როგორ მოქმედებს ჰორმონები ქალის გარეგნობაზე

ჰორმონები და გარეგნობა

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– როგორ მოქმედებს ჰორმონები ქალის გარეგნობაზე?

ჰორმონალურ ფონს დიდი გავლენა აქვს ქალის ორგანიზმზე. სწორედ ჰორმონებია პასუხისმგებელი სხეულის ფორმაზე, კანის მდგომარეობასა თუ ხასიათის თავისებურებეზე. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ჰორმონები აყალიბებენ ქალს ქალად. 

– კონკრეტულად რომელი ჰორმონები მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე?

  ქალის ორგანიზმზე მოქმედებს მრავალი ჰორმონი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰორმონია ესტროგენი. სწორედ მისი დახმარებით აქვს ქალს დამახასიათებელი სხეულის ფორმა. ასევე შეიძლება გამოვყოთ ტესტოსტერონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ამცირებს ცხიმის განვითარებას, ამკვრივებს კანს. 

–  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, კონკრეტულად რა ნიშნები ახასიათებს ჰორმონების დარღვევას?

ყურადღება უნდა მიექცეს კანისა და თმის მდგომარეობას. ვინაიდან ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია კანის სიმშრალე, ნაოჭების ნაადრევი აქტიური გაჩენა. აკნე და ალოპეცია, რაც შეიძლება ჰიპერანდროგენიის ნიშანი იყოს. შესაძლებელია პრობლემებს თან ერთვოდეს მომატებული წონა. ასევე ხშირია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. 



– კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული ნიშანი და რით შეიძლება იყოს გამოწვეული?

  • დავიწყოთ კანით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა აკნე. როგორც წესი ესტროგენი ამცირებს აკნეს, მაშინ როცა პროგესტერონი პირიქით ხელს უწყობს მის გაჩენას.
  • კანის სიმშრალეში დიდ როლს თამაშობს ფარისებრი ჯირკვალი. ჰიპოთირეოზს შეუძლია გამოიწვოს კანის ძლიერი სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი და გაღიზიანება. ასევე ესტროგენის დაბალი დონეც შეიძლება იყოს კანის სიმშრალის მიზეზი.
  • რაც შეეხება ნაოჭების ნაადრევ გაჩენას ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჰორმონია ესტროგენი. როგორც წესი ჰორმონალური და ასაკობრივი ნაოჭები ჩნდება 35წლის შემდეგ, როდესაც მცირდება ჰორმონების გამოყოფა. სწორედ ესტროგენის უკმარისობა იწვევს მათ ნაადრევ გაჩენას.
  • ყურადღება უნდა მივაქციოთ თმებსაც. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამოყოფა უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე. აქვე ესტროგენიც და ტესტოსტერონიც დიდ როლს თამაშობს. ესტროგენის დეფიციტისას თმები გამოიყურება უსიცოცხლოდ და აღინიშნება თმის ცვენა. ასევე დიდი როლი აკისრია ფარისებრ ჯირკვალს.

– რაც შეეხება წონის მატებას, რა უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში?

  აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოთირეოზით. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს მეტაბოლიზმს. აქვე გასათვალისწინებელია კორტიზოლის ან ლეპტინის მოქმედება. რაც შეეხება კორტიზოლს, მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავების დროს ორგანიზმი იწყებს ცხიმის ჩალაგებას.

– კიდევ რა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების დარღვევამ?

 კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა მთელი რიგი დაავადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ პროლაქტინი, კორტიზოლი, მელატონინი.

– როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული პრობლემების გაჩენისას?

აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს. რათა დაინიშნოს კონკრეტული კვლევები და შემდგომში მკურნალობა.


ჰორმონები და გარეგნობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 როგორ მოქმედებს ჰორმონები ქალის გარეგნობაზე?
💬 ჰორმონალურ ფონს დიდი გავლენა აქვს ქალის ორგანიზმზე. სწორედ ჰორმონებია პასუხისმგებელი სხეულის ფორმაზე, კანის მდგომარეობასა თუ ხასიათის თავისებურებეზე.
🧪 ქალის ორგანიზმზე მოქმედებს მრავალი ჰორმონი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰორმონია ესტროგენი. სწორედ მისი დახმარებით აქვს ქალს დამახასიათებელი სხეულის ფორმა
🔘 ასევე შეიძლება გამოვყოთ ტესტოსტერონი, რომელიც:
✔️ ხელს უწყობს კუნთების განვითარებას;
✔️ ამცირებს ცხიმის განვითარებას;
✔️ ამკვრივებს კანს.
📌 ჰორმონალურ დარღვევებს ახასიათებს სხვადასხვა ცვლილებები:
➡️ კანი – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა აკნე. როგორც წესი ესტროგენი ამცირებს აკნეს, მაშინ როცა პროგესტერონი პირიქით ხელს უწყობს მის გაჩენას;
➡️ ნაოჭების ნაადრევი გაჩენა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჰორმონია ესტროგენი. როგორც წესი ჰორმონალური და ასაკობრივი ნაოჭები ჩნდება 35წლის შემდეგ, როდესაც მცირდება ჰორმონების გამოყოფა. სწორედ ესტროგენის უკმარისობა იწვევს მათ ნაადრევ გაჩენას.
➡️ თმები – კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამოყოფა უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე. ესტროგენის დეფიციტისას თმები გამოიყურება უსიცოცხლოდ და აღინიშნება თმის ცვენა. ასევე დიდი როლი აკისრია ფარისებრ ჯირკვალს.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3HVgUfu
#ჰორმონები #სასქესოჰორმონები #ქალისსასქესოჰორმონები #ჰორმონებიდაგარეგნობა #ჰორმონალურიდარღვევა #ჰორმონალურიდისბალანსი #ესტროგენი #პროგესტერონი #ტესტოსტერონი #ჰორმონებისროლი #ჰორმონებისეფექტი #აკნე #კანისდაავადებები #ნაოჭები #კანისსიმშრალე #ნაადრევინაოჭები #თმისცვენა #ესტროგენისდეფიციტი #ესტროგენისსიჭარბე #პროგესტერონისსიჭარბე #ძვლებისგამკვრივება #ოვულაცია #მენსტრუაცია #ორსულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10