აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველება

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველება

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის   ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში შეინიშნება მეტყველების მოშლილობის ფართო სპექტრი. მეტყველების განვითარების დარღვევის და დამახინჯების ძირითადი სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება აუტისტური სპექტრით დაავადებული ბავშვი.

პირველი ჯგუფი

პირველი ჯგუფის ბავშვებში შეინიშნება, მეტყველების  თითქმის სრული არარსებობა. ბავშვი ამ შემთხვევაში აფექტური მდგომარეობის ფონზე, იშვიათად წამოიძახებს სიტყვებს ან მოკლე ფრაზებს, რაც იძლევა, იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მას ნაწილობრივ მაინც ესმის სიტყვების არსი.

მეორე ჯგუფი

მეორე ჯგუფის ბავშვებისათვის დამახასიათებელია ექოლალია (ბავშვის მიერ სხვისი საუბრის დროს გაგონილი სიტყვების და ფრაზების უნებლიე, უაზრო გამეორება) წარმოთქვამენ მოკლე სტრეოტიპულ მცირე ფრაზებს, რომელიც კავშირშია, წარსულში რომელიღაც აფექტური მდგომარეობის ხსოვნასთან (მაგალითად, ერთი ბიჭი ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული აღელვების დროს წარმოთქვამდა: „ლამპა დავარდა! ლამპა დაიმსხვრა!“, რაც კავშირში იყო წარსულში შესაბამის შემთხვევასთან).
მეორე ჯგუფის ბავშვებისათვის დამახასიათებელია ზმნის გამოყენება ინფინიტივში („დალია ჩაი“, მომცა ნამცხვარი“), საკუთარ თავზე საუბრობს მეორე ან მესამე პირში („გია წავა სასეირნოდ“). ხშირად ამ ჯგუფის ბავშვები, უპირატესობას ანიჭებენ მიმართვა წარმოთქვან ყვირილით ან ცდილობენ უფროსს ხელში ძალით შეაჩეჩონ მისთვის სასურველი საგანი. ასეთი ბავშვებს არ შეუძლიათ  გაგონილის თავის სიტყვებით გადმოცემა (გარდა ციტატებისა).


♦♦ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა ნივთების  გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან” – დააკლიკეთ ქვემოთ >>> ნიშანს და გადახვალთ ,,ამაზონის” შესაბამის განყოფილებაში:

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტისტური სპექტრის აშლილობის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მესამე ჯგუფი

მესამე ჯგუფის ბავშვებს ახასიათებთ ამბების გადმოცემა, მაგრამ თითქმის არ გააჩნიათ დიალოგის უნარი, ყურს არ უგდებენ მოსაუბრეს, ემოციურად ციტირებენ საყვარელი წიგნებიდან ფრაზებს ან განიხილავენ მისთვის სასურველ წიგნში მოცემულ ინფორმაციას.
დარღვეულია გადმოცემის წარმოთქმა: თუ მეორე ჯგუფის ბავშვის მეტყველება მკაფიოა, სკანდირებული, დაძაბული ინტონაციით, მესამე ჯგუფის ბავშვი საუბრობს გაურკვევლად, ჩქარა, ზოგჯერ გადმოსცემს მოკლე ხმებს, თავისებური ინტონაცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს წარმოთქმულ ტექსტს.

მეოთხე ჯგუფი

მეოთხე ჯგუფის ბავშვები გამოირჩევიან წყნარი, არამკვეთრი მეტყველებით, გვხვდება ზოგჯერ დროში გახანგრძლივებული ექოლალია. ამ ტიპის ბავშვი, როგორც წესი, ითხოვს და უფროსებს მიმართავს მეტყველებით, თუმცა მოყოლა მათთვის რთულია.
ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ვერ დაძლევს მარტივ ინსტრუქციას და პარალელურად შეუძლია რთულ ზღაპრულ ტიპზე მოახდინოს მომენტალური ცოცხალი რეაქცია, რომელმაც მასში ეფექტური ემოციური გავლენა მოახდინა.

ზოგადად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისათვის დამახასიათებელია ყურადღების მობილიზაციის უკმარისობა, კომუნიკაციის დარღვევასთან დაკავშირებული საუბრის გააზრების უუნარობა. ამიტომ ყველა ჯგუფის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მეტყველების განვითარებისათვის  აუცილებელია მისი აღქმის შესაძლებლობის ფორმირება.


აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📣 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში შეინიშნება მეტყველების მოშლილობის ფართო სპექტრი
🔎 მეტყველების განვითარების დარღვევის და დამახინჯების ძირითადი სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება აუტისტური სპექტრით დაავადებული ბავშვი:
1️⃣ ჯგუფი – შეინიშნება, მეტყველების თითქმის სრული არარსებობა
📎 ბავშვი ამ შემთხვევაში აფექტური მდგომარეობის ფონზე, იშვიათად წამოიძახებს სიტყვებს ან მოკლე ფრაზებს, რაც იძლევა, იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მას ნაწილობრივ მაინც ესმის სიტყვების არსი;
2️⃣ ჯგუფი – ამახასიათებელია ექოლალია – ბავშვის მიერ სხვისი საუბრის დროს გაგონილი სიტყვების და ფრაზების უნებლიე, უაზრო გამეორება
📎 წარმოთქვამენ მოკლე სტრეოტიპულ მცირე ფრაზებს, რომელიც კავშირშია, წარსულში რომელიღაც აფექტური მდგომარეობის ხსოვნასთან;
3️⃣ ჯგუფი – ახასიათებთ ამბების გადმოცემა, მაგრამ თითქმის არ გააჩნიათ დიალოგის უნარი
📎 ყურს არ უგდებენ მოსაუბრეს, ემოციურად ციტირებენ საყვარელი წიგნებიდან ფრაზებს ან განიხილავენ მისთვის სასურველ წიგნში მოცემულ ინფორმაციას.
4️⃣ ჯგუფი – გამოირჩევიან წყნარი, არამკვეთრი მეტყველებით, გვხვდება ზოგჯერ დროში გახანგრძლივებული ექოლალია
📎 ამ ტიპის ბავშვი, როგორც წესი, ითხოვს და უფროსებს მიმართავს მეტყველებით, თუმცა მოყოლა მათთვის რთულია.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად თითოეული ჯგუფის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3un9dqZ
#აუტისტურისპექტრისაშლილობა #მეტყველებისგანვითარება #მეტყველებისდარღვევა #აუტიზმისნიშნები #ექოლალია #რაარისექოლალია #ჩამორჩენამეტყველებაში #მეტყველებისგანვითარებისდარღვევა #ბავშვისგანვითარება #აუტისტურისპექტრისმქონებავშვი #ტიტინი #ღუღუნი #მეტყველებისშეწყვეტა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>> აუტისტური სპექტრის აშლილობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish