აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების თავისებურებანი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის   ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში შეინიშნება მეტყველების მოშლილობის ფართო სპექტრი. მეტყველების განვითარების დარღვევის და დამახინჯების ძირითადი სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება აუტიზმით დაავადებული ბავშვი.

პირველი ჯგუფის ბავშვებში შეინიშნება, მეტყველების  თითქმის სრული არარსებობა. ბავშვი ამ შემთხვევაში აფექტური მდგომარეობის ფონზე, იშვიათად წამოიძახებს სიტყვებს ან მოკლე ფრაზებს, რაც იძლევა, იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მას ნაწილობრივ მაინც ესმის სიტყვების არსი.

მეორე ჯგუფის ბავშვებისათვის დამახასიათებელია ექოლალია (ბავშვის მიერ სხვისი საუბრის დროს გაგონილი სიტყვების და ფრაზების უნებლიე, უაზრო გამეორება) წარმოთქვამენ მოკლე სტრეოტიპულ მცირე ფრაზებს, რომელიც კავშირშია, წარსულში რომელიღაც აფექტური მდგომარეობის ხსოვნასთან (მაგალითად, ერთი ბიჭი ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული აღელვების დროს წარმოთქვამდა: „ლამპა დავარდა! ლამპა დაიმსხვრა!“, რაც კავშირში იყო წარსულში შესაბამის შემთხვევასთან). მეორე ჯგუფის ბავშვებისათვის დამახასიათებელია ზმნის გამოყენება ინფინიტივში („დალია ჩაი“, მომცა ნამცხვარი“), საკუთარ თავზე საუბრობს მეორე ან მესამე პირში („გია წავა სასეირნოდ“). ხშირად ამ ჯგუფის ბავშვები, უპირატესობას ანიჭებენ მიმართვა წარმოთქვან ყვირილით ან ცდილობენ უფროსს ხელში ძალით შეაჩეჩონ მისთვის სასურველი საგანი. ასეთი ბავშვებს არ შეუძლიათ  გაგონილის თავის სიტყვებით გადმოცემა (გარდა ციტატებისა).


♦♦ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა ნივთების  გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან” – დააკლიკეთ ქვემოთ >>> ნიშანს და გადახვალთ ,,ამაზონის” შესაბამის განყოფილებაში:

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მესამე ჯგუფის ბავშვებს ახასიათებთ ამბების გადმოცემა, მაგრამ თითქმის არ გააჩნიათ დიალოგის უნარი, ყურს არ უგდებენ მოსაუბრეს, ემოციურად ციტირებენ საყვარელი წიგნებიდან ფრაზებს ან განიხილავენ მისთვის სასურველ წიგნში მოცემულ ინფორმაციას. დარღვეულია გადმოცემის წარმოთქმა: თუ მეორე ჯგუფის ბავშვის მეტყველება მკაფიოა, სკანდირებული, დაძაბული ინტონაციით, მესამე ჯგუფის ბავშვი საუბრობს გაურკვევლად, ჩქარა, ზოგჯერ გადმოსცემს მოკლე ხმებს, თავისებური ინტონაცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს წარმოთქმულ ტექსტს.

მეოთხე ჯგუფის ბავშვები გამოირჩევიან წყნარი, არამკვეთრი მეტყველებით, გვხვდება ზოგჯერ დროში გახანგრძლივებული ექოლალია. ამ ტიპის ბავშვი, როგორც წესი, ითხოვს და უფროსებს მიმართავს მეტყველებით, თუმცა მოყოლა მათთვის რთულია. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ვერ დაძლევს მარტივ ინსტრუქციას და პარალელურად შეუძლია რთულ ზღაპრულ ტიპზე მოახდინოს მომენტალური ცოცხალი რეაქცია, რომელმაც მასში ეფექტური ემოციური გავლენა მოახდინა.

ზოგადად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისათვის დამახასიათებელია ყურადღების მობილიზაციის უკმარისობა, კომუნიკაციის დარღვევასთან დაკავშირებული საუბრის გააზრების უუნარობა. ამიტომ ყველა ჯგუფის აუტისტი ბავშვების მეტყველების განვითარებისათვის  აუცილებელია მისი აღქმის შესაძლებლობის ფორმირება.

>> აუტიზმი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.