როგორ ჩავდგეთ სწრაფად ფორმაში მშობიარობის შემდეგ

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ მშობიარობის შემდგომი მოვლის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– როგორ აღვიდგინოთ სწრაფად ფიგურა მშობიარობის შემდეგ?

არსებობს რამდენიმე ძირითადი მეთოდი, რომელიც მიმართულია მშობიარობის შემდეგ ფიგურის აღდგენისკენ:

  • ბალანსირებული კვება – ახალგაზრდა დედამ მთლიანად საკვებით უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ნივთიერებების კომპლექსი: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ასევე ვიტამინები და მინერალები, განსაკუთრებით მაშინ თუ ძუძუთი კვებავს. ამასთან, იმისათვის რომ აღვიდგინოთ ორსულობამდელი სხეული და შევინარჩუნოთ ტონუსი, არ შეიძლება ზედმეტი ჭამა, არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით ცომეული და ტკბილეული. უმჯობესია დღეში ხუთჯერადი კვება მცირე ულუფებით. მშობიარობის შემდგომ რეკომენდებულია სითხეებით დატვირთვა – წყლის მიღება, ახლად გამოწურული წვენები, კომპოტები და ხილის სასმელები.
  • ვარჯიშები – მარტივი ვარჯიშების შესრულება შესაძლებელია სახლშიც. ფიგურისათვის ვარჯიშების დაწყება არ შეიძლება მშობიარობიდან 4კვირაზე ადრე. რეკომენდებულია გინეკოლოგთან კონსულტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს უკვე შეუძლია ფიზიკური დატვირთვა. სერიოზული სპორტი და დიდი ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ასეთ დროს რძეში ხვდება ტოქსინები.
  • მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი – კარგად ცნობილი და დიდი ხნის გამოცდილი საშუალება. ის იჭერს მუცლის კუნთებს და და არ აძლევს კანს მოდუნების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანდაჟის ზომა სწორად იყოს შერჩეული. ბანდაჟის ტარება აუცილებელია მშობიარობის პირველივე დღიდან, არაუმეტეს 10საათისა დღე-ღამეში, ორი თვის განმავლობაში. ღამით ბანდაჟის მოხსნა შეიძლება, რადგან ღამით კუნთები არც ისეთი მოდუნებულია როგორც დღე. ბანდაჟი უნდა გაიკეთოთ დაწოლილ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში მუცლის კუნთები მაქსიმალურად მოდუნებულია და მარტივია მისი დაფიქსირება სწორ პოზიციაში.

მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” postpartum belly wrap >>>
♥ საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”  c-section scar treatment  >>


– როგორ უნდა შეირჩეს ბანდაჟის ზომა?

მშობიარობის შემდგომი ბანდაჟის ზომა უნდა შეესაბამებოდეს იმ ტანსაცმლის ზომას, რასაც ქალი ორსულობამდე ხმარობდა. ხოლო თუ ორსულობის განმავლობაში მოიმატა 12კილოზე მეტი, მაშინ ბანდაჟი უნდა შეირჩეს 1-2ზომით დიდი. კარგი ბანდაჟი ადვილი ჩასაცმელია, ტანსაცმლის ქვეშ შეუმჩნეველია, შესაკრავი და ნაკერები არ უნდა გიქმნიდეს დისკომფორტს. აუცილებელია, რომ დამზადებული იყო თანამედროვე მასალებით, რომლებიც გამძლეა, ჰიპოალერგიულია, კანს აძლევენ სუნთქვის საშუალებას, არ იწოვენ ტენს.

–  რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს, რა რეკომენდაციები არსებობს?

 აქ შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე საშუალება:

  • თვითმასაჟი დამატენიანებელი და ანტიცელულიტური კრემების და გელების, ასევე ზეითუნის ზეთის გამოყენებით.
  • სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ფიგურის აღსადგენად. მათი გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად დუშის შემდეგ, წრიული მასაჟის მოძრაობით, პრობლემურ ზონებში შესაზელად – მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები.
  • პილინგი სახლის პირობებში. კვირაში ორჯერ სასურველია სკრაბის გამოყენება. შესაძლებელია მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია – ყავის სკრაბი. ყავა უნდა იყოს მსხვილად დაფქული. მისი შერევა შეიძლება ზღვის მარილთან და უნდა შეიზილოთ იმ ადგილებში, სადაც გაქვთ ცელულიტი. ასევე მისი შერევა შეიძლება მარილთან, თაფლთან და ზეითუნის ზეთთან (ეს შემადგენლობა არა მარტო აუმჯობესებს კანის რელიეფს, არამედ მატებს მას ელასტიურობას და სიგლუვეს).
  • მიოსტიმულაცია (ან ელექტროსტიმულაცია) – ეს არის ერთადერთი აპარატურული კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც შეიძლება მეძუძურ დედებში გამოვიყენოთ (რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა გამოირიცხოს მკერდზე მოქმედება). გარდა ამისა შეიძლება მსუბუქი მასაჟიც. აღნიშნული მეთოდი მოქმედებს კუნთების ქვედა ფენაზე და ახდენს იმავე ეფექტს, რასაც ფიზიკური ვარჯიში. კოსმეტოლოგი ამაგრებს ელექტროდებს კუნთების აქტიურ მამოძრავებელ წერტილებზე გარკვეული სქემის მიხედვით, რაც დამოკიდებულია პრობლემურ ადგილებზე. პროცედურა ირიბად მოქმედებს კანზეც: იჭიმება კუნთი, იჭიმება კანიც.
  • მეზოთერაპია (კანქვეშა ინექციები) – უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისთვის. თუ ქალი ძუძუთი არ კვებავს, ამ მეთოდს შეიძლება მიმართოს მშობიარობიდან 2თვის შემდეგ. თუმცა თავდაპრველად უნდა გაკეთდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერა და რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. მეზოთერაპიული პროცედურები მიმართულია ცხიმის წვისკენ, დრენაჟზე (დაშლილი პროდუქტების გამოდევნა) და ლიფტინგი (კანის გადაჭიმვა).
  • შეფუთვა – ეს პროცედურა, როგორც მეზოთერაპია, მიმართულია ცხიმის წვისკენ, დრენაჟზე და ლიფტინგზე. მეძუძური დედებისთვის ეს პროცედურა არაა რეკომენდებული, რადგან ყველა ნივთიერება შედის კანში და მოქმედებს რძის შემადგენლობაზე.  >>  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.