადღების, ორიენტაციის აქტიურობის ცვლილებები ბგერით და ვიზუალურ სტიმულებზე. ზოგიერთ კვლევებში აღმოჩენილია არა-სოციალური სტიმულებისადმი უპირატესობის მინიჭება. მაგნიტოენცეფალოგრაფიის მონაცემებით, აუტისტ-ბავშვებში შენელებულია ტვინის მიერ ბგერითი სიგნალების დამუშავები უნარი.

აუტიზმის ნეიროფსიქოლოგია

კოგნიტური თეორია, რომელიც ცდილობს აუტისტების ტვინის მუშაობა დაუკავშიროს მათ ქცევებს, შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად.

I კატეგორია მოიცავს სოციალური ცნობიერების დეფიციტს. კერძოდ, ემპათია-სისტემატიზაციის თეორიის მომხრეები, აუტიზმში ხედავენ ჰიპერსისტემატიზაციისადმი მიდრეკილებას, ამ დროს ადამიანს შეუძლია თავისი წესები შექმნა აზრობრივად, ყურადღება მიმართოს მასზე დამოკიდებული მოვლენებისადმი, მაგრამ მარცხდება ემპათიასთან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას იმ პირებისადმი, რომლებიც იწვევენ გარკვულ მოქმედებას. ამ მიდგომის განვითარების შედეგია „ტვინის ზემასკულინური თეორია“, მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ მამაკაცების ტვინი ფსიქოლოგიურად უფრო მეტად მიმართულია სისტემატიზაციისაკენ, ხოლო ქალების ემპათიისაკენ, აუტიზმი წარმოადგენს „მამაკაცურად“ განვითარებული ტვინის უკიდურეს ვარიანტს. ეს საკამათო დასკვნაა, მრავალი მონაცემები ეწინააღმდეგება იდეას, რომ ბიჭები (ჩვილები) თავიანთი რეაქციით ადამიანების და საგნებთან დამოკიდებულების მხრივ განსხვავდება გოგონებისგან. ეს თეორია თავის მხრივ კავშირშია ადრე აღმოცენებულ მიდგომასთან, რომელიც მოიცავდა „theory of mind“ (TOM) და გულისხმობდა იმას, რომ აუტისტური ქცევა უუნაროა განიცადოს მენტალური ფაქტორი საკუთარი თავის და სხვათა მიმართ. TOM-ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს სალი-ანის ტესტის შედეგებიდან გადახრა, რომელიც აფასებს სხვა ადამიანისადმი მოტივაციას, ამასთან ის კარგად ეთანხმება „სარკისებური ნეირონების თეორიას“.

II კატეგორიას მიკუთვნებული თეორია, პირველ რიგში ტვინის მიერ ზოგადად, ასოცირებული ინფორმაციის გადამუშავებას აყენებს. აღმასრულებელი სისტემის დისფუნქციის მხრივ განხილული აუტიზმი და აუტისტის ქცევები გამოწვეულია სამუშაოს შესრულების დეფიციტით, დაგეგმვის უუნარობით და სხვა. აღმასრულებელი პროცესების საბაზისო ტესტებით კერძოდ, თვალების მოძრაობის მიდევნება, უმჯობესდება გვიან ბავშვობის და სიყმაწვილის ასაკში, თუმცა შედეგები ზრდასრული ადამიანის ტიპიურ ფორმად არ ყალიბდება. ამ თეორიის ძლიერი მხარეა – აუტისტის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე სტერეოტიპული ქცევის წინასწარი განსაზღვრა. ორი სუსტი პუნქტი – აღმასრულებელი ფუნქციის გაზომვის სირთულე და მისი გაზომვის დროს ადრეული ასაკის აუტისტ-ბავშვებში მისი დეფიციტი აღმოჩენილი არ იქნა. სუსტი ცენტრალური კავშირების თეორია ვარაუდობს, რომ აუტიზმის საფუძველში დევს მთლიანი აღქმისადმი შესუსტებული უნარი. ამ ხედვის დადებითი მხარეა განსაკუთრებული ტალანტები და აუტისტების შრომისუნარიანობა. გაძლიერებული პერცეპტიულობის ფუნქციონირების თეორიას ყურადღება გადააქვს იმაზე, რომ აუტისტების მოქმედებაში დომინირებს ორიენტაცია ლოკალური ასპექტებისადმი უშუალო აღქმის მხრივ. ეს თეორია კარგად ესადაგება ტვინის ნეიროქსელებში კავშირების უკმარისობას.

ორივე თეორია ცალ-ცალკე სუსტია: სოციალურ აღქმაზე დაფუძნებული თეორია ვერ ხსნის ფიქსირებული განმეორებადი ქცევების მიზეზებს, ხოლო ზოგადი გეგმის თეორია ვერ აჩვენებს აუტისტები გართულებულ სოციალურ და კომუნიკაციური უნარების მიზეზებს. მომავალში შესაძლოა უფრო წარმატებული აღმოჩნდეს კომბინირებული თეორიები, სადაც მრავალრიცხოვანი გადახრების მონაცემები ერთად იქნება ინეგრირებული.

აუტიზმის სკრინინგი

აუტისტური სპექტრის მოშლილობებს, მშობელთა დაახლოებით ნახევარი ამჩნევს 18 თვის მიღწევის პერიოდში, ხოლო 24 თვისათვის მშობელთა 80%. ვინაიდან მკურნალობის დაგვიანება შეიძლება აისახოს მის ხანგრძლივობაში, ბავშვი აუცილებლად უნდა ეჩვენოს სპეციალისტს ერთ-ერთი ამ სიმპტომის გამოვლენის შემდეგ:

  • თორმეტი თვის ბავშვი ჯერ კიდევ არ ტიტინებს.
  • 12 თვის ბავშვი არ ჟესტიკულირებს (არ მიუთითებს საგნებს, არ იქნევს ხელს დამშვიდობებისას და ა.შ).
  • 16 თვის ბავშვი ვერ წარმოთქვამს სიტყვებს, სპონტანურ ორსიტყვიან ფრაზებს (გარდა ექოლალიის).
  • თუ მოხდება შემჩნევა რომელიმე ენობრივი ან სოციალური უნარის დაკარგვა ნებისმიერ ასაკში.

ამერიკის პედიატრიული აკადემია იძლევა რეკომენდაციას, განხორციელდეს ყველა ბავშვის სკრინინგი აუტისტური მოშლის სპექტრის მიხედვით 18-24 თვის ასაკში. ბრიტანეთის სკრინინგის კომიტეტი პირიქით, არ იზიარებს პოპულაციის მსგავს სკრინინგს, რადგან სკრინინგის ტესტირება საყოველთაოდ დადასტურება ვერ მოიპოვა, ამასთან თერაპიული ჩარევის ეფექტური მონაცემები არ არსებობს.

აუტიზმის დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკის საფუძველში დევს ქცევის ანალიზი და არა მიზეზები ან მოშლის მექანიზმები. DSM-IV-TR-ის თანახმად, აუტიზმის დროს მინიმუმ 6 სიმპტომი უნდა იყოს სახეზე ქვემოთ წარმოდგენილი სიიდან. აქედან 2 სიმპტომი უნდა ეკუთვნოდეს სოციალური ურთიერთობების დარღვევას, ერთი უნდა აღწერდეს შეზღუდულ და განმეორებით ქცევას. სიმპტომების სია:

  • სოციალური ან ემოციური თანაგრძნობის არარსებობა.
  • საუბრის სტეროტიპული ან განმეორებითი სახით გამოყენება ან სიტყვითი იდიოსინკრაზია.
  • მუდმივი ინტერესი გარკვეულია დეტალების ან საგნების მიმართ.
  • თვითმოშლილობა უნდა აღინიშნებოდეს სამ წლამდე და თან უნდა ახლდეს განვითარების შეფერხება სოციალური ურთიერთობის გადახრებით ან პრობლემები ისეთი თამაშებისას, რომლებიც მოითხოვს სიმბოლოების გამოყენებას.
  • სიმპტომები არ უნდა იყოს კავშირში რეტტის სინდრომთან ან ბავშვთა დეზინტეგრაციულ მოშლილობასთან.

არსებობს რამდენიმე დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი. ორი მათგანი ხშირად გამოიყენება აუტიზმის კვლევაში: ეს არის მშობელთა გამოკითხვები (ADI-R), რომელიც წარმოადგენს სუსტად სტრუქტურირებულ გეგმას  და მეორე აუტიზმის დიაგნოსტიკის შკალა (ADOS), რომელიც მოიცავს ბავშვთა დაკვირვებას და მასთან ურთიერთობას. ბავშვთა აუტიზმის შეფერხების შკალა (CARS) ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პირობებში, რომელიც დაავადების სიმძიმის დადგენას ახდენს ბავშვთა დაკვირვებიდან გამომდინარე.

წინასწარ კონსულტაციას ჩვეულებრივ ატარებს პედიატრი, რომელიც იწერს ბავშვის განვითარების ისტორიას. შემდეგ თუ ამას მოითხოვს აუცილებლობა, ჩაერთვება აუტისტური მოშლილობის სპექტრის სპეციალისტი. ის დაადგენს დიაგნოზს და შეაფერხებს მდგომარეობას, კოგნიტურ და კომუნიკაციურ უნარებს, ბავშვის ოჯახურ გარემოს და სხვა ფაქტორებს. ყოველივე ეს ხორციელდება დაკვირვებით ან სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით, ხდება შესაძლო ასოცირებული მოშლილობების გათვალისწინება. ხშირად მიმართავენ ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს, მას შეუძლია დახმარება დიაგნოზის დასმასა და კორექციის მეთოდების რეკომენდირება. დიფერენცირებულ დიაგნოსტიკისათვის ამ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს ან გამოირიცხოს გონებრივი ჩამორჩენა, სმენის დაქვეითება, ლაპარაკის სპეციფიკური დარღვევა, მაგ: ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი.

ხშირად აუტისტური სპექტრის აღმოჩენის შემდეგ ტარდება შევსება კლინიკური გენეტიკის მეთოდით, განსაკუთრებით მაშინ თუ რომელიმე სიმპტომი ასახავს სავარაუდო გენეტიკურ დარღვევას. თუმცა გენური ტექნოლოგიები, იძლევა იმის საშუალებას, რომ აღმოჩენილ იქნას დაავადების გენეტიკური საფუძვლები, შემთხვევათა დაახლოებით 40%-ში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ახალი დიაგნოსტიკური მოდელის შექმნის შესახებ, სადაც სტანდარტული პროცედურა იქნება გენოტიპის ანალიზი ასლების რიცხვის ვარიაციებით. ახალი გენეტიკური ტესტები სულ უფრო გამოავლენს ახალ ეთიკურ, იურიდიულ და სოციალურ ასპექტებს მათი გამოყენების მიხედვით. აუტიზმის გენეტიკის სირთულიდან გამომდინარე, კომერციულად ხელმისაწვდომი ტესტები შეიძლება უფრო ადრე გაჩნდეს, ვიდრე მიღწეული იქნება მისი შედეგების სრული გაგება. სადღეისოდ არსებობს მეტაბოლური და ნეიროვიზუალური მეთოდები, რომლის შედეგები ზოგჯერ იძლევა სასარგებლო ინფორმაციას, თუმცა ჯერ ვერ ხერხდება მათი სტანდარტული გამოყენება.

ზოგჯერ აუტისტური სპექტრის დარღვევა შეიძლება დიაგნოსტირებული იქნას 14 თვის ბავშვში, რაც უფრო დაბალია ასაკი, მით უფრო არამდგრადია დიაგნოზი. დიაგნოზის სიზუსტე იზრდება სიცოცხლის პირველი სამი თვის მანძილზე. მაგ: თუ აუტისტური სპექტრის მოშლილობას შეესაბამება ორი თვის ბავშვი ერთ წლამდე, ხოლო მეორე სამი წლის ასაკის, მაშინ რამდენიმე წლის შემდეგ პირველი, დიდი ალბათობით არ იქნება მასთან შესაბამისობაში. ბავშვთა აუტიზმის მხრივ შემუშავებული ბრიტანული ნაციონალური გეგმა (NAPC) იძლევა რეკომენდაციას, რომ პირველ პრობლემას გამოჩენიდან არაუგვიანეს 30 კვირის ფარგლებში უნდა ჩაუტარდეს სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევა, თუმცა პრაქტიკაში ჯანდაცვის სისტემის რეაქცია გაცილებით დიდხანს გრძელდება. აშშ-ში ჩატარებული 2009 წლის გამოკვლევებით „აუტისტური სპექტრის მოშლილობის“ დიაგნოზის დადგენა შეადგენს 5.7 წელს, რაც რეკომენდირებულს მეტად აღემატება, ხოლო ბავშვების 27% რჩება დიაგნოზის გარეშე 8 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სიმპტომები და აუტისტური სპექტრის მოშლილობა ადრეულ ბავშვობაში ვლინდება, ზოგჯერ ის შეუმჩნეველი რჩება. წლების შემდეგ მოზრდილი აუტისტები მიმართავენ ექიმს. ასეთი მიმართვის მიზეზი სხვადასხვაა, სამუშაოს რეჟიმის შეცვლა, დახმარების მიღება, რომელიც ეკუთვნის პირებს ზოგიერთ ქვეყანაში.

აუტიზმის თერაპია და აღზრდა

თერაპიის ძირითადი მიზანია – აუტიზმის დროს არსებული დეფიციტების აღმოფხვრა, დაძაბულების მოხსნა ოჯახებში, სიცოცხლის ხარისხის ამაღლება და აუტისტის ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. მეთოდოლოგიური შეცდომები, რომელიც დაიშვება სხვადასხვა თერაპიული მიდგომების დროს, არ იძლევა სარწმუნო მონაცემებს მკურნალობის ამათუიმ კონცეფციის სასარგებლოდ. გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნება ფსიქოსოციალური მეთოდიკის საშუალებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დახმარება სასარგებლოა, ვიდრე მისი არ არსებობა. სპეციალური განათლების ინტენსიური კერები და ქცევითი თერაპია სიცოცხლის ადრეულ წლებში შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს თვითდახმარების უნარების გამომუშავებაში, ურთიერთობაში, იხსნება სიმპტომების სიმძიმე და არაადაპტაციური ქცევები. ის რომ 3 წლამდე ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახმარება მტკიცებულებებით ვერ მყარდება. დაშვებული მეთოდები მოიცავს ქცევის გამოყენებით ანალიზს, „განვითარების მოდელს“ (develompental models), დასწავლის სტრუქტურირების, ლოგოპედიური თერაპიის, სოციალური ქცევების შესწავლის, შრომითი თერაპიის გამოყენებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ინტენსიურმა გამოყენებამ, ბავშვების ინტელექტუალური მაჩვენებლები გააუმჯობესა. ნეიროფსიქოლოგიური მონაცემები ხშირად არასაკმარისად მიეწოდება მასწავლებლებს, ამიტომ რეკომენდაციების აღსრულება ხარვეზით მიდის. უცანობია, აუმჯობესებს თუ არა ბავშვების მდგომარეობას მათი მოზარდობის პერიოდში აღნიშნული პროგრამის გამოყენება, ხოლო მწირი გამოკვლევები, რომელიც მიმართულია მოზრდილთა პროგრამის გამოყენებას შეეხება, ჩატარებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იძლევა შერეულ შედეგებს.

