ფიზიკური დატვირთვა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის   ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

აუტისტი ბავშვების სწავლების პროცესის სირთულე, მნიშვნელოვნად არის განპირობებული ფსიქოფიზიკური ტონუსის დეფიციტით ან მისი არასწორი განაწილებით. ამიტომ  მოტორული (მოძრაობითი) განვითარებისათვის აუცილებელია ბავშვის დღის წესრიგში, სპეციალური ფიზიკური დატვითვების ჩართვა. აუტისტი ბავშვის სათამაშო ოთახში, ყოველთვის უნდა იყოს წარმოდგენილი სპორტული კომპლექსი.

მწვრთვნელი, რომელიც ბავშვთან მუშაობს, შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სავარჯიშოები, რომელიც კონკრეტული ინდივიდუალური პრობლების მოგვარებას ემსახურება: ჰიპერ- ან ჰიპოტონუსი, არასწორად განვითარებული კოორდინაციული მოძრაობები, წონასწორობის შენარჩუნება და სხვა. ადრეული ასაკის ბავშვთა აუტიზმის შემთხვევაში, მოტორიკის განვითარების სავარჯიშოების ძირითადი მიზანი არის ის, რომ  ბავშვმა მოახერხოს საკუთარი სხეულის მოძრაობების ორგანიზაცია.  ამისათვის საჭიროა:

  • მეცადინეობების დაგეგმვა და ვარჯიშებით სტერეოტიპების ფორმირება (ბავშვი ჯერ სწავლობს ბურთის სწორხაზოვნად გაგორებას, შემდეგ ბურთის მიზანში მოხვედრას და ა.შ. ამასთან უნდა განისაზღვროს ერთი ტიპის ვარჯიშის ხანგრძლივობა);
  • ყოველი ვარჯიში იღებს ბავშვისათვის მისაღები თამაში სახეს. მაგალითად, შესაძლებელია ბავშვის სიბნელისადმი მისაჩვევად გამოყენებულ იქნას სპეციალური სპორტული ქსოვილისაგან შექმნილი ტომრები, რომელში ბავშვი ადვილად გაძვრება. ციფრებისადმი ინტერესი გაღვივება დამსახურებული ქულების მინიჭებით და ა.შ.
  • სპორტული შეჯიბრებები ადვილად წარიმართება ერთიანი სიუჟეტის შემთხვევაში, მაგალითად წარმოსახვით მოწინააღმდეგეზე გამარჯვება და სხვა.

♦♦ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა ნივთების  გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან” – დააკლიკეთ ქვემოთ >>> ნიშანს და გადახვალთ ,,ამაზონის” შესაბამის განყოფილებაში:

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


გარდა სპორტული თამაშებისა, მნიშვნელოვანია თუ აუტისტი ბავშვი დაკავდება რეალური სპორტით. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული. დასაწყისისათვის უნდა აირჩეს მარტივი სპორტული დატვირთვები როგორიც არის სირბილი, აჭიმვები, კარგია ბავშვის საცურაო აუზებში ტარება და ცურვის ელემენტების სწავლება. ყოველი დატვირთვა განაპირობებს, ბავშვს გამომუშავდეს სხეულის გაცნობიერებული მართვა. გარკვეული სპორტული გამოცდილების მიღების შემდეგ, შესაძლებელია მათთვის ფეხბურთის ელემენტების სწავლება მეგობარ ბავშვებთან ერთად, რაც დაეხმარება აუტისტ ბავშვს გამოიმუშავოს ჯგუფური ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

>> აუტიზმი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.