აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ცხოვრების სამკურნალო რეჟიმი

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ცხოვრების სამკურნალო რეჟიმი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

როგორც ცნობილია, აუტისტი ბავშვი რთულად აღწევს არა მარტო ახალი გამოცდილების მიღებას, არამედ მის შეთვისებასაც. სკოლაში რასაც პედაგოგი ასწავლის ბავშვს, აუცილებელი არ არის მისი სახლში გადატანა და პირიქით, სახლში მიღწეული წარმატებები შეიძლება სხვა სიტუაციებში არ გამოვლინდეს. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპეციალური მეცადინეობებს და ოჯახურ ურთიერთობებს.

აუტისტი ბავშვის მიერ, საკუთარი შესაძლებლობის ერთი სიტუაციიდან მეორეში გადატანის შეუძლებლობის, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მის მიერ, მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირის დამყარების და სამყაროს ერთიანი სურათის აგების უუნარობაა.
ჯანმრთელი ბავშვი სამყაროს ერთიან სურათს ბუნებრივად აღიქვამს, ამიტომ თვითონ არის თავისი სამყაროს ფორმირების ცენტრში. ის მრავალფეროვან სიტუაციებს  სურვილის მიხედვით აერთიანებს.

აუტისტი ბავშვი კი ნაკლებად აქტიურია, ამიტომ გარე სამყაროსთან მისი დამოკიდებულება შეზღუდული და გამარტივებულია. ცვლადი სიტუაციების ფონზე, ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობებში მუდმივი მდგომარეობა. აუტისტი ბავშვი მოვლენებს, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით ამუშავებს, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მიხედვით.

ემოციური კავშირი

აუტისტი ბავშვისათვის აუცილებელია ოჯახის წევრებთან მჭიდრო ემოციონალური კავშირი,  მთლიანი ოჯახური ცხოვრების ორგანიზაციის გააზრება. ახლობლების მუდმივი ყურადღების გარეშე, ბავშვს არ შეუძლია თვითონ გადალახოს სირთულეები.
თუ ჯანმრთელი ბავშვი ოჯახის წევრებს, თავის ნათელი გრძნობებით, ქცევების წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებით, ზრდასრულ ადამიანს განაცდევინებს ბავშვობის დროინდელ ემოციებს, აუტისტების შემთხვევაში პირიქითაა, ამ ვითარებაში მშობელმა  თვითონ უნდა გაუღვივოს ბავშვს ინტერესები გარკვეული მოვლენების შესახებ და განაცდევინოს მას სიამოვნება სხვადასხვა შთაბეჭდილებების სახით.

ცხოვრებისეული ჩვეულებრივი სიუჟეტების მრავალჯერადი გაცოცხლება შესაძლებელია ბავშვთან თამაშით, ხატვით, მსგავს შთაბეჭდილებებს ჩვენ ვიპოვით საბავშვო წიგნებში, ისტორიების, ზღაპრების მოყოლით. ამასთან მშობელი უნდა მოერიდოს ჭარბ კომენტარებს. დაე, თვით ბავშვმა გამოთქვას საკუთარი აღტაცება, რაც პერიოდულად  გამეორდება მომდევო დღეებში. სწორედ სიუჟეტის აღქმა მისი  აღტაცებული მდგომარების გამეორება, ნებისმიერ ბავშვს ანიჭებს ცხოვრების საიმედოობის განცდას, რაც ასე აუცილებელია აუტისტი ბავშვის მომავლისათვის.
გონებრივი აქტიურობა აუტისტ ბავშვებს ასწავლის ოცნებას, გარკვეული ვითარებების დაგეგმვას, გახსენებას. ბავშვი თანდათან აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომ ის არა მარტო განიცდის დღევანდელ დღეს, არამედ გაიხსენებს გუშინდელსაც, დაიწყებს მომავალ დღეზე საუბარს.

ყოველდღიური რიტმის აღქმის შედეგად ბავშვი, ეჩვევა ცხოვრების მდგრად წესრიგს, რომელსაც შეაქვს თავისი მხიარული რიტუალი ბავშვის ცხოვრებაში, ფორმირდება ემოციების არსი. საკუთარი გამოცდილების დაგროვება, შეიძლება გახდეს საფუძველი სხვა ადამიანების ქცევის ლოგიკის აღქმაში, მათი შინაგანი განცდების, აზრების და გრძნობების გაცნობიერებაში, სწორედ ასეთი განცდების შედეგად ცხოვრების რიტმთან ერთად ყალიბდება ბავშვის სოციალური როლი, ის თანდათან ეჩვევა სხვა ადამიანების აზრს და ცდილობს საკუთარი ქცევები მას შეუსაბამოს. 

ცხოვრების სამკურნალო რეჟიმი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ცხოვრების სამკურნალო რეჟიმი
📌 როგორც ცნობილია, აუტისტური სპექტრით დაავადებული ბავშვი რთულად აღწევს არა მარტო ახალი გამოცდილების მიღებას, არამედ მის შეთვისებასაც.
🏛 სკოლაში რასაც პედაგოგი ასწავლის ბავშვს, აუცილებელი არ არის მისი სახლში გადატანა და პირიქით, სახლში მიღწეული წარმატებები შეიძლება სხვა სიტუაციებში არ გამოვლინდეს.
👨‍👩‍👧 ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპეციალური მეცადინეობებს და ოჯახურ ურთიერთობებს.
🖇 ბავშვის მიერ, საკუთარი შესაძლებლობის ერთი სიტუაციიდან მეორეში გადატანის შეუძლებლობის, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მის მიერ, მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირის დამყარების და სამყაროს ერთიანი სურათის აგების უუნარობაა.
⭕️ ის მოვლენებს, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახით ამუშავებს, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მიხედვით.
📅 ყოველდღიური რიტმის აღქმის შედეგად ბავშვი, ეჩვევა ცხოვრების მდგრად წესრიგს, რომელსაც შეაქვს თავისი მხიარული რიტუალი ბავშვის ცხოვრებაში, ფორმირდება ემოციების არსი.
💢 საკუთარი გამოცდილების დაგროვება, შეიძლება გახდეს საფუძველი სხვა ადამიანების ქცევის ლოგიკის აღქმაში, მათი შინაგანი განცდების, აზრების და გრძნობების გაცნობიერებაში.
👉 შეიტყვეთ დეტალურად სტატიიდან – https://bit.ly/3pVroVw
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #აუტიზმისნიშნები #აუტიზმისსიმპტომები #სოციალურიურთიერთობები #სოციალურიუნარები #ბავშვისგანვითარება #ბავშვისაღზრდა #პირველიღიმილი #აუტისტიბავშვისაღზრდა #ქცევითიმკურნალობა #ოკუპაციურითერაპია #ურთიერთობისგანვითარებისინტერვენცია #ლალიდათეშიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>>> აუტიზმი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.