ქცევითი ხასიათის გამოსწორების მიზნით კონტროლის უეფექტობის გამო, როცა ვერ ხერხდება ბავშვის ინტეგრირება სკოლის კოლექტივში ან ოჯახში, იყენებენ ფართო სპექტრის მედიკამენტებს. აშშ-ს აუტისტური სპექტრის მოშლილოის მქონე ბავშვების ნახევარზე მეტი იღებს ფსიქოტროპულ ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ამასთან ხშირად ენიშნებათ ანტიდეპრესანტები, სტიმულატორები და ანტიფსიქოტროპული ნივთიერებები. უკანასკნელის გარდა, დანარჩენების ეფექტურობა და უსაფრთხოება აუტისტური სპექტრის შემთხვევაში სამეცნიერო პუბლიკაციებში ნაკლებად არის ასახული. ამ მოშლილობების ფონზე აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება ატიპური ან არასასურველი თანხმლები ეფექტები გამოიწვიოს, არც ერთმა ცნობილმა საშუალებამ ვერ შეამსუბუქა აუტისტებისათვის არსებითი – კომუნიკაციური და სოციალური პრობლემები.

მიუხედავად ფართოდ ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდების და მიდგომებისა, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გახდა მეცნიერული კვლევის საგანი. ამ მიდგომების შედეგები იშვიათად არის კავშირში სიცოცხლის ხარისხთან და უმრავლესობას არ გააჩნია პროგნოზული ვალიდურობა. ორგანიზაციები, რომლებიც მშობლებს სთავაზობს პროგრამებს, რომლითაც ბავშვებს დაეხმარებიან, ხშირად ეფუძნება არა მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებს არამედ მარკენტიგულ მიზანს. ალტერნატიული მეთოდების უმრავლესობა მაგ: მელატონინის გამოყენება, იწვევს მცირე თანმხლებ მოვლენებს, ზოგიერთი შეიძლება ბავშვისათვის რისკის შემცველი აღმოჩნდეს. 2008 წლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აუტისტი ბიჭები ტოლებთან შედარებით, რომლებიც იცავდნენ უკაზეინო დიეტას ჰქონდათ უფრო წვრილი ძვლები. 2005 წელს არაადექვატურად ჩატარებულმა ქელირებამ 5 წლის აუტისტი ბავშვი შეიწირა.

აუტიზმის თერაპიის დანახარჯები დიდია, ირიბი დანაკარგები გაცილებით მეტი. აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად აუტიზმით დაავადებული ადამიანის მკურნალობის საშუალო დანახარჯებმა 2000 წელს დაბადებულებისათვის შეადგინა 3.2 მლნ. დოლარი. 2003 წელს სამედიცინო მომსახურებამ მყიდველობითი უნარის 10% მოითხოვა, 30% დამატებით სწავლაზე, დანარჩენი 60% ეკონომიკურ წარმადობაზე დაიხარჯა. გრანტები და შემოწირულობები არ ითვალისწინებს კონკრეტული ბავშვის მოთხოვნილებებს, მშობელთა დანახარჯების აუნაზღაურებლობა მათ ჩააყენებს გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში. 2008 წლის გამოკვლევებით აუტის-ბავშვებზე წლიური ოჯახური შემოსავლის საშუალოდ 14% დაიხარჯა. მოზრდილ ასაკის მიღწევის შემდეგ წინა პლანზე გამოდის საცხოვრებელი ადგილი, პროფესიის დაუფლება და სამსახურის ძიება, სექსუალური ურთიერთობები, სოციალური უნარების გამოყენება და სხვა.

აუტიზმის პროგნოზი

ცნობილი მეთოდებით აუტიზმის განკურნება შეუძლებელია. ზოგჯერ ბავშვთა ასაკში ვითარდება რემისია, რომელიც აუტისტური სპექტრის მოშლილობის დიაგნოზს არ შეესაბამება. ეს შემთხვევა ინტენსიური თერაპიის შედეგია, მაგრამ არა ყოველთვის. გამოჯანმრთელებულთა ზუსტი პროცენტი უცნობია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით ეს მაჩვენებელი 3%-დან 25%-მდეა. ბავშვების უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელია სოციალური მხარდაჭერა, ადამიანებთან მყარი ურთიერთობა, კარიერული პერსექტივა, თვითშემეცნების გრძნობა. თუმცა ძირითადი პრობლემები რჩება, ასაკთან ერთად სიმპტომების მსუბუქდება. ხარისხობრივი კვლევები, რომლებიც ხანგრძლივი პროგნოზის ძიებას ეძღვნება მცირეა. ზოგიერთ ზრდასრულ აუტისტში შეინიშნება კომუნიკაციების სფეროში ზომიერი გაუმჯობესება, თუმცა უმრავლესობაში ეს ქცვევები უარესდება. არც ერთი კველვა არ არის, რომელიც განიხილავდა საშუალო ასაკის აუტისტის მდგომარეობას. ენობრივი ქცვევების განვითარება 6 წლამდე, IQ-დონე 50 ერთეულზე მოდიოდა, ამასთან პროფესისადმი მოთხოვნილება მომავალში იძლევა კარგი მაჩვენებლის იმედს. 2004 წლის ბრიტანული კვლევების მიხედვით, აუტისტებმა, რომლებმას დიაგნოზი მიიღეს 1980 წლამდე: IQ 50-ზე მაღალი მაჩვენებლით, აქედან მხოლოდ 12% მიიღო ზრდასრულ ასაკში დამოუკიდებლობის მაღალი დონე. 10%-ს ჰყავდა რამდენიმე მეგობარი, დროის დიდი ნაწილი დაკავებულები იყვნენ, თუმცა საჭიროებდნენ გარკვეულ მხარდაჭერას, 19%-ს გააჩნდა დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი, თუმცა როგორც წესი რჩებოდნენ სახლში და საჭიროებდნენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ყოველდღიურ მეთვალყურეობას, 46% საჭიროებდა სპეციალისტს გაძლიერებული მხარდაჭერით და ნაკლებად ავტონომიურები იყვნენ. 12% საჭიროებდა მაღალორგანიზებულ მოვლას საავადმყოფოს პირობებში.

2005 წლის შვედური მონაცემებით, შემთხვევით შერჩეული IQ-ს დონის მიხედვით, 78 ზრდასრული აუტისტის რეზულტატი უარესი იყო: მაგ: მხოლოდ 4% ცხოვრობდა დამოუკიდებლად. კანადურ პუბლიკაციაში გაანალიზებულია აუტისტური სპექტრის მქონე 48 ახალგაზრდა ადამიანის მდგომარეობა, რომლებსაც დიაგნოზი სკოლამდე დაუსვეს, გამოყოფილ იქნა ქვეჯგუფები – ფუნქციონირების დონის მიხედვით: ცუდი (46%), ზომიერი (32%), კარგი (17%) და ძალიან კარგი (4%). 56%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სამუშაო, ძირითადად ადაპტირებული, ნებაყოფლობითი ან არასრული დღის განრიგით. ზემოთ აღნიშნული ბავშვებისათვის დიაგნოსტიკასა და პრაქტიკაში ცვლილებების შემდეგ, ადრეული ჩარევის მეთოდების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ერთ-ერთი ბოლო მონაცემების მიხედვით, დაავადების მაჩვენებელი ყოველ 1000 კაცზე შეადგენს 1-2 აუტიზმის მიხედვით, ხოლო დაახლოებით 6 ადამიანს 1000 კაცზე, აუტისტური სპექტრის მოშლილობის მხრივ. თუმცა ეს უკანასკნელი არასაკმარისი მონაცემების გამო შეიძლება მეტიც იყოს. განვითარების დაუზუსტებელი ღრმა დაზიანება აღენიშნება ყოველ 1000 ადამიანზე 3.7-ს. ასპერგერის სინდრომი დაახლოებით 0.6-ს. ბავშვთა დეზინტეგრაციული მოშლილობა 0.02:1000. 1990 წლიდან 2000 წლის დასაწყისის მონაცემებით აუტიზმის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011-12 წლებში აუტისტური სპექტრის მოშლილობა აშშ-ში ყოველ 50-ე სკოლის მოწაფეს გააჩნდა. ყოველ 38-ს – სამხრეთ კორეაში. ეს ზრდა უკავშირდება დიაგნოსტიკურ პროცედურებში ცვლილებების, მიმართულების გაცემის წესს, შესაბამისი სამსახურების ხელმისაწვდომობას, დიაგნოსტიკის ასაკის ჩამოწევას, თუმცა ვერ გამოირიცხება დამატებით გარემოს როლი.

აუტისტური სპექტრის მოშლილობა ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ახალი შემთხვევების ფარდობა 4.3:1, მამრობითი სქესის სასარგებლოდ. თუმცა ეს მაჩვენებელი კოგნიტური მაჩვენებლების მიხედვით ძალიან მერყეობს. ერთ-ერთი კვლევების მონაცემების მიხედვით, გონებრივი ჩამორჩენილობა ბიჭებში აუტიზმთან ერთად გვხვდება ორჯერ უფრო ხშირად (2:1), გონებრივი ჩამორჩენის გარეშე 5-ჯერ ხშირად (5.5:1), ვიდრე გოგონებში. აუტიზმის განვითარების რისკი ასოცირდება რამდენიმე პრე- და პერინატალური რისკის ფაქტორთან. 2007 წლის მიმოხილვაში ასეთ ფაქტორებად მოხსენიებულია დედის ან მამის მომატებული ასაკი, ევროპის და ჩრ. ამერიკის საზღვრებს გარეთ მშობიარობა, ახალშობილის დაბალი წონა, მოკლე ფეხმძიმობის პერიოდი, ჰიპოქსია მშობიარობის დროს. სპეციალისტების უმრავლესობის დასკვნით რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სოციალურ ეკონომიკურ პირობები აუტიზმის განვითარების რისკზე გავლენას არ ახდენს.

აღმოჩენილია აუტიზმის ასოციაცია რამდენიმე მდგომარეობასთან:

გენეტიკური დაავადებები. შემთხვევათა 10-15%-ში შეიძლება პათოლოგია დაკავშირებული იყოს ერთ გენთან და მენდელის კანონების დარღვევასთან ან ქრომოსომულ აბერაციებთან, ამათუიმ გენეტიკურ სინდრომთან. აუტისტური სპექტრის მოშლა ასოცირებულია რიგ გენეტიკურ დაავადებებთან.

გონებრივი ჩამორჩენა. აუტისტებში, რომელთა სიმპტომები შეესაბამება გონებრივ ჩამორჩენას სხვადასხვა შეფასებით შეადგენს 25%-დან 70%-მდე, ასეთი ფართო ზღვარი მიუთითებს აუტიზმის დროს ინტელექტის დონის შეფასებას. აუტისტური სპექტრის მოშლილობის სხვა ფორმების არსებობისას გონებრივი ჩამორჩენილობა გაცილებით იშვიათია.

შფოთვითი მოშლილობა გავრცელებულია აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე ბავშვებში, თუმცა რამდენად უცნობია. ადრეულ კვლევებში მითითებულია 11%-დან 84%-მდე. გამოვლინება მრავალფეროვანია, რთულია მისი გამოცალკევება აუტისტური სიმპტომებიდან, შფოთვითი მდგომარეობის ლოგიკური ახსნა უფრო მეტად შესაძლებელია აუტისტური დარღვევებიდან გამომდინარე.

ეპილეფსიის რისკი ვარირებს ასაკის მიხედვით, კოგნიტური დონის და მეტყველების დარღვევის ხასიათის მიხედვით. ზოგიერთი მეტაბოლური დაავადება, როგორიცაა ფენილკეტონურია, ასოცირებულია აუტიზმის სიმპტომებთან. მსუბუქი ფორმის ანომალიები აუტისტებში მნიშვნელოვნად ხშირია, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.

აუტიზმის ისტორია

აუტიზმის სიმპტომების აღწერის მაგალითები ისტორიულად გაცილებით უფრო ადრეა დაფიქსირებული, ვიდრე თვით ტერმინი „აუტიზმი“. მარტინ ლუთერის ჩანაწერებში მოხსენიებულია 12 წლის ბავშვი, რომელიც შესაძლოა აუტიზმის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. ლუთერის თანამედროვე მატეზიუსი წერს, რომ ის ბავშვს უსულო ხორცის მასად, ეშმაკით შეპყრობილი იყო და იძლეოდა რეკომენდაციას გაენადგურებინათ. „ველური ბიჭი ავერონიდან“ ამ თხზულებაში შესაძლოა აუტიზმის სიმპტომები ამოვიკითხოთ. XVIII საუკუნის ეს მაუგლი, ცხოვრობდა საფრანგეთის ტყეებში და ადამიანებთან მოხვდა 12 წლის ასაკში 1798 წელს, მას მფარველობდა სტუდენტი ექიმი ჟან იტარი, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური სასწავლო პროგრამა იმიტაციის ფორმით, რათა ესწავლებინათ ბავშვისათვის სოციალური ქცვევები და მეტყველება. ტერმინი „autismus“ ეკუთვნის შვეიცარიელ ფსიქიატრს ეიგენ ბლეილერს. 1919 წელს მან აღწერა შიზოფრენიის სიმპტომები. ტერმინის საფუძველია „არანორმალური თვითსიყვარული“, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა antoV – „თვით“, რათა ხაზი გაესვა პაციენტის აუტისტური მოვლისათვის საკუთარი ფანტაზიის სამყაროში. ტერმინმა თანამედროვე მნიშვნელობა შეიძლინა 1938 წელს, როცა ჰანს ასპერგერმა (ვენის უნივერსიტეტი) თავის ლექციაში (ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსი) გერმანულ ენაზე გამოიყენა ბლეილერის ტერმინი „აუტისტური ფსიქოპათია“. ასპერგერმა გამოიკვლია აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი მოშლილობა, რომელსაც შემდეგ ასპერგერის სინდრომი ეწოდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ტერმინმა ფართო გავრცელება 1981 წლიდან მიიღო. ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომუშავე ლეო კანერმა ინგლისურ ენაში დანერგა სიტყვა „აუტიზმი“. 1943 წელს მან აღწერა 11 ბავშვი მსგავსი ქცევებით და გამოიყენა სიტყვათშეთანხმება „ბავშვთა ადრეული აუტიზმი“. მის მიერ აღწერილი სიმპტომები როგორიცაა „აუტისტური განმარტოვება“ და „მუდმივად ერთფეროვნებისკენ სწრაფვა“ დღემდე ითვლება აუტისტური სპექტრის ტიპიურ გამოვლენად.

ვინაიდან კანერმა სიტყვა „აუტიზმი“ გამოიყენა სხვა პათოლოგიის მიმართ, ათწლეულების მანძილზე მან გაუგებრობა გამოიწვია, რადგან ტერმინს „ბავშვთა შიზოფრენიის“ გამოსახატავად იყენებდა. ამასთან ფსიქიატრები მიიჩნევდნენ აუტიზმის შემთხვევას, როგორც ბავშვის რეაქციას გულგრილი დედების დამოკიდებულებისადმი. 1960-იანი წლებიდან თანდათან იწყება აუტიზმის, როგორც დამოუკიდებელი სინდრომის გამოყოფა შიზოფრენიის და სხვა პათოლოგიებიდან.

აუტიზმის პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით, გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ შემოიღო აუტიზმის პრობლემებისადმი ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე.

>> შშმ პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები